დღის ჰოროსკოპი

5 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

00:17 კვი. 5 იანვარი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ამ დღეს განვითარებულმა მოვლენებმა შესაძლოა თქვენს საიდუმლოს ფარად ახადოს, მაგრამ ეცადეთ, სიმშვიდე და თავშეკავება შეინარჩუნოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადოთ, რადგან ამ დღეს სიტუაციის ობიექტურად შეფასება გიჭირთ. თუ პარტნიორთან ურთიერთობაში გაურკვევლობა არსებობს, ეცადეთ, გულწრფელი საუბრით მოაგვაროთ და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროთ.

კურო

პრობლემის მოგვარება, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ, სამომავლოდ აღარ უნდა გადადოთ. ეცადეთ, ეს თემა 5 იანვარს დახუროთ. მშვენიერი დღეა დაწყებული საქმეების დასასრულებლად. ეცადეთ, დინებას მიჰყვეთ – პრობლემები არც ისე სერიოზულია, როგორც შეიძლება ერთი შეხედვით ჩანდეს.

ტყუპები

პლანეტების არახელსაყრელი განლაგება საქმის მიმდინარეობას ხელს უშლის, თუმცა გამჭრიახობისა და გამოცდილების წყალობით მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებას და უსიამოვნებების თავიდან აცილებას შეძლებთ. მთავარია, რომ თქვენი ჩვეული განრიგი არ შეცვალოთ და ექსპერიმენტებისგან თავი შეიკავოთ.

კირჩხიბი

ახალი წლის პირველი დღეები ხელსაყრელია სამოქმედო გეგმებისა და სამომავლო პროექტების შედგენისთვის. გირჩევთ, დეტალები თანამოაზრეებთან ერთად განიხილოთ - მათზე ბევრია დამოკიდებული. თამამად გარისკეთ - ვარსკვლავები ამბობენ, რომ შეიძლება წარმატებას მიაღწიოთ და მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ. საკუთარ მოვალეობებს როგორც ნამდვილი პროფესიონალი, ბრწყინვალედ გაუმკლავდებით. გულწრფელი საუბარი თქვენს სასიყვარულო ურთიერთობას გააძლიერებს.

ლომი

მოერიდეთ საკუთარ ფიქრებთან მარტო დარჩენას. ასეთ დროს შეიძლება უმცირესი პრობლემა კატასტროფად მოგეჩვენოთ და დეპრესია დაგეუფლოთ. ეცადეთ, საახალწლო განწყობა რაც შეიძლება გაიხანგრძლივოთ, ახლობლებს და მეგობრებს დაუკავშირდეთ და მხიარული წვეულება მოაწყოთ. კარგი ინტუიციის წყალობით ადამიანების ემოციებს შორიდანვე გრძნობთ, ამიტომ უსიამოვნებებს არ უნდა ელოდოთ.

ქალწული

სავარაუდოდ, ძალიან მნიშვნელოვან სიახლეებს გაიგებთ, რომლებიც ყველა შემდგომ მოვლენაზე გავლენას მოახდენს. გირჩევთ ,ინიციატივა აიღოთ და თამამად იმოქმედოთ, რადგან საბოლოო სიტყვა სწორედ თქვენ გეკუთვნით. ამ დღეს უმჯობესია, მხოლოდ ის აკეთოთ, რაც ნამდვილად გაინტერესებთ და ვიღაცის მითითებები ნაკლებად გაითვალისწინოთ. ხელსაყრელი დღეა სახლის დასუფთავებისა და ნივთების მოწესრიგებისთვის.

სასწორი

ეცადეთ ადრე გაიღვიძოთ, რომ დღის პირველ ნახევარში რაც შეიძლება მეტის გაკეთება შეძლოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, შეხვედრები და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები დილით დანიშნოთ. ადამიანების დარწმუნება არასოდეს გიჭირდათ, ამიტომ საკუთარი იდეებით გარშემო მყოფთა დარწმუნებას ადვილად შეძლებთ. შეგიძლიათ საერთო გეგმებისა და ერთობლივი ღონისძიებების განხორციელება დაიწყოთ.

მორიელი

ამ დღეს ახალი საქმის დაწყება თქვენს მოლოდინს არ გაამართლებს, ამიტომ ჯობია, ყურადღება უკვე დაწყებული საქმეების დასრულებაზე გადაიტანოთ. იძულებული ხართ ცვლილებებს კარი გაუღოთ და საკუთარ ცხოვრებაში შემოუშვათ. დაგროვილ პრობლემებს მარტო ვერ გაუმკლავდებით, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ თანამოაზრეები შემოიკრიბოთ და გუნდურად იმოქმედოთ.

მშვილდოსანი

მეგობრებისგან მიღებული ინფორმაცია თქვენს გეგმებს შეცვლის და მოგიწევთ საკუთარ ამოცანებს გადახედოთ. ეს სერიოზული შეცდომებისა ან არასწორი მოლოდინებისგან დაგიცავთ. მოერიდეთ დამატებითი ვალდებულებების აღებას. თუ ვინმე თქვენს აზრს არ ითვალისწინებს, მის გადარწმუნებას ნუ ეცდებით. დაზოგეთ დრო და ნერვები.

თხის რქა

მიზნის მისაღწევად ძლიერი წინააღმდეგობის დაძლევა მოგიწევთ. განსხვავებულ აზრს და სხვა ადამიანების ინტერესებს პატივი ეცით და მტრებს ნუ გაიჩენთ. მოერიდეთ ურთიერთობების გარკვევას – ამას კონფლიქტი მოჰყვება, რაც არაფერში გჭირდებათ. ყურადღებით უსმინეთ, რას ლაპარაკობენ თქვენ ირგვლივ, შეიძლება თქვენთვის მნიშვნელოვანი რამ მოისმინოთ.

მერწყული

შესაფერისი დღეა გადამწყვეტი და თამამი ქმედებებისთვის, მთავარია, რომ უკან არ დაიხიოთ. შესაძლოა კარგი შეთავაზება მიიღოთ, მაგრამ პასუხის გაცემამდე კარგად დაფიქრდით და რისკები გამოთვალეთ. ამ დღეს განსაკუთრებით სასარგებლო იქნება კოსმეტოლოგთან ან სტილისტთან ვიზიტი და ემოციური დასვენება. გაუფრთხილდით ნერვიულ სისტემას.

თევზები

მნიშვნელოვანი პრობლემების ნაცვლად, წვრილმანი უსიამოვნო საკითხების მოგვარება მოგიწევთ. ხელიდან ნუ გაუშვებთ სოციალური და მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას. თუ კონფლიქტური სიტუაციის მოგვარებას შეძლებთ, ოჯახში მშვიდობა და სიყვარული დაისადგურებს. დაძლიეთ სიამაყე და ეცადეთ, წყენა აპატიოთ. სასურველია სამკურნალო პროცედურების ჩატარება.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

7 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge