1-ელი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ერთმანეთის უსიტყვოდ გესმით, მაგრამ სასიყვარულო ურთიერთობებში მეტი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ. საქმეში წარმოქმნილი სირთულეების მიუხედავად, ვარსკვლავები გირჩევენ, ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ. წარმატების მიღწევაში, პირველ რიგში, კომუნიკაბელურობა, ადამიანების მოხიბვლის უნარი და ნდობის მოპოვება დაგეხმარებათ.
მალე თქვენი ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება — მოსალოდნელია შემოსავლის ახალი წყაროების გაჩენა ან წარმატებული ინვესტიციები, თუმცა, რისკისთვის მზად იყავით. სიფრთხილე გამოიჩინეთ მედიკამენტებთან და ალკოჰოლთან — არ არის გამორიცხული ინტოქსიკაცია. მეტი დრო დაუთმეთ საქმეებს, რომლებიც სიამოვნებას განიჭებთ.
კურო
შესაძლოა, ამ დღეს შეხვდეთ ადამიანს, რომელზეც მთელი ცხოვრება ოცნებობდით. სახლსა და პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მცირე უსიამოვნებები, თუმცა მათ ადვილად გაუმკლავდებით. შესაფერისი დროა სახელმწიფო უწყებებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის. თქვენი ენთუზიაზმი და პრაგმატულობა პარტნიორებს თანამშრომლობისკენ უბიძგებს.
მოულოდნელი შემოთავაზება შეიძლება ისეთი მოგებიანი არ აღმოჩნდეს, როგორც ჩანს. ინიციატივის გამოჩენის ნუ შეგეშინდებათ — ხელსაყრელი დროა ხელფასის მომატებაზე ან ახალ სამსახურზე მოსალაპარაკებლად. დღის მეორე ნახევარში იუპიტერის მფარველობა ენერგიითა და სასიცოცხლო ძალებით აგავსებთ. შეეცადეთ, რომ ეს შესაძლებლობა სასარგებლოდ გამოიყენოთ.
ტყუპები
შეეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას უარყოფითი ემოციები მოთოკოთ და ყურადღება სასიამოვნო თემებზე გაამახვილოთ. თუ ყოველდღიური საქმეებისგან დაიღალეთ, მალე დასვენებას შეძლებთ. ბავშვებთან ურთიერთობა სიხარულს და სიამოვნებას მოგანიჭებთ და უსიამოვნებების დავიწყებაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა იოგას დაწყებისა და ახალი უნარების ასათვისებლად.
ახალი იდეები ბიზნესის განვითარებასა და შემოსავლებზე დადებითად აისახება. ეცადეთ, ყოველდღიური მენიუ ახალი ბოსტნეულითა და მწვანილით გაამდიდროთ, ტკბილეულსა და ცომეულზე კი უარი უნდა თქვა - ზედმეტი კალორიები თქვენს ფიგურას ავნებს.
კირჩხიბი
ურთიერთობებში ისევ პრობლემებია? ბედი შანსს გაძლევთ, შეცდომები გამოასწოროთ. გაუთვალისწინებელი ცვლილებები გელით. მზად იყავით ახალ გარემოებებთან შესაგუებლად და სიმშვიდე შეინარჩუნეთ. გამორიცხული არ არის, რომ სამსახურში ლიდერის როლის აღება მოგიწიოთ. გირჩევთ, რომ ახალი საქმეების დაწყებამდე ძველი პროექტები დაასრულოთ.
არახელსაყრელი დღეა მატერიალური საკითხების მოგვარებისთვის. განსაკუთრებით უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას მოერიდეთ. მავნე ჩვევები დაივიწყეთ — მათ, ვინც ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევს, ჯანმრთელობის პრობლემები არ ემუქრება.
ლომი
უსმინეთ გრძნობებს და არა გონებას — ისინი თქვენი პრობლემიდან მოულოდნელ გამოსავალს დაგანახვებენ. თუ საყვარელ ადამიანს საკუთრებად მიიჩნევთ და ასეთ დამოკიდებულებას არ შეცვლით, შესაძლოა მარტო დარჩეთ.
მოერიდეთ დაპირისპირებას ხელმძღვანელობასა და კოლეგებთან, მაგრამ ამავე დროს სიმტკიცე, მიზანდასახულობა და შეუპოვრობა გამოიჩინოთ. შესაძლოა, ზოგი საქმის რამდენჯერმე თავიდან დაწყება მოგიწიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მიზნის მისაღწევად ინტერნეტი გამოიყენოთ — იქ თანამოაზრეებსა და ახალ იდეებს იპოვით. შესაძლოა, მალე საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. სანამ რამეს გადაწყვეტთ, რჩევა ოჯახის წევრებს და გამოცდილ კოლეგებს სთხოვეთ.
ქალწული
გახსოვდეთ, რომ სახლში სისუფთავე და წესრიგი ოჯახში მშვიდობის და კეთილდღეობის საფუძველია. ჯერჯერობით, სამსახურში დამატებითი ვალდებულებების აღებას მოერიდეთ — ზოგჯერ გადაჭარბებულ აქტიურობას უმოქმედობა ჯობია. მოვლენათა ორომტრიალში სწრაფი რეაქცია და კარგი ორიენტაციის უნარი ძალიან გამოგადგებათ. თუ ამასთანავე აქტიური და თავდაჯერებული იქნებით, ბევრს მიაღწევთ!
მელანქოლიის ხანმოკლე შემოტევებს ნუ აჰყვებით. სევდიანმა განწყობამ ჩანაფიქრის განხორციელებასა და ახლობლებთან ურთიერთობაში ხელი არ უნდა შეგიშალოთ.
სასწორი
გამოხატეთ მზადყოფნა ახლობლების დასახმარებლად — ამით ოჯახში თბილ და მეგობრულ ატმოსფეროს შექმნით. შესაძლოა, გაჩნდეს წინააღმდეგობები, რომელთა მოგვარებაც ადვილი არ იქნება. ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ, განსაკუთრებით - ურთიერთობების სფეროში. გაუგებრობა მანამდე უნდა მოაგვაროთ, სანამ უფრო სერიოზულ პრობლემად იქცევა. გულწრფელი საუბარი სიტუაციის გარკვევაში დაგეხმარებათ.
გაუთვალისწინებელი შემოსავლის მიღებისას, პირველ რიგში, ვალები დაფარეთ. ოჯახის უფროსი წევრის რჩევა ძველი პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. ახლა არსებული თანხებით რისკზე წასვლა უგუნურებაა. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამ პერიოდში გაკეთებული ინვესტიციები წარუმატებელი იქნება.
მორიელი
შემთხვევითმა შეხვედრამ შეიძლება ძველი სიყვარული გაგახსენოთ და სული აგიფორიაქოთ. თბილი სიტყვები უთხარით და საჩუქრებით გაახარეთ ის ადამიანები, ვინც თქვენთვის ძვირფასია — ახლა ახლობლებს თქვენი ყურადღება სჭირდებათ.
შესაძლოა, რამდენიმე საპასუხისმგებლო პროექტის დაწყება მოინდომოთ. ასეთი აქტიურობის შედეგი სავარაუდოდ, კარიერული წინსვლა და ხელფასის ზრდა იქნება. წარმატებული დღეა დამატებითი დივიდენდების მისაღებად. ამ დღეს ცნობისმოყვარეობა, თანმიმდევრულობა და ინტელექტუალური შესაძლებლობები ძალიან გამოგადგებათ. თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება ორგანიზმს ზიანი მიაყენოს. განსაკუთრებით ალკოჰოლს ერიდეთ.
მშვილდოსანი
შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ გაცივდა, თუმცა ცდებით — უბრალოდ, ბევრი პრობლემა დაუგროვდა და თქვენთვის ვეღარ იცლის. თუ ემოციები „გახრჩობთ“, ძველ მეგობრებს შეხვდით, რომლებიც მოგისმენენ და დაგამშვიდებენ.
დღის მეორე ნახევარში მოვლენები არათანმიმდევრულად ვითარდება, ყურადღების მოკრებას ცდილობთ, მაგრამ ყოველთვის არ გამოგდით. ფულთან სიფრთხილე გმართებთ — ახლო მომავალში გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით, ამიტომ შოპინგი რამდენიმე დღით უნდა გადადოთ. საღამოს მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები, ამიტომ მჟავე და ცხარე კერძების მიღებას უნდა მოერიდოთ.
თხის რქა
შესანიშნავი გემოვნება გაქვთ და ზუსტად იცით, უკეთესობისკენ როგორ შეიცვალოთ. მოსალოდნელია უფროს ნათესავებთან კონფლიქტი — გირჩევთ უხეშობისა და უპატივცემულობის გამოვლენას მოერიდოთ. ამ დღეს ემოციური ფონი და შრომისუნარიანობა ოდნავ მცირდება, ამიტომ გირჩევთ, დროებით შეჩერდეთ და მნიშვნელოვანი საქმეები არ დაიწყოთ.
შესაძლოა, კოლეგების ან ხელმძღვანელობის მხრიდან უსამართლო დამოკიდებულება იგრძნოთ, მაგრამ ეცადეთ მოთმინება და გამძლეობა გამოიჩინოთ. ამ დღეს მერკურის გავლენა სუსტია, ფინანსური მომავალი კი გაურკვეველი. გამორიცხული არ არის, რომ დღის მეორე ნახევარში მნიშვნელოვანი ცნობები მიიღოთ.
მერწყული
ყურადღებას ნუ მიაქცევთ ჭორებს, რომლებიც შეიძლება პარტნიორის შესახებ გაიგოთ, თუმცა, გულახდილი საუბარი მაინც არ იქნება ურიგო, რადგან სჯობს პრობლემაზე ისაუბროთ, ვიდრე მას გაექცეთ. ფრთხილად იყავით დაპირებების გაცემისას ან ისეთ საქმეებში, რომლებიც გრძელვადიანი პროექტების გაფორმებას ეხება. მალე ძირითად შემოსავალთან ერთად შეიძლება დამატებითიც გაჩნდეს, ამიტომ ფინანსური პრობლემები არ გემუქრებათ.
ბოლო დროს ჯანმრთელობა პრობლემებს არ გიქმნიდათ, თუმცა ახლა სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. თვითმკურნალობას მოერიდეთ — სჯობს უარყოფითი სიმპტომების გაჩენისთანავე ექიმს გაესინჯოთ.
თევზები
გრძნობებს გულში ნუ ჩაიკლავთ, სიყვარულს გამოხატვის საშუალება მიეცით. ამ დღეს შეიძლება ნათესავების დახმარება დაგჭირდეთ და თხოვნა არ მოგერიდოთ. ამ დღის დევიზი ზომიერება უნდა გახდეს და ეს ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. გახსოვდეთ, რომ პროფესიული საიდუმლოებები არავის, მით უმეტეს, ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს არ უნდა გაუზიაროთ.
შესაფერისი დღეა გარდერობის განახლებისთვის — თქვენი არჩევანი წარმატებული იქნება. დაიწყეთ ვარჯიში — მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა თქვენთვის სასარგებლო იქნება, მეტაბოლიზმს დააჩქარებს და იმუნიტეტს გააძლიერებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან