დღის ჰოროსკოპი

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:08 ორშ. 20 აპრილი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თუ მარტოხელა ხართ, გვერდზე გადადეთ შიში და ეჭვები, რადგან პირადი ცხოვრების მოსაწყობად მსგავსი შანსი აღარ გექნებათ! წინ დიდი ცვლილებები გელით, რაც ძირითადად თქვენს მატერიალურ მდგომარეობას ეხება. შეეცადეთ, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის გარკვეული თანხა გადაინახოთ.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საქმეში საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ — თუ ისეთ საქმეს შეეჭიდებით, რაც არ იცით, მხოლოდ დაიღლებით და სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ. მეგობართან ფინანსური ურთიერთობის დაწყებას მოერიდეთ, თორემ შეიძლება ვერც ფული იშოვოთ და მეგობარიც დაკარგოთ. დილის ვარჯიშს ნუ დაივიწყებთ და ეცადეთ წესად აქციოთ — თქვენს ორგანიზმს მეტი მოძრაობა სჭირდება.

კურო

გრძნობების გამოხატვა და პარტნიორისთვის აზრების გაზიარება ნუ დაგავიწყდებათ. გაარკვიეთ, რა აწუხებს თქვენს მეორე ნახევარს — ვარსკვლავები გირჩევენ, ახლობელი ადამიანების მიმართ მეტი სითბო და გულწრფელობა გამოიჩინოთ. ძველი საქმეების დასრულებამდე ახალ პროექტებს ნუ დაიწყებთ, თუნდაც ხელმძღვანელობისგან ზეწოლას გრძნობდეთ.

ამ დღეს პლანეტები ქონებრივ და ფინანსურ საკითხებზე გავლენას ახდენენ, ამიტომ ყურადღება მატერიალურ სფეროზე გადაიტანეთ. საღამოს მოდურ მაღაზიებს მოერიდეთ, თორემ საფულეს მთლიანად დააცარიელებთ.

ტყუპები

მეგობრობა სიყვარულში ნუ აგერევათ — ამ შეცდომამ შეიძლება დეპრესიამდე მიგიყვანოთ.

შეიძლება საქმეებში ისე ჩაეფლოთ, რომ მომგებიანი კომერციული შეთავაზება გამოგეპაროთ. ინტუიციას ენდეთ, ის სწორ გზას დაგანახვებთ. საკუთარ განწყობაზე ეკონომიას ნუ გასწევთ. თუ რუტინამ დაგღალათ, ეცადეთ ცოტა გაერთოთ, თუნდაც ამისთვის ფულის დახარჯვა მოგიწიოთ.

მათ, ვისაც თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ, შესაძლოა სიმპტომები გაუმწვავდეთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ.

კირჩხიბი

თუ გსურთ, რომ პირად ცხოვრებაში ჰარმონია შეინარჩუნოთ, სხვისი სიტყვების გამო საყვარელ ადამიანზე აზრს ნუ შეიცვლით. ეცადეთ, ეს დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ, მტკივნეული თემები განიხილოთ და მომავალი შვებულება დაგეგმოთ. ვიღაც ვალს ან ვალდებულებებს შეგახსენებთ, ამიტომ ეცადეთ, პირობა დროულად შეასრულოთ.

ამ დღის დევიზია ურთიერთობა და სულიერი წონასწორობა. კომერციულ სფეროში მომუშავეებს შეიძლება ხანმოკლე ფინანსური სირთულეები შეექმნათ. თავი დაიცავით ნეგატიური ემოციებისგან — თუ მომავალს მხოლოდ შავ ფერებში ხედავთ, სასწრაფოდ აზროვნების წესი შეცვალეთ! სასურველია საღამოს საათები საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებას დაუთმოთ.

ლომი

გარშემომყოფებმა შეიძლება თქვენი არჩევანი გაკიცხონ, მაგრამ სჯობს, მაინც საკუთარი გულის კარნახით იმოქმედოთ. ოჯახური გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღეთ — დღეს სხვისი რჩევა შეიძლება მცდარი აღმოჩნდეს.

ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება ჩანაფიქრის განხორციელების საშუალებას მოგცემთ. ამ დღეს ზედმეტმა გულახდილობამ შეიძლება ძალიან დაგაზიანოთ. არ ღირს მკურნალობა ხალხური საშუალებებით. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, აუცილებლად ექიმს მიმართეთ.

ქალწული

ამ დღეს საყვარელი ადამიანი სასიამოვნო სიურპრიზს მოგიწყობთ. იუპიტერისა და ვენერას განლაგება თქვენი რომანტიკული ურთიერთობის წარმატებულ განვითარებაზე მიანიშნებს. შესაძლოა, ახლობლების პრობლემების საკუთარ თავზე აღება მოგიწიოთ — თქვენ ერთადერთი ხართ, ვისაც მათი დახმარება შეუძლია.

სამსახურში მოსალოდნელია მცირე უსიამოვნება, თუმცა მალე გამოჩნდება ადამიანი, რომელიც მის მოგვარებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ საკუთარ პრინციპებს არავითარ შემთხვევაში არ უნდა უღალატოთ. ეს დღე ხელსაყრელია კომერციული ოპერაციებისა და ხელშეკრულებების გაფორმებისთვის. მერკურის გავლენით დასახულ მიზნებს მიაღწევთ. პლანეტები ენერგიის მოზღვავებას გპირდებიან, რაც გეგმების განხორციელების საშუალებას მოგცემთ.

სასწორი

ამ დღეს განსაკუთრებით მომხიბვლელი იქნებით, ამიტომ შეიძლება ყურადღების ცენტრში მოხვდეთ. საყვარელ ადამიანთან საუბარი სიხარულს მოგიტანთ. მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომელიც მომავალში სასარგებლო კავშირად იქცევა.

შესაძლოა ახლობლებთან მცირე უთანხმოება მოგივიდეთ — გირჩევთ მოთმინება გამოიჩინოთ და კომპრომისზე წახვიდეთ. ახალ წამოწყებებში მხარს ყველაზე ერთგული მეგობრები დაგიჭერენ, დანარჩენებს კი ჯობია საკუთარი გეგმები არ გაუმხილოთ. სხვა ადამიანების კონფლიქტში ჩარევას ერიდეთ, თორემ ყველაფერი თქვენ დაგბრალდებათ.

მორიელი

შესაძლოა, ფარული თაყვანისმცემელი გამოგიჩნდეთ. მართალია, ის გრძნობების გამჟღავნებას ჯერ ვერ ბედავს, მაგრამ მისი ამოცნობა არ გაგიჭირდებათ. უახლოეს დღეებში შეიძლება ფინანსური პრობლემები შეგექმნათ, ამიტომ ძვირად ღირებულ ნივთებს მეორე ნახევართან შეთანხმების გარეშე ნუ იყიდით.

მოვლენებით დატვირთული დღეა, ამიტომ სჯობს რთული ამოცანების გადაჭრა სამომავლოდ გადადოთ და დღეს მხოლოდ რუტინული საქმეებით შემოიფარგლოთ. მოერიდეთ მაღაზიებსა და სავაჭრო ცენტრებს — დღეს შეძენილი ნივთები იმედებს გაგიცრუებთ.

მშვილდოსანი

პირად ცხოვრებაში მოვლენები ისე არ ვითარდება, როგორც თქვენ გსურთ, თუმცა შეგიძლიათ მოქმედების მიმართულება შეცვალოთ და წარმატებას ასე მიაღწიოთ. ეს დღე სავსეა შემოქმედებითი იდეებით, რომელთა განხორციელებაც პარტნიორთან ერთად შეგიძლიათ.

გაუფრთხილდით ავტორიტეტს და გახსოვდეთ, რომ სამსახურებრივმა რომანმა შეიძლება თქვენი კარიერა დაასამაროს. შესაძლოა, მომავლის მიმართ გარკვეულ შფოთვას გრძნობთ, თუმცა თქვენს ფინანსურ და სოციალურ მდგრადობას არაფერი ემუქრება. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთმა შეიძლება თქვენი რბილი ხასიათი სისუსტედ აღიქვას.

თხის რქა

მცირე გაუგებრობის გამო ადამიანებზე აზრის შეცვლას ან საკუთარი პრინციპების დათმობას ნუ იჩქარებთ. საყვარელ ადამიანთან მოსალოდნელია კამათი. ამის მიზეზი შეიძლება გაუთვალისწინებელი ხარჯები ან ბავშვების აღზრდა გახდეს. სავარაუდოდ, ბოლო დროს ძალიან დაკავებული იყავით და ბევრი სათქმელი დაგიგროვდათ. საკუთარ საიდუმლოებს ნაკლებად ნაცნობ ადამიანებს ნუ გაანდობთ — მათ შეიძლება თქვენზე ჭორები გაავრცელონ.

კარგი იქნება, თუ ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქგარეთ, ბუნებაში გაისეირნებთ. თუ დიდი ხანია სამედიცინო გამოკვლევას გეგმავთ, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა.

მერწყული

გინდათ, გარისკოთ და ძველი ურთიერთობა აღადგინოთ? შეგიძლიათ საკუთარი ბედნიერებისთვის იბრძოლოთ, მთავარია ძველი შეცდომები არ გაიმეოროთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სამსახურში მეტი იაქტიუროთ და პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ. ხელსაყრელი დროა სწავლის, ინფორმაციის მოძიებისა და შეხვედრებისთვის.

ვალის დაბრუნებას ნუ იჩქარებთ — გადანახული თანხა შეიძლება მოულოდნელად დაგჭირდეთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ელექტროხელსაწყოებთან მუშაობისას. ალერგიულ ადამიანებს ვურჩევთ, რომ ეგზოტიკურ საკვებს მოერიდონ.

თევზები

სიყვარულში ეცადეთ კომპრომისი იპოვოთ. ლიდერობა კარგია, მაგრამ დღეს ამ ამბიციაზე უარის თქმა მოგიწევთ. დროა, ოჯახის წევრებთან ერთად შვებულების ან დიდი შენაძენის საკითხი განიხილოთ. პრობლემის თავიდან ასაცილებლად, ამ დღეს კრედიტს ნუ აიღებთ. თუ ფულის სესხება დაგჭირდათ, ბანკში ვიზიტი ერთი დღით გადადეთ.

ინტენსიურმა ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება ხერხემლის პრობლემები გამოიწვიოს, ამიტომ მასაჟი და ვარჯიში არ დაივიწყოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge