დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:07 შაბ. 13 დეკემბერი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

თუ ურთიერთობაში სიცივე და უნდობლობა გაჩნდა, რომანის გაგრძელების იმედი ნუ გექნებათ. ზოგჯერ ძველი კავშირის გაწყვეტა საჭიროა, რომ ცხოვრებაში სიახლე შემოუშვათ.

თუ შვებულების აღების შესაძლებლობა არ გაქვთ, გირჩევთ სამუშაოში თავით გადაეშვათ - ეს ურთიერთობების გარკვევას და კონფლიქტს თავიდან აგაცილებთ.

უფრთხილდით არაკეთილმოსურნეებს, რომლებიც შესაძლოა სამსახურში ან თქვენს უახლოეს გარემოცვაში გამოჩნდნენ. გამორიცხული არ არის, რომ ვიღაც თქვენი ადგილის დაკავებას ცდილობს.

საქმე, რომელიც უიმედო გეგონათ, მალე მოგებას მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და ეცადეთ იმუნიტეტი გაიძლიეროთ.

კურო

თქვენს სამეგობრო წრეში არის ადამიანი, რომელსაც ძალიან მოსწონხართ, მაგრამ გამხელას ვერ გიბედავთ. თუ დაოჯახებული ხართ, ამ ადამიანს უნდა მოერიდოთ, რათა ოჯახში პრობლემები არ შეგექმნათ. თ

უ ბოლო დროს მეორე ნახევრის ჩვევები გაღიზიანებთ, უბრალოდ შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ იდეალური ადამიანები არ არსებობენ და რაღაცასთან შეგუება ყველას გვიწევს. ეცადეთ მეტი იაქტიუროთ - ეს ავტორიტეტის განმტკიცებაში დაგეხმარებათ.

თუ ხელმძღვანელობა მნიშვნელოვანი საბუთების შედგენას დაგავალებთ, ამას განსაკუთრებული სერიოზულობით უნდა მოეკიდოთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ დამატებითი სამუშაო იპოვოთ და ამავე დროს პროფესიული უნარები გაიუმჯობესოთ. ასეთ ხელსაყრელ შანსზე უარი არ უნდა თქვათ!

ტყუპები

ვენერას გავლენით თქვენი მიმზიდველობა წარმოუდგენლად გაიზრდება. თუ მარტოხელა ხართ, შეგიძლიათ ამ ხელსაყრელი გარემოებით ისარგებლოთ. გირჩევთ ურთიერთობაში საზღვრები დააწესოთ და გაარკვიოთ დასაშვები რა არის და რა არა. ეს უხერხულობას და პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.

შესაძლოა, ბევრი ახალი იდეა გაგიჩნდეთ, რაც თქვენს თანამოაზრეებს დააინტერესებს. დაგეგმილი მგზავრობისთვის მზადება დიდ დროსა და ენერგიას წაგართმევთ, მაგრამ ამას არ ინანებთ.

სამუშაო მეტისმეტად დამღლელი და ერთფეროვანი გახდა? ეს ნიშნავს, რომ დროა თქვენი ცხოვრებისეული ღირებულებები და პრინციპები გადააფასოთ. ხელსაყრელი დროა მავნე ჩვევებზე უარის სათქმელად და ვარჯიშის დასაწყებად.

კირჩხიბი

ნურავის მისცემთ უფლებას თქვენს გრძნობებსა და ემოციებზე ითამაშოს. თუ გეჩვენებათ, რომ ეს ადამიანი თქვენზე ზეწოლას ახდენს, უმჯობესია ურთიერთობა შეწყვიტოთ. მზად იყავით, რომ ახლობლების პრობლემები იტვირთოთ, რადგან მათი დახმარება მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ.

საკმაოდ დიდი ხანია ღირებული არაფერი შეგიქმნიათ და ამისთვის მუდმივად საკუთარ თავს საყვედურობდით, მაგრამ ახლა მოქმედების დროა! ფინანსური პრობლემები მოსალოდნელი არ არის, მაგრამ ძვირად ღირებული შენაძენი მძიმე ტვირთად დაგაწვებათ. მით უმეტეს, სესხის აღებას უნდა ერიდოთ.

ეცადეთ, სულიერი და ფიზიკური ძალები დღის განმავლობაში სწორად გადაანაწილოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადაღლამ შეიძლება უძილობა ან სტრესი გამოიწვიოს.

ლომი

ახალი ურთიერთობის დაწყების გარდა, ახლა შესანიშნავი დროა არსებული კავშირის გასაუმჯობესებლად. ეცადეთ, პარტნიორს მეტი ყურადღება დაუთმოთ და გაღებული ძალისხმევა ასმაგად დაგიბრუნდებათ!

ამ ნიშნის ბევრ წარმომადგენელში გაღიზიანება და დაღლილობა უფრო ძლიერად გამოვლინდება. ეცადეთ, ისეთი არაფერი გააკეთოთ, რასაც მოგვიანებით ძალიან ინანებთ. გეგმები, რომლებსაც მუდმივად სამომავლოდ ინახავდით, მარტივად შესასრულებელი აღმოჩნდება და გაგიკვირდებათ, რატომ აქამდე არ იმოქმედეთ.

ვარსკვლავები ამბობენ, რომ შესანიშნავი შანსი გექნებათ ბევრი ფულის საშოვნელად. ხელსაყრელი დღეა ხელმძღვანელობასთან, სამთავრობო დაწესებულებებთან ან საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობისთვის.

ყურადღება მიაქციეთ კვებას. მოსალოდნელია კვებითი ინტოქსიკაცია, ამიტომ კერძებით ექსპერიმენტებს ერიდეთ.

ქალწული

ცვლილებების არ უნდა შეგეშინდეთ, თუნდაც ისინი ახლობელ ადამიანთან ურთიერთობას ეხებოდეს. ცხოვრების სწრაფი რიტმი და მრავალფეროვნება უმოქმედობის საშუალებას არ მოგცემთ. ოჯახურ ცხოვრებაში სტაბილური დრო დგება.

პლანეტებისა და ვარსკვლავების მცირე აქტივობის ფონზე, კონფლიქტების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდება. ნუ გაექცევით საუბარს, თუ გულახდილობისკენ მოგიწოდებენ.

საკუთარი მოთხოვნების შემცირება მოგიწევთ, რადგან ურანისა და მერკურის დაპირისპირება უფულობის ხანმოკლე პერიოდს მოასწავებს. ყურადღება მიაქციეთ ფიზიკურ მდგომარეობას, მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას - არ არის გამორიცხული ტრავმები, სტრესები და ქრონიკული დაავადებების გამწვავება.

სასწორი

მატოხელა სასწორებს ვურჩევთ, სახლიდან გავიდნენ და ხალხმრავალ ადგილებში იტრიალონ. სწორედ აქ შეიძლება შეხვდეთ ადამიანს, რომელსაც ცხოვრებას დაუკავშირებთ. მოახლოებული დღესასწაულის წინ სასურველია გარდერობი განაახლოთ და ახალი ვარცხნილობა გაიკეთოთ. ერთი სიტყვით, ეცადეთ გარშემომყოფთა ყურადღება მიიპყროთ.

თანამოსაუბრე როგორი ახლობელიც არ უნდა იყოს, თავაზიანობის საზღვრებს ნუ გადახვალთ და თავს ზედმეტის უფლებას ნუ მისცეთ. სასურველია, უხერხულ თმებზე საუბარს მოერიდოთ. ეცადეთ სასარგებლო ნაცნობების წრე გააფართოოთ.

თუ ფორტუნამ ზურგი გაქციათ, არ უნდა ინერვიულოთ - როგორც წესი, ასეთი პერიოდები დიდხანს არ გრძელდება. მალე კარგი ფინანსური პერსპექტივა გამოჩნდება. თუ შესაძლებელია, საღამოს დაისვენეთ და საყვარელი საქმიანობისთვის დრო გამონახეთ.

მორიელი

ამ დღეს პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია პრობლემები. პარტნიორთან შესაძლებელია უმნიშვნელო საკითხის გამო იჩხუბოთ, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში თქვენს ურთიერთობაზე აისახება. შესანიშნავი დღეა ოჯახთან ერთად აქტიური დასვენებისთვის.

ახლობელი ადამიანების მხრიდან მხარდაჭერას და გაგებას იგრძნობთ, რაც თქვენს ქმედებებს თავდაჯერებას შემატებს. ილუზიებში ცხოვრების დრო დასრულდა, ამიტომ რეალობას თვალი უნდა გაუსწოროთ და გაიაზროთ, რომ ყველაფერი, რაც ბედნიერებისთვის გჭირდებათ, ცხვირწინ გაქვთ.

თქვენი მონდომება სამუშაოს საბოლოო შედეგებზე დადებითად აისახება, რაც სანუკვარი ოცნების განხორციელებისთვის საფუძველს შექმნის.

მშვილდოსანი

შესაძლოა, არარეალურად მაღალი მოლოდინები გაქვთ, რაც საბოლოოდ, იმედგაცრუებით დასრულდება. ეცადეთ რეალისტი იყოთ და მეორე ნახევარს საკუთარ სურვილებსა და იმედებზე ესაუბროთ. პროფესიულ მოვალეობებსა და სიყვარულთან დაკავშირებულ საქმეებს შორის გონივრული ბალანსი შეინარჩუნეთ - ეს ოჯახშიც და სამსახურშიც სასურველ ატმოსფეროს შექმნის.

მოსალოდნელია საქმიანი შეხვედრები, რომლებზეც მნიშვნელოვანი საკითხები უნდა განიხილოთ, გამორიცხული არ არის, რომ ამ შეხვედრების შედეგებზე თქვენი კარიერული წინსვლა იყოს დამოკიდებული. პლანეტების არახელსაყრელი განლაგება ფინანსურ სირთულეებს ან მოულოდნელ ხარჯებს მოასწავებს.

თხის რქა

ეცადეთ, სასიყვარულო საქმეებში წინდახედულობა გამოიჩინოთ. გამორიცხული არ არის, რომ საეჭვო რეპუტაციის მქონე, შეუფერებელი ადამიანი შეგიყვარდეთ.

დაოჯახებულ თხის რქას საყვარელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი ელის. გეჩვენებათ, რომ ის უხეშად იქცევა, მაგრამ ეს უხეშობის და აგრესიის უფლებას არ გაძლევთ. გამოცდილება, რომელსაც უახლოეს მომავალში მიიღებთ, კიდევ არაერთხელ გამოგადგებათ.

თუ მოულოდნელი შემთხვევებისთვის ფულის დაგროვება ვერ მოასწარით, შეიძლება მალე კრედიტის აღება მოგიწიოთ.

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ ცოტა იფლირტაოთ, თუმცა, ვარსკვლავები გირჩევენ, დროულად შეჩერდეთ, რათა ხანმოკლე ფლირტი ნამდვილ ღალატში არ გადაიზარდოს.

მერწყული

ხელიდან ნუ გაუშვებთ საინტერესო ადამიანის გაცნობის შანსს, განსაკუთრებით - თუ მეორე ნახევარს ეძებთ. დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, სასურველია, რომ ამ დღეს გარშემომყოფებთან არ განიხილოთ საკითხები, რომლებზეც განსხვავებული პოზიციები გაქვთ. თავი შეიკავეთ უსამართლო ქმედებებისგანაც, რომლებითაც შეიძლება გარშემომყოფები გაანაწყენოთ.

გირჩევთ საბანკო ანგარიში გახსნათ და ფულის დაგროვება დაიწყოთ.

მ დღისთვის ზედმეტად ბევრ საქმეს ნუ დაგეგმავთ - ფიზიკური დატვირთვა ახლა თქვენთვის საზიანოა.სასურველია, რომ ზედმეტი საკვების მიღებისგან თავი შეიკავოთ და ახალი, უცნობი კერძები არ ჭამოთ.

თევზები

საყვარელ ადამიანთან უსიამოვნო საუბარი გელით, რომელიც ურთიერთბრალდებებით დასრულდება. ეცადეთ, ყველაფერი გულთან ახლოს არ მიიტანოთ და წვრილმანების გამო არ ინერვიულოთ. ეს დღე ხელსაყრელია ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის გასამყარებლად.

დაქირავებულ თანამშრომლებს, რომლებიც თავიანთ მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებენ, შეუძლიათ მადლიერი ხელმძღვანელობისგან ფინანსური წახალისების იმედი ჰქონდეთ.

მოსალოდნელია საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები. გირჩევთ, მენიუში ცხელი კერძები ჩართოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge