26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
22:50 შაბ. 25 აპრილი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 აპრილს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელს დღეს სხვებისგან განსაკუთრებული გამჭრიახობა და ნებისყოფა გამოარჩევს. დილიდან სულიერი ძალებისა და ენერგიის მოზღვავებას გრძნობთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უფრო ჰარმონიული და სტაბილური გახდება, არ არის გამორიცხული, ნანატრი წინადადებაც კი მიიღოთ.
შესაძლოა გამოსავალი ისეთ სიტუაციებშიც კი იპოვოთ, რომლებიც აქამდე უიმედოდ გეჩვენებოდათ. გირჩევთ სამუშაო დღე წინასწარ დაგეგმოთ, რომ ზედმეტი ალიაქოთი და სტრესი აირიდოთ. გავლენიანი მფარველის წყალობით, მალე ფინანსური მდგომარეობა გაუმჯობესდება.
კურო
წარსულის წყენას ნუ მისცემთ უფლებას, რომ დღევანდელი დღე გაგიფუჭოთ. ყურადღება აწმყოზე გადაიტანეთ და პარტნიორთან ერთად ახალი, ბედნიერი მოგონებები შექმენით. შესაძლოა ოჯახის რომელიმე წევრის გადაწყვეტილებამ აგანერვიულოთ, თუმცა იდეის დაწუნებას ნუ იჩქარებთ.
შესანიშნავი დღეა კონკურენტებთან საბრძოლველად — ამ ბრძოლაში გამარჯვება თქვენ დაგრჩებათ. საინტერესო პროექტებში ინვესტიციის ჩადებამ შესაძლოა სასიამოვნო სიურპრიზები მოგიტანოთ. ამ დღეს თქვენს მენიუში ხილი და ბოსტნეული აუცილებლად უნდა იყოს, ცოტაოდენი ტკბილეულიც არ გაწყენდათ — ორგანიზმი ნახშირწყლების საჭიროებას გრძნობს.
ტყუპები
სამსახურებრივი რომანი დიდ სიამოვნებას გპირდებათ, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ მან შეიძლება თქვენს კარიერას წერტილი დაუსვას. ამ დღეს თქვენს ამაღლებულ განწყობას ვერაფერი გააფუჭებს. სამსახურში ზედმეტი ინიციატივების გამოჩენისგან თავი შეიკავეთ — ამან შეიძლება უკუშედეგი გამოიღოს.
ახალ დავალებას ნუ დათანხმებით - ეს ამოცანა შეიძლება თქვენთვის დაუძლეველი იყოს. ენდეთ ინტუიციას, შინაგანი ხმა მიზნისკენ წაგიყვანთ. მოერიდეთ ძალისმიერ სპორტს, რადგან ტრავმებისა და დაჭიმულობის რისკი არსებობს. ამ დღეს აერობიკა ან სუნთქვითი ვარჯიშები გაცილებით სასარგებლო იქნება. შეიძლება ინტერნეტში საინტერესო თანამოსაუბრე აღმოაჩინოთ და მასთან ვირტუალური ურთიერთობა გააბათ.
კირჩხიბი
ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ შემთხვევითი ნაცნობობა შეიძლება დიდ გრძნობაში გადაიზარდოს, თუმცა მისი მომავალი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. გირჩევთ დღის მეორე ნახევარი საოჯახო და საყოფაცხოვრებო საქმეებს დაუთმოთ, მაგალითად, რემონტი დაიწყოთ ან ავეჯი გადააადგილოთ. შესაძლოა ვიღაცამ თქვენი გამოცდა გადაწყვიტოს. წარმატება რომ შეინარჩუნოთ, თქვენი გამარჯვების საზღვრები მკაფიოდ განსაზღვრეთ და წვრილმანებს ყურადღება არ მიაქციოთ.
გაუფრთხილდით ღვიძლს. პრობლემების თავიდან ასაცილებლად მენიუდან მარილიანი, ზედმეტად ცხიმიანი, შემწვარი საკვები და ალკოჰოლი ამოიღეთ. დატვირთული კვირის შემდეგ უფლება გაქვთ საკუთარ თავს ასიამოვნოთ და მეგობრებთან ერთად ხმაურიან წვეულებაზე გაერთოთ.
ლომი
ახალი ნაცნობობა და საინტერესო ადამიანთან ურთიერთობა დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ. გირჩევთ, სტუმრების მისაღებად მოემზადოთ — ჰოროსკოპი სულიერად ახლობელ ადამიანებთან ერთად სასიამოვნო საღამოს გპირდებათ. თუ გაიგეთ, რომ თქვენს ზურგს უკან ინტრიგებს ხლართავენ, უბრალოდ გვერდით გადექით — ეს თქვენი გარემოცვის უღირსი ადამიანების სინდისზე დარჩეს.
ფიგურის კორექციისთვის ვარჯიშების დასაწყებად ხელსაყრელი დროა. მოსალოდნელია განწყობის მკვეთრი ცვლილება — აპათიიდან უსაფუძვლო აღტაცებამდე. დროა, თქვენი ცხოვრების მთავარ ადამიანს საკუთარი გრძნობების შესახებ უამბოთ.
ქალწული
შთაბეჭდილებებითა და სასიცოცხლო ძალებით სავსე ხართ — ეს იდეალური დღეა სასიყვარულო შეხვედრებისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნათესავების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინოთ და ოჯახური კავშირები განამტკიცოთ.
ერიდეთ პირფერ ადამიანებს, რომლებიც ზურგს უკან თქვენზე ჭორაობენ. წარმატების მისაღწევად საუკეთესო გზა შრომისმოყვარეობა და საკუთარი თავის ერთგულებაა. მიზანდასახულობა ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევაში დაგეხმარებათ. გახსოვდეთ, რომ დაბრკოლებები დაძლევადია, პრობლემები — დროებითი. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სესხის აღებას მოერიდოთ და სასურველი ნივთის შესაძენად ფულის დაგროვება დაიწყოთ.
სასწორი
თუ მარტოხელა ხართ, ამ დღის ენერგია სულიერად მონათესავე ადამიანის ძიებისკენ გიბიძგებთ. პლანეტების განლაგება სტაბილურობის პერიოდს გპირდებათ. რუტინულ საქმეებს თავს შესანიშნავად გაართმევთ, თუმცა რთული ამოცანების გადაჭრა გაგიჭირდებათ და დახმარებას კოლეგებს სთხოვთ. ინტუიცია გკარნახობთ, რომ ჩანაფიქრს აუცილებლად განახორციელებთ.
შესაძლოა გადაღლამ თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედოს, ამიტომ ეცადეთ თანამოაზრეების წრეში მეტი დრო გაატაროთ — მათთან საუბარი დიდ სარგებელს მოგიტანთ.
მორიელი
ბოლო დროს მთელი ყურადღება სამსახურისკენ გქონდათ გადატანილი და ოჯახისთვის ვერ იცლიდით, დროა დანაკლისი აანაზღაუროთ! პლანეტების განლაგება ახლობლებთან ურთიერთობაში გარკვეულ დაძაბულობას ქმნის, ამიტომ ეცადეთ მტკივნეულ თემებზე საუბარს მოერიდოთ.
ამ დღეს დაწყებული ყველა პროექტი კარგად განვითარდება და სასურველ შედეგს გამოიღებს. სამსახურში მოსალოდნელია აზრთა სხვადასხვაობა, ეცადეთ საკუთარი აზრი თავზე არავის მოახვიოთ. სტრესის თავიდან ასაცილებლად ეცადეთ, არ გადაიღალოთ და არ დაივიწყოთ დასვენება ბუნებაში, მაშინაც თუ ამინდი ხელს არ გიწყობთ.
მშვილდოსანი
ეცადეთ, ერთმანეთთან მართლები იყოთ — ღია დიალოგი ნდობას განამტკიცებს და თქვენს კავშირს უფრო გააძლიერებს. ხელიდან ნუ გაუშვებთ შანსს, რომ დრო ოჯახთან ერთად გაატაროთ, თუნდაც ეს უბრალო ვახშამი იყოს.
შესაძლოა ხელმძღვანელმა საპასუხისმგებლო დავალება მოგცეთ. ეცადეთ სამუშაო დღე წინასწარ დაგეგმოთ, სხვა შემთხვევაში ვალდებულებებთან გამკლავება გაგიჭირდებათ. ამ დღეს თქვენი ქარიზმა და მიზნის მიღწევის ნიჭი გაძლიერდება. თუმცა, საქმიანმა ალღომ შესაძლოა გიმტყუნოთ. მსხვილი შენაძენები მომავალი კვირისთვის გადადეთ — ამ დღეს შეძენილმა შეიძლება იმედი გაგიცრუოთ.
გახსოვდეთ, რომ მცირე ფიზიკური დატვირთვა ენდორფინების გამოყოფას ხელს უწყობს და ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა. გირჩევთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა მინიმუმამდე შეამციროთ.
თხის რქა
სიმშვიდე შეინარჩუნეთ, ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც გეჩვენებათ, თუმცა ეცადეთ თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის შექმნილი უთანხმოება დროულად მოაგვაროთ. ვიღაც ეცდება მცდარი ინფორმაციით თავგზა აგიბნიოთ, ამიტომ ფრთხილად იყავით, რომ შეცდომა არ დაუშვათ. ხელსაყრელი დროა დროა უნარების გაუმჯობესებისა და საქმიანი შეხვედრებისთვის.
თქვენი კავშირების გამოყენებას მატერიალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად ან სტატუსის გასამყარებლად შეძლებთ. თუ თავს სუსტად გრძნობთ დასვენების დღე ან ხანმოკლე შვებულება აიღეთ, რომ ძალები აღიდგინოთ.
მერწყული
ახლად დაწყებული ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადაყვანას ნუ იჩქარებთ. ეცადეთ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალური პრობლემები დაინახოთ. თუ ვინმესთან ნაჩხუბარი ხართ, ახლა შერიგებისთვის საუკეთესო დროა. რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთებას ნუ ეცდებით, ყველაზე მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საქმეები აირჩიეთ და მათი განხორციელება დაიწყეთ.
ქონების დაგროვების პარალელურად, სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხები არ დაივიწყოთ და დროის სწორად გადანაწილება ისწავლეთ. დაღლილობის მოსახსნელად აბანო და მასაჟი საუკეთესო საშუალებაა.
თევზები
გეჩვენებათ, რომ უფსკრულის პირას ხართ და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტა სჯობს, მაგრამ ეს მცდარი შეხედულებაა. ურთიერთობის გაწყვეტის ნაცვლად, სჯობს მისთვის საჩუქრის ყიდვაზე იფიქროთ — მით უფრო, თუ დიდი ხანია მის მიმართ ყურადღება არ გამოგიჩენიათ.
სამსახურში თქვენს ლიდერულ თვისებებს ყველა აღიარებს, ამიტომ ხელმძღვანელობის საკუთარ თავზე აღება ნუ მოგერიდებათ. თუ რომელიმე საკითხზე დიდხანს ფიქრობთ, გამძაფრებული ინტუიციის წყალობით, დღეს სწორ გამოსავალს იპოვით. ფრთხილად იყავით — რაც შეიძლება მეტის და რაც შეიძლება სწრაფად კეთების სურვილმა შეიძლება ბევრი შეცდომა და იმედგაცრუება გამოიწვიოს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან