დღის ჰოროსკოპი

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 სამ. 21 აპრილი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

საკმარისია რამე ინატროთ, რომ პარტნიორი უკვე თქვენი სურვილის ასრულებას ჩქარობს. დადგა დრო, როლები გაცვალოთ! ეცადეთ, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან მეტი დრო გაატაროთ. მათი მხარდაჭერა ნებისმიერი სირთულის გადალახვაში დაგეხმარებათ.

რამდენიმე საქმეს ერთდროულად ნუ შეეჭიდებით – დიდია ალბათობა, რომ ბოლომდე ვერცერთი მიიყვანოთ. ამ დღეს ინტუიცია არ გწყალობთ, ამიტომ რთული გადაწყვეტილებების მიღებას ან საბოლოო დასკვნების მიღებას ნუ იჩქარებთ. საკუთარ თავს ნება მიეცით, რომ ცოტა დიდხანს იძინოთ და დღის განრიგში მსუბუქი ფიზიკური ან კარდიო ვარჯიშები დაამატეთ.

კურო

თუ გრძნობები გაცივდა, დაფიქრდით, აქვს თუ არა აზრი ამ ურთიერთობის გაგრძელებას? მოსალოდნელია უსიამოვნო სიახლე, რომელმაც შეიძლება წონასწორობიდან გამოგიყვანოთ და სტრესის მიზეზიც გახდეს. რასაც უნდა გეგმავდნენ კონკურენტები თქვენს ზურგს უკან, ნებისმიერი სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვალთ.

მოსალოდნელია შეხვედრა საინტერესო ადამიანთან, რომელიც თქვენს ბედზე გავლენას მოახდენს. კარგი იქნება, თუ მაღაზიებში გაივლით და ინტერიერის განახლებისთვის მოსაპირკეთებელ მასალებს დაათვალიერებთ. მოერიდეთ სტრესს, რადგან შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა თავი იჩინოს.

ტყუპები

წინ მოვლენებით დატვირთული პერიოდი, საინტერესო შეხვედრები და ახალი ნაცნობობა გელით. შესაძლოა, გარშემომყოფების გადაჭარბებულმა ყურადღებამ ისე დაგღალოთ, რომ ურთიერთობები შეზღუდოთ და სახლში ჩაიკეტოთ. ბოლოდროინდელი ხარჯების გამო შესაძლოა, წყვილებში უთანხმოება წარმოიშვას. სიტუაცია რომ არ დაიძაბოს, ეცადეთ იუმორი დაიხმაროთ.

სამსახურში საინტერესო შეთავაზებები ან პერსპექტიული თანამშრომლობა გელით. არ ღირს ენერგიის დახარჯვა საქმეზე, რომელსაც მომავალი არ აქვს. ვარსკვლავები გირჩევენ, ცოტა ხანი აქტიურობას მოერიდოთ და გარკვეული დროის განმავლობაში პასიური პოზიცია შეინარჩუნოთ.

კირჩხიბი

მოემზადეთ იმისთვის, რომ პრინციპულ საკითხში პარტნიორი არ დაგითმობთ. პირიქით, მისი მოთხოვნები ძალიან იზრდება, რაც გაღიზიანებთ. ამ დღეს საზრუნავს უმცროსი ნათესავებიც მოგიმატებენ. გარდა ამისა, საოჯახო საბჭოზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება თქვენ მოგიწევთ. ამ დღეს აქტიურობა სირთულეების და მოულოდნელი სიტუაციების დაძლევაში დაგეხმარებათ.

მეგობრების ან ნაცნობების დახმარებით შეიძლება დაუგეგმავი შემოსავალი მიიღოთ. სამედიცინო გამოკვლევა სხვა დროისთვის გადადეთ, რადგან დღეს მცდარი დიაგნოზის რისკი არსებობს. ამ დღეს თქვენი ნიშნისთვის ოპერაციებიც არახელსაყრელია.

ლომი

პირად ცხოვრებაში სირთულეებია მოსალოდნელი, ამიტომ ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ და მცირე პრობლემა არ გააზვიადოთ. სავარაუდოდ, სირთულეებს თქვენი პრინციპულობა იწვევს და ეცადეთ, დათმობა ისწავლოთ.

ამ დღეს მნიშვნელოვან შეხვედრებს ნუ დაგეგმავთ. სასურველია, რომ ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ და დიდ გონებრივ დატვირთვას მოერიდეთ. ამის ნაცვლად, სჯობს, დრო შვილებს, შინაურ ცხოველებს ან ძველ მეგობრებს დაუთმოთ.

მთვარემ შესაძლოა კარიერული ამბიციები გაგიმძაფროთ ან ხელმძღვანელობასთან დაგაპირისპიროთ – შეცდომების თავიდან ასაცილებლად თვითკონტროლია საჭირო. ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

ქალწული

შემთხვევითი ნაცნობობა გაიძულებთ, საკუთარ თავზე წარმოდგენა შეიცვალოთ. მალე თქვენს ცხოვრებაში შეიძლება ახალი სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოს. მოსალოდნელია კონფლიქტი ასაკით უფროს ნათესავთან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კორექტული იყოთ, მაგრამ თქვენი პოზიცია მყარად დაიცვათ.

თუ სამუშაო პირობები არ გაკმაყოფილებთ, ხელმძღვანელობას საკუთარი მოთხოვნები წარუდგინეთ. შესაძლოა, წარსულის ნეგატიური გამოცდილება თქვენს აღქმაზე მოქმედებს. სასოწარკვეთას ნუ მიეცემით, თუნდაც გარემოებები თქვენ სასარგებლოდ არ აეწყოს – ამ დღის განწყობა პირდაპირ თქვენს ჯანმრთელობაზე აისახება. გირჩევთ, ურთიერთობაში საზღვრები დააწესოთ და წვრილმანებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ.

სასწორი

ზედმეტ დრამატიზებას და ხანგრძლივ კონფლიქტებს მოერიდეთ. თუ ოჯახი ახლახან შექმენით, სიფრთხილე გმართებთ – შესაძლოა, ერთმანეთზე ისეთი რამ გაიგოთ, რაც ურთიერთობას დააზიანებს. ახალი ნაცნობობა, ახალი შთაბეჭდილებები და საინტერესო მოგზაურობა – აი, საჭირო ენერგიას რა მოგანიჭებთ და ცხოვრების სიხარულს გაგრძნობინებთ.

ახალი საქმეები თამამად წამოიწყეთ – ვარსკვლავები წარმატებას გიწინასწარმეტყველებენ. აკეთეთ ის, რაც ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ, ოღონდ კანონისა და მორალის ფარგლებში. ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში, პროფილაქტიკაზე იზრუნეთ – ეს ბევრად უკეთესია, ვიდრე შემდგომი მკურნალობა.

მორიელი

შესაძლოა, დილა უსიამოვნო სიახლით და ემოციური დაძაბულობით დაიწყოს, თუმცა შუადღემდე ვითარება შეიცვლება — საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებული დრო ორივეს დადებითი ენერგიით და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით აგავსებთ.

შესაძლოა, შურიანი ადამიანის მცდელობით თქვენი დიდი ხნის გეგმები ჩაიშალოს, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ და ჩანაფიქრის შესახებ ნურავის უამბობთ. კარგი დღეა ფინანსური ოპერაციებისა და ინვესტიციებისთვის. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, განსაკუთრებით გულსა და თვალებს. ეცადეთ დროულად დაწვეთ დასაძინებლად და ძილის წინ კითხვას მოერიდეთ.

მშვილდოსანი

მარტოხელა მშვილდოსნებმა სიყვარულის ძებნა ცოტა ხნით უნდა შეწყვიტონ — ახლა რომანტიკული თავგადასავლებისთვის არახელსაყრელი დროა, თუმცა თქვენი პოტენციალის გამოვლენის შანსი კიდევ გექნებათ! ეცადეთ, ოჯახის წევრები სასიამოვნო სიურპრიზით, მაგალითად, რესტორანში ან კინოში წაყვანით გაახაროთ – ახლა დადებითი ემოციები ძალიან გჭირდებათ.

საქმიან წინადადებაზე უარს ნუ იტყვით – ის მოულოდნელ სარგებელსა და უამრავ შთაბეჭდილებას მოგიტანთ. დიეტა და მოხდენილ ტანზე ზრუნვა სასიამოვნოა, მაგრამ ზედმეტად შეზღუდული მენიუ ყოველთვის სასარგებლო არ არის. დროდადრო შეგიძლიათ თავი გემრიელი სასუსნავებით გაანებივროთ.

თხის რქა

უახლოეს დღეებში პირად ცხოვრებაში მკვეთრი ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. ფრთხილად იყავით, რადგან შესაძლოა ახლობელ ადამიანთან კამათი მოგივიდეთ.

ფინანსური თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა – თქვენი ძალისხმევა ღირსეულად დაფასდება. შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის ან საკუთარი ბიზნესის შესახებ ახალი იდეები გაგიჩნდეთ. გახსოვდეთ, რომ საღამოს, სუფთა ჰაერზე სეირნობა ჯანმრთელობისთვის საუკეთესო წამალია, განსაკუთრებით ახლობელი ადამიანის თანხლებით.

მერწყული

თქვენი მომხიბვლელობა პიკზეა. გირჩევთ, ეს ენერგია ურთიერთობების მოსაგვარებლად ან ახალი ადამიანის მოსაზიდად გამოიყენოთ.

თუ გადაუდებელი საქმეები არ გაქვთ, დღევანდელი დღე დასვენებას დაუთმეთ. ამ დღეს სამსახურისა და პირადი ცხოვრების შეთავსება მხოლოდ პრობლემებს მოგიტანთ. მოსალოდნელია უცნაური და იდუმალი მოვლენები, რის გამოც შესაძლოა გეგმების შეცვლა ან საქმეების გადადება მოგიწიოთ. იფიქრეთ პოზიტიურად – ეს თქვენს ჯანმრთელობასა და შრომისუნარიანობაზე დადებითად აისახება.

თევზები

ეცადეთ, გატაცება ნამდვილ სიყვარულში არ აურიოთ. გახსოვდეთ, რომ ადამიანზე პირველი შთაბეჭდილებით ობიექტური წარმოდგენის შექმნა რთულია.

სამსახურში შეძლებთ დაასრულოთ საპასუხისმგებლო პროექტი, რომელზეც დიდხანს მუშაობდით. შემოქმედება შეიძლება არა მხოლოდ გატაცებად, არამედ შემოსავლის წყაროდაც იქცეს. შესაძლოა თქვენი სურვილები შესაძლებლობებს არ ემთხვევა, თუმცა იღბალი თქვენს მხარესაა და იმედი არ უნდა დაკარგოთ.

მოსალოდნელია ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ამიტომ თავს გაუფრთხილდით და ამ დღეს ფიზიკურ გადაღლას მოერიდეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge