დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:02 სამ. 16 დეკემბერი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

სამსახურში რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველა საქმეში წარმატება გელით! თუმცა, გახსოვდეთ, რომ თქვენი შესაძლებლობები უსაზღვრო არაა. გირჩევთ მთელი ენერგია პრიორიტეტული საკითხებისკენ მიმართოთ.

შესაძლოა, ბოლო დროს ახალი იდეების განხორციელებისთვის ფული არ გყოფნიდათ. მალე სიტუაცია შეიცვლება და დამატებითი დაფინანსების წყაროს უპრობლემოდ იპოვით.

ფრთხილად იყავით - გადაღლამ შეიძლება თქვენს შრომისუნარიანობასა და ცხოვრების ხარისხზე უარყოფითად იმოქმედოს.

კურო

სავარაუდოდ, პარტნიორი თქვენთან მნიშვნელოვანი საკითხის გარკვევას ეცდება. შესაძლოა, ის დიდი ხანია დაოჯახებას გთავაზობთ, მაგრამ თქვენ რაღაც მიზეზის გამო, გადაწყვეტილების მიღება არ გსურთ.

მეუღლეებმა დაგროვილი პრობლემები შვებულების დადგომამდე უნდა გაარკვიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასვენების ნაცვლად, ურთიერთობების გარკვევა მოგიწევთ.

სამსახურში გაზრდილი დატვირთვისა და უსიამოვნებების გამო ნერვიულობა მოგიწევთ. გირჩევთ, მხოლოდ საკუთარ ძალებს არ დაეყრდნოთ და კოლეგებს დახმარება სთხოვოთ. საქმეში წარმატებები დადებითად შეცვლის ფინანსურ მდგომარეობას. მიმდინარე საკითხის მოგვარების დროს საღ აზრსა და შინაგან ხმას დაეყრდენით.

მეტეომგრძნობიარე ადამიანებმა თავი უნდა შეიკავონ ფიზიკური აქტივობისგან.

ტყუპები

ლურჯი ყვავილი შეიძლება თქვენთვის ბედის მინიშნება გახდეს - თუ ამ დღეს სადმე დაინახავთ, თქვენი ცხოვრება შეიცვლება. მალე რემონტის დაწყება და მნიშვნელოვანი ხარჯების გაღება მოგიწევთ, სამაგიეროდ, თქვენი ოჯახური ბუდე უფრო მყუდრო და ლამაზი გახდება!

ხელსაყრელი დღეა ხელფასის მომატებაზე საუბრისთვის. ხელმძღვანელობა აუცილებლად მოგისმენთ, თუ თქვენს პოზიციას არგუმენტირებულად მიაწოდებთ.

სიფრთხილე და თავშეკავება გამოიჩინეთ ფინანსურ საქმეებში. მოჭარბებულმა ენერგიამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს თქვენს ჯანმრთელობაზე. ყურადღებით იყავით - არსებობს უცნობ ადამიანებთან დაპირისპირების საფრთხე.

კირჩხიბი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შეიძლება გაუგებრობა წარმოიშვას, თუმცა მალე ყველა უთანხმოება წარსულში რჩება და კეთილდღეობის პერიოდი დგება.

პროფესიული უნარების განვითარებისა და კარიერული ზრდისთვის კოლეგებთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარება და საჭირო ადამიანების გაცნობა მოგიწევთ.

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ახლა საუკეთესო დრო არ არის ფულის უაზრო ხარჯვისთვის.

ეს დღე მნიშვნელოვან ფიზიკურ და სულიერ ენერგიას მოითხოვს. ეცადეთ სირთულეებს ფილოსოფიურად მიუდგეთ და გამოცდილება შეიძინოთ.

ლომი

გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ მაშინაც კი, როცა რჩეულის მიმართ ძლიერ გრძნობებს განიცდით. გახსოვდეთ, რომ სანამ ბედს დაუკავშირებთ, ადამიანი კარგად უნდა გაიცნოთ.

დაოჯახებულ წყვილებში მალე ურთიერთბრალდებები დავიწყებას მიეცემა და ძველი წყენის ერთმანეთისთვის პატიებას შეძლებთ.

პროფესიულ საქმიანობაში გაწეული ძალისხმევა სასურველ შედეგს არ მოიტანს. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ სამსახურში საკმაოდ მწვავე სიტუაციები გელით. გირჩევთ, ამ პერიოდში მნიშვნელოვანი საბუთების ხელმოწერაზე და კოლეგებთან ურთიერთობის გარკვევაზე უარი თქვათ.

ამ დღეს მხოლოდ სასარგებლო პროდუქტები უნდა მიირთვათ, არც ფიზიკური აქტივობა დაივიწყოთ.

ქალწული

თუ ჯერ მარტო ხართ, შეიძლება ამ დღის ასტროლოგიურმა ენერგიამ მონათესავე სულის ადამიანი გაპოვნინოთ. საღამოს საათები მშვენიერი დროა ახლო მეგობრების ან ოჯახის წევრების გარემოცვაში გასატარებლად.

საკმარისი ცოდნა და გამოცდილება გაქვთ სამსახურში სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, ამიტომ შეგიძლიათ მხოლოდ საკუთარ აზრს დაეყრდნოთ!

თუ ყურადღებით მოძებნით, შემოსავლის დამატებითი წყაროს პოვნას შეძლებთ. ამ დღეს შეიძლება ფულის დახარჯვის ცდუნება გაგიჩნდეთ, მაგრამ უმჯობესია, ფინანსები მომავლისთვის შეინახოთ.

საღამოს შეიძლება თავი შეუძლოდ იგრძნოთ. გირჩევთ დასვენების დღე ან ხანმოკლე შვებულება აიღოთ და შემდგომი გამარჯვებებისთვის ძალები მოიკრიბოთ.

სასწორი

საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში გახსოვდეთ, რომ არა მხოლოდ მიღება, არამედ გაცემაც უნდა შეგეძლოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია როგორც სასიამოვნო, ისე უსიამოვნო ცვლილებები. ახლობელი ადამიანების მოთმინებას ნუ გამოცდით, თორემ შეიძლება მათი რისხვა დაიმსახუროთ. თქვენი მოუცლელობა ხშირად კამათის და დაძაბულობის მიზეზი ხდება, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ ოჯახის წევრებთან მეტი დრო გაატაროთ.

ამ დღეს პრაგმატიზმი და სიფრთხილე, რომლებიც დამახასიათებელია თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის, კარგ სამსახურს გაგიწევთ.

შეიძლება საჭმლის მონელების პრობლემებმა შეგაწუხოთ. ეს არა მარტო ცხოვრების წესს, არამედ სტრესულ სიტუაციებსაც უკავშირდება. მოერიდეთ ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას. იოგა, მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები დაძაბულობის შემცირებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

ვარსკვლავები გთავაზობენ, ამ დღის მოვლენებს ყურადღებით დააკვირდეთ. ამ შემთხვევაში შეძლებთ თქვენს სასიყვარულო საქმეებში არსებული სირთულეების მიზეზი გაიგოთ. არ არის გამორიცხული უმნიშვნელო ოჯახური უთანხმოებები, რომლებიც თქვენ სასარგებლოდ დასრულდება.

მოერიდეთ ხანგრძლივ მგზავრობას და მოგზაურობას. ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები რეალურად შეაფასოთ. თუ საკუთარ თავზე ძალიან ბევრს აიღებთ, დაიღლებით, მაგრამ სასურველს მაინც ვერ მიაღწევთ.

ამ დღეს ფინანსური საკითხების გადაჭრაზე, გარიგებების დადებაზე და ხელშეკრულებების ხელმოწერაზე უარი თქვით.

თუ ჰიპერტენზიისკენ მიდრეკილი ხართ, საღამოს საათებში ყავის სმისგან თავი შეიკავეთ.

მშვილდოსანი

ეცადეთ, საყვარელი ადამიანი რომანტიკული ვახშმით და გემრიელი კერძებით გაახაროთ.

თავი შეიკავეთ ახალი საქმეების დაწყებისგან შესაძლოა, თქვენი გეგმა არც ისე კარგია, როგორც ჩანს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რჩევა ამ სფეროში გამოცდილ ადამიანებს სთხოვოთ.

შეიძინეთ წითელი ფერის საფულე და ის თქვენი ფინანსური თილისმა გახდება. ვარსკვლავები გირჩევენ მეტი დაისვენოთ და თუ თავი შეუძლოდ იგრძენით, ექიმს დაუყოვნელოვ მიმართოთ.

თხის რქა

ძველი ვნება რომ მოსაწყენ ყოველდღიურობად არ იქცეს, ეცადეთ პირადი ცხოვრება უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახადოთ.

მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან სერიოზული საუბრისთვის მოემზადეთ. მზად იყავით, რომ ოჯახური პრობლემები ან ყოველდღიური საზრუნავი მოულოდნელ ხარჯებს გამოიწვევს.

ინიციატივის გამოჩენისთვის არახელსაყრელი დროა — ინვესტიციები და დაბანდებები მოსალოდნელ სარგებელს არ მოიტანს.

ამ დღეს შეიძლება თავის ტკივილმა და წნევის ცვალებადობამ გაწუხებთ. ნუ გადაიტვირთავთ თავს აუცილებლობის გარეშე.

მერწყული

თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს რომანტიკული შეხვედრა ელით.

სამსახურში დაძაბული სიტუაცია შეიძლება ოჯახურ ურთიერთობებზე აისახოს, ამიტომ ეცადეთ სამსახურის პრობლემები სახლის ზღურბლზე დატოვოთ და ოჯახში არ შეიტანოთ. გახსოვდეთ, რომ საქმიანი და პირადი ურთიერთობები ერთმანეთში არასდროს არ უნდა აურიოთ. უარი თქვით სამსახურებრივ რომანზე, რომელმაც შეიძლება თქვენი ავტორიტეტი დააზიანოს.

დღის განმავლობაში მიღებული ახალი ინფორმაციის გამო შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ.

ამ დღეს უხეშობისა და აგრესიისა გამოხატვა უკიდურესად არასასურველია — ირგვლივ მყოფები ამას მტრულად აღიქვამენ, ამიტომ ჯობია კომპრომისი მონახოთ.

იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, სწორ კვებასა და სრულფასოვან ძილზე. ეცადეთ მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე, თქვენთვის სასიამოვნო ადამიანის კომპანიაში.

თევზები

მარტოხელა ადამიანებს ვარსკვლავები ახალ ნაცნობობას ჰპირდებიან, რომელიც შეიძლება რომანტიკურ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

დააკვირდით ახლობელ ადამიანს - შესაძლოა, მიხვდეთ, რომ ნაკლოვანებები მას უფრო მიმზიდველს ხდის! სამსახურში ნუ იზარმაცებთ. გახსოვდეთ, რომ შრომისმოყვარეობა სამსახურებრივი წინსვლისა და კარგი შემოსავლის მიღების გარანტიაა.

თუ საქმე არ გამოგდით და ყველაფერი ხელიდან გიცვივათ, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ და დაისვენეთ. თქვენთვის სასარგებლოა ზომიერი სპორტული ვარჯიშები, რადგან ზედმეტმა დატვირთვამ შეიძლება საპირისპირო ეფექტი გამოიწვიოს.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge