დღის ჰოროსკოპი

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:22 ორშ. 8 დეკემბერი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

დროა, წარსულს დაემშვიდობოთ და ნათელი მომავლის შენება დაიწყოთ - ახალი ურთიერთობები უფრო წარმატებული იქნება, ვიდრე ძველი.

ამ დღეს საკუთარი მიღწევების შესახებ რაც უფრო ნაკლებს ისაუბრებთ, მით უკეთესია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ.

გირჩევთ, ფულს პასუხისმგებლობით მოეკიდოთ. სანამ მსხვილ შესყიდვებზე ან ინვესტიციებზე გადაწყვეტილებებს მიიღებთ, ეცადეთ, თქვენი ფინანსური შესაძლებლობები კარგად შეისწავლოთ. ნუ მოდუნდებით, რიტმულად იცხოვრეთ და დღის რეჟიმი დაიცავით.

კურო

თუ გრძნობთ, რომ თქვენს ურთიერთობაში ძველი ვნება მოკვდა, მის გაცოცხლებას ძალით ნუ ეცდებით. ამ დღეს შექმნილი დაბრკოლებები მხოლოდ სასიკეთოდ წაგადგებათ. დრო გამონახეთ მიმდინარე მოვლენების ანალიზისთვის.

სადავო საკითხების გასარკვევად უმჯობესია დილის საათები შეარჩიოთ. კომუნიკაბელურობა სასარგებლო კავშირების დამყარებაში დაგეხმარებათ, მაგრამ ზედმეტ ნდობას უნდა მოერიდოთ.

საყიდლებზე ისეთ ადამიანთან ერთად წადით, რომელიც ზედმეტი ხარჯებისგან დაგიცავთ. შეეცადეთ, ნებისმიერ სიტუაციაში ემოციები აკონტროლოთ და თავს ზედმეტის უფლება არ მისცეთ.

ტყუპები

თუ მარტოხელა ხართ და სიყვარულს ეძებთ, დღეს ვარსკვლავები ახალ ნაცნობობას ხელს უწყობენ. მზად იყავით ახალი შესაძლებლობებისთვის და პირველი ნაბიჯის გადადგმის ნუ შეგეშინდებათ.

მოსალოდნელია შეხვედრა ნათესავებთან ან მეგობრებთან, რომლებიც რამდენიმე თვეა არ გინახავთ. საჭირო ადამიანების მოზიდვის უნარი წარმატებას მოგიტანთ, თუმცა, თქვენი მოქმედებები გააზრებული და ორგანიზებული უნდა იყოს. გარშემო მყოფების მიმართ თანაგრძნობის გამოვლენა და მათი მხარდაჭერა მყარი ურთიერთობების საფუძველია.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და ხალხმრავლობას მოერიდოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მაღალი ინტელექტის გამოვლენა მოგიწევთ, მაგრამ ეს ისე უნდა გააკეთოთ, რომ პარტნიორი არ გაბრაზდეს. ოჯახის წევრების ინტერესები და სურვილები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ქონებისა და ფულის გაყოფის, ასევე საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადადგმის დროს.

ისეთი სპეციალისტები, როგორიც თქვენ ხართ, ყოველთვის საჭიროა. გირჩევთ, ხელსაყრელ შეთავაზებებს დათანხმდეთ, თუნდაც ამისთვის კომპანიის შეცვლა მოგიწიოთ.

ფინანსურ საკითხებში შეზღუდული არ იქნებით, ამიტომ, გარდერობისა და ინტერიერის განახლებას შეძლებთ. ჯანმრთელობისა და კარგი განწყობისთვის ულტრაიისფერი სხივები გჭირდებათ - მიიღეთ მზის აბაზანები, თუ ამინდი საშუალებას გაძლევთ.

ლომი

ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი საკითხების გადასაჭრელად. ახლობელი ადამიანისგან სასიამოვნო სიურპრიზები და მოულოდნელი საჩუქრები გელით.

სამსახურში სიარული არ გახარებთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაცის შეცვლაა საჭირო და შესაძლოა, ეს სამუშაო ადგილია. ეს დღე ფინანსურ წარმატებას და ნანატრ მოვლენებს მოიტანს, თუმცა ტრავმისც რისკი იზრდება - ექსტრემალურ სპორტს და ფიზიკურ დატვირთვას უნდა მოერიდოთ.

ქალწული

ნუ დაიტოვებთ გრძნობებს შიგნით, გამოხატეთ და დაანახვეთ საყვარელ ადამიანებს თქვენი დამოკიდებულება. ეცადეთ, პარტნიორთან ერთად მეტი დრო გაატაროთ - ეს დღე ბედნიერებითა და სინაზით იქნება სავსე. გამონახეთ დრო ოჯახის წევრებისთვის და გემრიელი ვახშამი გაამზადეთ. ამ პერიოდში დაპირებები არ გასცეთ და თუ ვინმეს რამე დაჰპირდით, აუცილებლად შეასრულეთ. ხელსაყრელი დღეა კომერციული საქმეებისა და კონტრაქტების დასადებად.

თუ ფინანსური ჰოროსკოპის რჩევებს გაითვალისწინებთ, შეიძლება მოულოდნელი შემოსავლის წყარო აღმოაჩინოთ. ნუ აჰყვებით ცდუნებას, რომ მთელი დღე დივანზე წამოწოლილმა გაატაროთ - სიზარმაცე, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

სასწორი

მოემზადეთ სასიყვარულო საქმეებში უსიამოვნებების ან რთული საუბრებისთვის. არ არის გამორიცხული, რომ ახლობელმა ადამიანმა მოულოდნელი აღიარებით გაგაოცოთ. შესაძლებელია ურთიერთობის წრის შეცვლა გადაწყვიტოთ. ყოველთვის ასე ხდება, როცა ადამიანი ინტერესებს იცვლის და უფრო ბრძენი და გამოცდილი ხდება.

მალე შესაძლებლობა გექნებათ, რომ საჭირო ადამიანი გაიცნოთ, რომელიც სასურველი თანამდებობის მიღებაში დაგეხმარებათ. დამოუკიდებელი აზრი ფინანსური კეთილდღეობის მისაღწევად ერთადერთი სწორი გზაა. ექსპერიმენტების ჩატარება და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება ნუ მოგერიდებათ. მ

ოერიდეთ გადაღლას და ბევრ ჭამას, უპირველეს ყოვლისა, მენიუდან გამორიცხეთ მარილიანი და შებოლილი კერძები, რომლებიც ორგანიზმში სითხის დაგროვებას იწვევენ.

მორიელი

დღევანდელი მოვლენის შედეგი მთლიანად დამოკიდებულია იმაზე, საყვარელი ადამიანი მხარს დაგიჭერთ თუ არა. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საკუთარი თავისთვის დრო გამონახოთ, განსაკუთრებით თუ პირად ცხოვრებაში სირთულეები გაქვთ.

ამ დღეს დაძაბული მუშაობა მოგიწევთ, შედეგი კი სასიამოვნოდ გაგაოცებთ. გამორიცხული არ არის, რომ საღამოს ფულთან დაკავშირებით, რთული საუბარი გქონდეთ.

იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და ვირუსების თავიდან ასაცილებლად ხალხმრავალ ადგილებს ერიდეთ. ზომიერი ფიზიკური აქტივობა თქვენს ჯანმრთელობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

მშვილდოსანი

ამ დღეს საყოფაცხოვრებო საკითხები მარტივად, ზედმეტი ხარჯების გარეშე მოგვარდება. ფაქტობრივად, საქმის დასრულების შემდეგ ფული საკუთარი სიამოვნებისთვისც დაგრჩებათ. ბედი ხელსაყრელ შანსს გიგზავნით, ამიტომ მოქმედება ზუსტად აქ და ახლა უნდა დაიწყოთ. ფული ცხოვრებაში მთავარი არ არის - ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობენ ისინი, ვისაც ფული არ აქვს, მაგრამ მაინც, ფინანსურმა უზრუნველყოფამ შეიძლება ცხოვრება უფრო კომფორტული გახადოს.

თქვენი ზოდიაქოს ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს დღეს შეიძლება არტერიულ წნევასთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნას, ამიტომ სამსახურში ნუ გადაიღლებით.

თხის რქა

ურთიერთობებში ზედმეტ ემოციებს და ხანგრძლივ კონფლიქტებს მოერიდეთ. პლუტონისა და ვენერას კვინკონსი მიუთითებს, რომ უმჯობესია ყურადღება ურთიერთობების გაღრმავებაზე გადაიტანოთ. ხელსაყრელი დროა ძველი კავშირების აღსადგენად და სხვადასხვა სახის ურთიერთქმედებისთვის.

შესაძლოა, ოჯახის მეგობართან საერთო საქმეები გაგიჩნდეთ. გირჩევთ თავი დაიზღვიოთ —კოლეგებთან ზედმეტად გულახდილობა საჭირო არ არის. თქვენს გუნდში არის ადამიანი, რომლის ნდობაც არ შეიძლება. დღის მეორე ნახევარში სამსახურთან დაკავშირებით ახალი იდეები გეწვევათ. შესაძლოა, დადოთ გარიგება, რომელიც მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ.

მერწყული

წარუმატებელი სასიყვარულო პაემანი ან პარტნიორის მიუღებელი საქციელი იმედგაცრუებას მოგიტანთ. პოტენციური კონფლიქტი მხოლოდ გულწრფელი საუბრის შედეგად დასრულდება.

გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, საკუთარ ინტუიციაზე დაყრდნობით მიიღოთ, რადგან სხვისი რჩევა უფრო საზიანო იქნება, ვიდრე სასარგებლო.

უახლოეს დღეებში დაძაბული მუშაობა მოგიწევთ, მაგრამ ეს თქვენს ხელფასზე დადებითად აისახება. ნუ გაიყუჩებთ მუდმივ ტკივილს აბებით, მიეცით ექიმს საშუალება, რომ ავადმყოფობის მიზეზი გაარკვიოს.

თევზები

მოიცილეთ ეჭვები და შიშები, რადგან პირადი ცხოვრების მოწყობის სხვა შანსი შეიძლება აღარ იყოს! დღის მეორე ნახევარში შორეული ნათესავი შეგეხმიანებათ ან სასიამოვნო სიახლეს გამცნობთ.

სამსახურში მაკონტროლებლის ვიზიტი გელით და ამისთვის მზად უნდა იყოთ. ამ დღეს თქვენს საქმეებში ჩარევა ბევრს მოუნდება და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვის მისცეთ ამის უფლება და ვის არა.

ვარსკვლავების განლაგება ახლა საუკეთესოა, რაც მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. საღამოს არ არის გამორიცხული ემოციური არამდგრადობა. შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ნეგატიურ ემოციებს გასაქანი არ მისცეთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი დეკემბრის ასტროლოგიური პროგნო...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

30 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge