ამბები

შესაძლებელია თუ არა დისბაქტერიოზის პრევენცია?

ეკო ტატულაშვილი

11:45 ხუთ. 17 აპრილი

პროლაიფი

14
დაკოპირებულია

თანამედროვე ცხოვრების რიტმი, სტრესი, არარეგულარული კვება და ხშირი მედიკამენტური ჩარევა პირდაპირ მოქმედებს ჩვენი ორგანიზმის ერთ-ერთ ფუნდამენტურ საფუძველზე: ნაწლავების მიკროფლორაზე. სწორედ ამ მიკროფლორის დარღვევით ვიღებთ მტკივნეულ და ბევრისთვის ნაცნობ მდგომარეობას — დისბაქტერიოზს. თუმცა საინტერესოა, რამდენად შეგვიძლია ამ პრობლემის თავიდან აცილება?

ვიდრე ამ კითხვას ვუპასუხებთ, განვიხილოთ რისკები, რომელთაც დისბაქტერიოზამდე მივყავართ. კერძოდ, ნაწლავურ გარემოში ბალანსის დარღვევა შეიძლება სხვადასხვა მიზეზით წარმოიშვას. მათ შორის ყველაზე ხშირია:

● ხანგრძლივი ანტიბიოტიკოთერაპია;

● დაუბალანსებელი ან მონოტონური კვება;

● ხშირი დიარეა ან შეკრულობა;

● ნაწლავური ინფექციები;

● ქრონიკული სტრესი;

● ჰორმონალური ცვლილებები, მაგალითად ორსულობის ან კლიმაქსური პერიოდის დროს.

დისბაქტერიოზის სიმპტომებიც მრავალფეროვანია — დაწყებული შებერილობის შეგრძნებითა და მუცლის ტკივილით, დამთავრებული იმუნური სისტემის დაქვეითებით, ალერგიების გამწვავებითა თუ ზოგადი სისუსტით. ამ სიმპტომებს ხშირად ვერ უკავშირებენ ნაწლავურ მიკროფლორას, თუმცა რეალურად, სწორედ მისი დისბალანსი ხდება ამგვარი პრობლემების მიზეზი.

დისბაქტერიოზის პრევენცია — მხოლოდ კვება საკმარისი არ არის

მართალია, ჯანმრთელი კვება და აქტიური ცხოვრების წესი მიკროფლორის შენარჩუნებაში დაგვეხმარება, მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი. ზოგიერთ სიტუაციაში ჩვენი ორგანიზმი საჭიროებს დამატებით მხარდაჭერას — განსაკუთრებით მაშინ, როცა ვიცით, რომ წინ გველის მედიკამენტური ჩარევა, ან უკვე გვაქვს დისკომფორტის ნიშნები.

აქვე ჩნდება აუცილებლობა ისეთი საშუალებების გამოყენებისა, რომლებიც არა მხოლოდ აქრობს სიმპტომებს, არამედ საფუძვლიანად მოქმედებს პრობლემის სათავეზე — ანუ მიკროფლორის აღდგენაზე. სწორედ აქ ჩნდება „პროლაიფის“ საჭიროება. ეს არის პრობიოტიკური პრეპარატი, რომელიც ხელს უწყობს ნაწლავური მიკროფლორის აღდგენასა და ჯანსაღი ბალანსის შენარჩუნებას. ის პრობიოტიკური ბაქტერიების მრავალფეროვან შტამებს აერთიანებს, რათა ნაწლავური მიკროფლორა უფრო სრულყოფილად აღადგინოს. ზოგიერთი მსგავსი მედიკამენტი კი შეიძლება მხოლოდ ერთ ან რამდენიმე შტამზე იყოს კონცენტრირებული.

თანაც, უნდა აღინიშნოს, რომ პროლაიფი უსაფრთხო და ეფექტური პრეპარატია როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვის. კერძოდ, მედიკამენტი ორი სახით იწარმოება: Prolife Forte (პროლაიფ ფორტე) და Prolife Pediatrico (პროლაიფი პედიატრიული). ცხადია, ორივე მათგანის მოქმედების მექანიზმი ერთი და იგივეა; უბრალოდ, ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ვერსია შეიცავს პრობიოტიკური ბაქტერიების უფრო მაღალ კონცენტრაციას, რაც აუცილებელია მოზრდილის ნაწლავური მიკროფლორის აღსადგენად. ხოლო „პროლაიფ პედიატრიული“ პრობიოტიკური ბაქტერიების ადაპტირებული კონცენტრაციით გამოირჩევა, რომელიც შესაფერისია ბავშვთა ნაწლავური მიკროფლორისთვის.

რატომ უნდა გამოვიყენოთ პროლაიფი პრევენციის მიზნით?

იმ შემთხვევაში, თუ ორგანიზმი წინასწარ მიიღებს საჭირო ბაქტერიებსა და პრებიოტიკებს, ნაწლავური მიკროფლორა გაცილებით გამძლე და მდგრადი გახდება პათოგენების მიმართ. ეს ნიშნავს, რომ პროლაიფის პრევენციული გამოყენება ხელს უშლის დისბაქტერიოზის განვითარებას — განსაკუთრებით იმ ადამიანებში, ვინც ხშირი მგზავრობის, კვებითი ცვლილებების ან ძლიერი მედიკამენტების მიღების ფონზე რისკის ჯგუფშია.


Prolife Forte-სა და Prolife Pediatrico-ის საქართველოს ბაზარზე გავრცელებას ფარმაცევტული კომპანია SmartPharm უზრუნველყოფს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

PSP ფარმას მეორედ მიენიჭა GDP სტანდ...

PSP

მზის პანელების დადებითი მხარეები

მზის პანელების დადებითი
მხარეები

PSP პირველი ფარმაცევტული კომპანიაა...

PSP

ნასოალდო გაზაფხულის ალერგიის შესამს...

ნასოალდო გაზაფხულის
ალერგიის შესამსუბუქებლად

სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფა...

PSP

PSP გილოცავთ ქალთა დღეებს და გთავაზ...

PSP

PSP-ში ფულადი ვაუჩერის აქცია დაიწყო

psp

PSP სტუდენტებს სიახლეს - სტუდენტურ...

PSP

PSP-ში 50%-მდე ფასდაკლება დაიწყო მს...

PSP