დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

21:00 პარ. 13 დეკემბერი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღის ბევრი მოვლენა თქვენში ემოციების მოზღვავებას იწვევს, მაგრამ საყვარელ ადამიანებთან საუბარი ფსიქოლოგიური მდგომარეობის დაბალანსებაში დაგეხმარებათ. ენერგიით სავსე ხართ, ამიტომ კარგი იქნება, ის ფიზიკური შრომაში ან სპორტში დახარჯოთ. თუ ერთფეროვნებამ დაგღალათ, ეცადეთ, საკუთარი ცხოვრება სიახლეებით გაამრავალფეროვნოთ.

კურო

გირჩევთ, გარშემო მყოფებთან ურთიერთობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. დროა, მოინახულოთ ადამიანი, რომელიც დიდი ხანია, არ გინახავთ. გაატარეთ ეს დღე მათთან, ვინც გიყვართ და გენატრებათ. შესაფერისი დღეა სახლში სიახლეებისთვის. საღამოს ოჯახის რომელიღაც წევრის მოქმედებამ შეიძლება ძალიან გაგაღიზიანოთ და ემოციებს არ აჰყვეთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა ფიზიკური მუშაობისთვის. მისი დახმარებით ზედმეტი აგრესია გაქრება და თქვენი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მოწესრიგდება. შესაძლოა, დაწყებული საქმის დროულად დასრულებისთვის კოლეგების დახმარება დაგჭირდეთ. მთავარია, ვალის დაბრუნება არ დაივიწყოთ. შესაძლოა, გაიცნოთ ადამიანი, რომელიც სამყაროს სრულიად ახალ ფერებში დაგანახვებთ.

კირჩხიბი

ეს დღე სიახლეებისა და ექსპერიმენტებისთვის შეუფერებელია, ამიტომ გირჩევთ, ძველი ხერხებით მუშაობა განაგრძოთ. ამ გზით სასურველს უფრო სწრაფად და ნაკლები ძალისხმევით მიაღწევთ. ნუ ცდილობთ, რომ საკუთარი სიმართლე აგრესიულად დაამტკიცოთ - ასე ვერ გაიმარჯვებთ. უმჯობესია, თქვენი ენერგია სასარგებლო საქმეებისკენ მიმართოთ. სასურველია, კირჩხიბებმა ამ დღეს არტერიული წნევა აკონტროლონ.

ლომი

გართობა და წვეულებები უნდა დაივიწყოთ და ეს დღე მთლიანად მუშაობას დაუთმოთ. მშვიდი გარემო დაგეხმარებათ, რომ მთელი ყურადღება სამუშაოზე გადაიტანოთ და არ იფიქროთ იმაზე, თუ როგორ გამოიყურებით. ეს დღე შესანიშნავად ჩაივლის, თუ ყველაფერში ზომიერებას დაიცავთ.

ქალწული

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია გამოცდა, რომელსაც აუცილებლად უნდა გაუძლოთ. ნუ ეცდებით საკუთარი პრობლემების სხვებზე გადაბრალებას. თქვენი ცხოვრება მხოლოდ თქვენს ხელშია. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და საქმიანი შეხვედრებისთვის.

სასწორი

ეს დღე უფრო შესაფერისია ფიზიკური დატვირთვისთვის, ვიდრე ინტელექტუალური საქმიანობისთვის. ეცადეთ, მძიმე ფიქრებისგან გათავისუფლდეთ და ყველაფერში, რაც თქვენ გარშემო ხდება, პოზიტიური ნოტები დაინახოთ. გირჩევთ, წვრილმანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ, თუნდაც თქვენთვის უმნიშვნელო იყოს. შეყვარებულ სასწორებს რომანტიკული სიურპრიზები ელით.

მორიელი

ნაყოფიერი დღეა. ეს არა მხოლოდ პროფესიულ საქმიანობას, არამედ პირად ცხოვრებასაც ეხება. მარტოხელა მორიელი საინტერესო ადამიანს შეხვდება. ახლა მთავარია ინიციატივის გამოჩენა. მომატებული ემოციური ფონის გამო თავის შეკავება და მოვლენებს ობიექტურად შეფასება გიჭირთ. ეცადეთ, უხეში სიტყვები გულთან ახლოს არ მიიტანოთ და კომპრომისული გადაწყვეტილება იპოვოთ.

მშვილდოსანი

ეს დღე მოდუნებისა და დასვენებისკენ განგაწყობთ. თუ დღეს მუშაობთ, გირჩევთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანები შეასრულოთ და სახლში წახვიდეთ. შესანიშნავი დროა დასვენების, გაცნობისა და ფლირტისთვის. საღამოს მოულოდნელ ინფორმაციას მიიღებთ, მაგრამ დასკვნების გამოტანამდე ინფორმაცია უნდა გადაამოწმოთ.

თხის რქა

სირთულეები არ გაშინებთ და უკან დახევას არ აპირებთ. მებრძოლი ბუნება უამრავი პრობლემის გადაჭრასა და დაბრკოლებების გადალახვაში დაგეხმარებათ. გარშემომყოფების დახმარებით უკმაყოფილო დარჩებით, ამიტომ ეცადეთ, მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ. სავარაუდოდ, ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლეები გელით. ხელსაყრელი დღეა ოჯახურ ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

მერწყული

ამ დღეს წარსულის მოგონებებში გადაეშვებით და თქვენი ცხოვრების ყველაზე საინტერესო მომენტებს სიამოვნებით გაიხსენებთ. შესაძლოა, სასურველის მისაღწევად წარსულის გამეორებაც კი სცადოთ. ამ დღეს თქვენს პიროვნულ ხიბლს სასწაულების მოხდენა შეუძლია. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისთვის ან ახლობელ ადამიანთან საუბრისთვის.

თევზები

თქვენი ქარიზმა და თანამოსაუბრის დარწმუნების უნარი ადამიანებს მაგნიტივით იზიდავს. შესაძლოა, ამის წყალობით, თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც სასიამოვნოდ გაგაოცებთ და მოგხიბლავთ. გირჩევთ, ურთიერთობებში მეტი სითამამე გამოიჩინოთ. პირდაპირ ისაუბრეთ იმაზე, რაც გაწუხებთ ან გაღიზიანებთ. გულწრფელობა სასურველის მიღებაში დაგეხმარებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge