ამბები

თსუ-ს სტუდენტთა საჭიროების გათვალისწინებით რეგიონული საგამოცდო ცენტრები ამოქმედდა

ეკა ტიკარაძე

17:08 ხუთ. 2 ივნისი, 2022 წელი

ივანე ჯავახიშვილის
სახელობის თბილისის
სახელმწიფო უნივერსიტეტი

14
დაკოპირებულია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მიმდინარე სემესტრის ფინალურ გამოცდებს თბილისის გარდა რეგიონულ საგამოცდო ცენტრებშიც ჩააბარებენ.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებით, იმისთვის, რომ მიღებული განათლების შეფასება მოხდეს თანაბრად და სამართლიანად, გამოცდების ფორმატი ყველასთვის საერთო უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, ობიექტური შედეგის მისაღებად, გამოცდები ჩატარდება არადისტანციურ რეჟიმში, თუმცა გეოგრაფიული გადანაწილების პრინციპით: როგორც დედაქალაქში, ასევე დამატებით ორ ალტერნატიულ საგამოცდო ცენტრში - ქუთაისსა და ახალციხეში. ამასთან, გამოცდები ჩატარდება თითოეული სასწავლო კურსის შესაბამისად, სტუდენტებთან შეთანხმებულ ვადებში და მოქნილი საგამოცდო გრაფიკით, რათა უნივერსიტეტმა ხელი შეუწყოს უკლებლივ ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას.

ამ ეტაპზე უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი, სტუდენტების საჭიროებებისა და თითოეული ფაკულტეტის სასწავლო კურსების სპეციფიკის გათვალისწინებით, ჰიბრიდული (შერეული) ფორმატით მიმდინარეობს. თსუ-ში ამჟამად 3500-ზე მეტი სასწავლო კურსის ფარგლებში 24 ათასამდე სტუდენტი სწავლობს.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა სტუდენტების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ის გამოწვევები, რაც მიმდინარე სემესტრში, პოსტ-პანდემიურ გარემოში არსებობს. შესაბამისად, სტუდენტებს მიეცემათ ფინალური გამოცდების რეგიონებში ჩაბარების შესაძლებლობაც. თსუ-ის სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა ფოთოლაშვილის თქმით: „აღნიშნული გადაწყვეტილების მიზანია რეგიონში მცხოვრები სტუდენტებისთვის საგამოცდო პროცესის გამარტივება. ხოლო თუ არსებობს სტუდენტი, ვისაც რეგიონული საგამოცდო ცენტრების ამოქმედების მიუხედავად, დამატებით რაიმე კონკრეტული, ობიექტური გარემოება უქმნის დაბრკოლებას დასწრებით ფორმატში გამოცდაზე გამოცხადებასთან დაკავშირებით, ეს შემთხვევები ინდივიდუალურად განიხილება. ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი უნივერსიტეტში შეუფერხებლად გრძელდება“.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

წვა და ტკივილი შარდვისას - როგორ ვუ...

წვა და ტკივილი შარდვისას -
როგორ ვუმკურნალოთ
ცისტიტს?

„ქართული კლასიკური მუსიკის საღამოებ...

ღამის სერენადები

თამარ ლიჩელმა ბათუმში მასტერკლასები...

მასტერკლასი

ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლე...

ღამის სერენადები

როგორ მოვემზადოთ ფრენისთვის - რჩევე...

როგორ მოვემზადოთ
ფრენისთვის

თვალი ადევნე სპორტის ყველა სიახლეს...

ყველა სიახლე Adjarabet Arena-ზე

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორი...

ღამის სერენადები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორის...

PSP

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორი...

სერენადები