1-ელი იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი
23:43 სამ. 31 დეკემბერი, 2024 წელი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელი იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დილით ეცადეთ წვრილმანებზე არ გაღიზიანდეთ და ემოციები აკონტროლეთ. მალე განწყობა გაგიუმჯობესდებათ და სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ. გირჩევთ, საკუთარი იდეები ლოგიკით და ფხიზელი გონებით შეამოწმოთ. ყურადღება მიაქციეთ საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას. სრულყოფილი ძილი სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.
კურო
დღის პირველი ნახევარი იმდენად რთული და ქაოსურია, რომ სიმშვიდის პოვნა და წესრიგის აღდგენა გიჭირთ. შესაძლოა მოულოდნელი სიახლე გაიგოთ. სადილის შემდეგ ძველ მეგობრებთან შეხვედრა და წარსულის გახსენება სასიამოვნო ემოციებს მოგიტანთ და თავს უკეთ გაგრძნობინებთ. მოაწყვეთ ამ დღეს ოჯახური დღესასწაული და სასიამოვნო მოგონებები დიდხანს არ დაგტოვებთ.
ტყუპები
სამსახურისა და საქმეების არსებობა ცოტა ხნით დაივიწყეთ და ეს დღე მთლიანად დასვენებას და სასიამოვნო ურთიერთობას დაუთმეთ. თავი ფანტაზიებით გაქვთ გამოტენილი, მაგრამ ეცადეთ, ილუზიებს არ აჰყვეთ და რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ. მოემზადეთ სტუმრების მოულოდნელი ჩამოსვლისა და მხიარული სიურპრიზებისთვის.
კირჩხიბი
გამოიყენეთ შესაძლებლობა და დასვენების დღეები მყუდრო გარემოში, საყვარელი ადამიანების გვერდით გაატარეთ. აჩუქეთ საკუთარ თავს მასაჟის ან სილამაზის პროცედურები. გამორიცხული არ არის, რომ საინტერესო პიროვნებას შეხვდეთ, რომელიც თქვენს აზრებს და იდეებს იზიარებს. საღამოს შეგიძლიათ მეგობრებთან ერთად პარკში ან გასართობ ღონისძიებაზე წასვლა დაგეგმოთ.
ლომი
მშვენიერი დღეა მეგობრებთან შეხვედრისა და სასიამოვნო გარემოში წარსულის გახსენებისთვის. შესაძლებლობა გექნებათ, რომ საკუთარ გატაცებას მეტი დრო დაუთმოთ და ყოველდღიური პრობლემები უჩვეულო გზით გადაჭრათ. ოჯახი სიამოვნებით შემოგიერთდებათ და დროს კარგად გაატარებთ. გირჩევთ, ხმაურიანი წვეულების შემდეგ ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ და აუზს ეწვიოთ - წყალი დაგამშვიდებთ და სასიცოცხლო ენერგიით აგავსებთ.
ქალწული
საოჯახო საქმეები გვერდზე გადადეთ და გასართობად სადმე ლამაზ და უჩვეულო ადგილზე წადით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახალი ადგილები მოინახულოთ და დადებითი ემოციებით დაიმუხტოთ. ხანმოკლე მოგზაურობა წარმატებული იქნება. უმჯობესია არაფერზე გაღიზიანდეთ და თავი აკონტროლოთ, რადგან ახლობლები ამ დღეს თქვენგან მხოლოდ დადებით ემოციებს ელიან.
სასწორი
წარმატებული და ხელსაყრელი დღეა. ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში სრული იდილიაა და ერთმანეთის სიტყვის უთქმელად გესმით. ეცადეთ ამ რადიკალური გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. თორემ შეიძლება პარტნიორთან ურთიერთობა გაიფუჭოთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო მოვლენა გელით, ამიტომ მომავალს ოპტიმიზმით უნდა შეხედოთ.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ, რომ ნებისმიერი საქმე წარმატებით დაასრულოთ. შესაძლოა, დიდი ხანია უნახავ ადამიანს შეხვდეთ და ძველი შეცდომების გამოსწორება სცადოთ. მოერიდეთ მეტისმეტად ცხარე და ცხიმიანი საკვების მირთმევას, რადგან გამორიცხული არ არის კვებითი ინტოქსიკაცია ან ქრონიკული დაავადების გამწვავება.
მშვილდოსანი
სადღესასწაულო განწყობა და დადებითი ემოციები თავს შესანიშნავად გაგრძნობინებთ. გსურთ, რომ გარშემო მყოფ ადამიანებს სიყვარულში გამოუტყდეთ და ზღაპრულ მოგზაურობაში გაემგზავროთ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცამ ძველი, დავიწყებული ვალი დაგბრუნოთ ან მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი მიიღოთ. წვეულებაზე გაიცნობთ ადამიანს, რომელთანაც ხანგრძლივ ურთიერთობას გააბამთ - მეგობრულს თუ სასიყვარულოს, თქვენზეა დამოკიდებული.
თხის რქა
დილით შეიძლება მცირე პრობლემას ან გაუგებრობებს შეეჯახოთ, ამიტომ, უმჯობესია სადილამდე საწოლში ინებივროთ. დღის მეორე ნახევარში საშუალება გექნებათ, რომ საინტერესო იდეები განახორციელოთ. თუ გონიერებას გამოიჩენთ, ნებისმიერი სადავო საკითხის მოგვარებაში წარმატება გელით.
მერწყული
გამორიცხული არ არის, რომ 1-ელი იანვრის დილა ქაოსური იყოს. სიტუაცია მხოლოდ საღამოს გამოსწორდება, როდესაც მიხვდებით, როგორ უნდა მოიქცეთ და რა უნდა გააკეთოთ. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალია, მაგრამ ეცადეთ, არ გადაიღალოთ. მეგობრებთან, მხიარულ წვეულებაზე სასიხარულო ამბავს გაიგებთ.
თევზები
ხალისიანი და სასიამოვნო დღეა. შესაძლოა, დიდი ხნის უნახავ, ძველ მეგობრებს შეხვდეთ. მონატრებული ურთიერთობა დადებით ემოციებს მოგიტანთ და განწყობას აგიმაღლებთ. გამორიცხული არ არის, რომ ერთობლივი მოგზაურობა დაგეგმოთ. დაძაბული გრაფიკის მიუხედავად, ეცადეთ, საღამოს სუფთა ჰაერზე გასეირნების დრო გამონახოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან