დღის ჰოროსკოპი

30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:24 კვი. 29 მარტი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 30 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გეჩვენებათ, რომ ახლობელი ადამიანი რაღაცას გიმალავთ? მოვლენებს ნუ დააჩქარებთ და ნაადრევ დასკვნებს ნუ გამოიტანთ — ადრე თუ გვიან, ის თავს მაინც გამოამჟღავნებს. ახლობლებთან ურთიერთობისას სჯობს გონივრულ კომპრომისზე წახვიდეთ, ვიდრე ჯიუტად ამტკიცოთ, რომ თქვენი თვალსაზრისია ერთადერთი და ყველაზე გონივრული.

თუ ბევრი უპასუხო კითხვა და დაუსრულებელი საქმე დაგიგროვდათ, სხვის პრობლემებს ნუ დაიმატებთ. ფინანსური პრობლემები შეიძლება საყვარელ ადამიანთან დაპირისპირების მიზეზი გახდეს. სკანდალის თავიდან ასაცილებლად, ყველა მსხვილი შენაძენი წინასწარ შეათანხმეთ. მოერიდოთ კონფლიქტებსა და სტრესულ სიტუაციებს — არსებობს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გამწვავების ალბათობა.

კურო

ვარსკვლავები გირჩევენ, ახალ თაყვანისმცემელს კარგად დააკვირდეთ — შესაძლოა, ამ ადამიანს ანგარება ამოძრავებს. ოჯახის ინტერესები პირველ ადგილზე დააყენეთ და ეძებეთ გზები ურთიერთობების გამტკიცებისთვის. შესაძლოა, გარშემომყოფებმა თქვენით მანიპულირება სცადონ, ამიტომ ყურადღება არ მოადუნოთ.

სამსახურის საქმეებში იღბალი ჯერჯერობით თქვენს მხარესაა, თუმცა „ციურ მანანას“ ნუ ელოდებით — ყველაფერი, რაც გაქვთ და გექნებათ, მხოლოდ შრომითა და მონდომებით მიიღწევა. იუპიტერთან კონფლიქტში მყოფი მარსის გავლენით, დღეს შესაძლოა თავბრუსხვევა იგრძნოთ, ამიტომ სიმაღლეზე მუშაობას მოერიდეთ.

ტყუპები

იდეალური დღეა მეგობრებთან შეხვედრისა და ახალი ნაცნობობისთვის. შესაძლოა, ერთგული მეგობარი ან მეორე ნახევარი შეიძინოთ. ფრთხილად იყავით — მცირე ფლირტიც კი შეიძლება ღალატად შეფასდეს. ოჯახურ ჰარმონიას საფრთხეს ნუ შეუქმნით, ჯობს ყოველდღიურობაში მრავალფეროვნების შეტანაზე იზრუნოთ.

ამ დღეებში თქვენი მთავარი ამოცანებია ეკონომიურობა და გამომუშავებული სახსრების გონივრულად ხარჯვა. ამ ამოცანების შესრულებით მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვებას შეძლებთ. ყურადღება მიაქციეთ ყოველდღიურ მენიუს. ახლა მსუბუქი დიეტა ძალიან წაგადგებათ. ხშირი თავის ტკივილი და სწრაფი დაღლა შესაძლოა წნევასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებდეს.

კირჩხიბი

საყვარელი ადამიანი თქვენს მოსაზრებებს არ ეთანხმება, ამიტომ პირად ურთიერთობებში სირთულეები გელით. ცდუნებების აყოლამ ან ზღვარგადასულმა უნდობლობამ შეიძლება მეგობრები დაგაკარგვინოთ. იუპიტერისა და მთვარის მდებარეობა ხელსაყრელ გარემოს ქმნის ცხოვრებიდან უარყოფითი ენერგიის მოსაშორებლად.

მნიშვნელოვან პროექტებში სიფრთხილესა და გონიერებას იჩენთ, თუმცა დღეს შეიძლება უმნიშვნელო წვრილმანის გამო დამარცხდეთ. წარუმატებლობის მიზეზი დაბნეულობა, ნაჩქარევი გადაწყვეტილება ან წამგებიანი გარიგება გახდება. თუ ბოლო დროს თქვენი ხარჯები უმიზნო და ქაოსურია, სურვილების შეზღუდვა უნდა ისწავლოთ. მოერიდეთ ალკოჰოლს და ნერვულ გადაღლას ნუ დაუშვებთ, ეს შაკიკამდე მიგიყვანთ.

ლომი

მამაკაცებს პირად ცხოვრებაში ცვლილებები ელით. ნუ ინერვიულებთ, თუნდაც ეს ცვლილებები უცნაურად და უჩვეულოდ მოგეჩვენოთ. ეცადეთ, რომ საკუთარი ვალდებულებების შესრულებას როგორც სამსახურში, ისე სახლში მეტი პასუხისმგებლობით მიუდგეთ. თუ ჩანაფიქრის განხორციელება გიჭირთ, ნუ ინერვიულებთ. გახსოვდეთ, რომ ვითარება შეიძლება ნებისმიერ დროს შეიცვალოს.

ასტროლოგები გირჩევენ, რომ გაზაფხულზე მხოლოდ ახალი და ჯანსაღი პროდუქტი მიირთვათ. თავი შეიკავეთ ნახევარფაბრიკატებისა და კონსერვანტების შემცველი საკვების დაგემოვნებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში კუჭი აგიჯანყდებათ.

ქალწული

ვარსკვლავები სასიამოვნო შეხვედრას გპირდებიან, რომელიც თქვენი ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდება. დროა, იმიჯის შეცვლასა და გარდერობის განახლებაზე იზრუნოთ. სჯობს არ გარისკოთ და აკრძალული სიყვარულის გამო სრულფასოვანი ოჯახური ცხოვრება არ დაკარგოთ.

დღეს სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებული ახალი შესაძლებლობები გაჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ბუნდოვანია, ცვლილებებისთვის წინასწარ უნდა მოემზადოთ. ფინანსური გარიგებების მიმართულებით მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ — მათ შეიძლება მომავალში პრობლემები შეგიქმნან.

ვიტამინებითა და სასარგებლო მიკროელემენტებით მდიდარი ჯანსაღი მენიუ თავს გაცილებით უკეთ გაგრძნობინებთ.

სასწორი

ზედმეტად ხშირად აკრიტიკებთ მათ, ვინც გვერდით გყავთ. საეჭვოა, რომ ასეთი ქცევით ხალხის კეთილგანწყობა მოიპოვოთ. დღის პირველ ნახევარში უარი თქვით სიამაყესა და ეჭვიანობაზე და ყურადღება ახლობელი ადამიანების დახმარებაზე გადაიტანეთ. საკუთარი შეცდომების პარტნიორზე გადაბრალებას ნუ ეცდებით.

დღის დასაწყისი ხელსაყრელია პროფესიული წინსვლისთვის. ამ ნიშნის დაუსაქმებელმა წარმომადგენლებმა დღეს შესაძლოა საინტერესო შეთავაზება მიიღონ. თუ დიდი ხანია რამეს გეგმავთ, გადამწყვეტ მოქმედებებზე გადასვლის დრო დადგა. შეეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და არ მისცეთ ემოციებს თქვენზე ბატონობის უფლება.

მორიელი

ასტროლოგები გირჩევენ, თქვენს რომანტიკულ კავშირებსა და სიმპათიებზე დაფიქრდეთ. შესაძლოა, თქვენს გარემოცვაში ყოფილი თაყვანისმცემელი გამოჩნდეს, მაგრამ კარგად დაფიქრდით, სანამ მასთან ურთიერთობას აღადგენთ.

ეს დღე იდეალურია თვითგანვითარების, საკუთარი თავის შეცნობის, დასვენებისა და ახლობლებთან ურთიერთობისთვის. ხელსაყრელი დროა ძველი გეგმების განხორციელებისა და ხანმოკლე მგზავრობისთვის. ყურადღებით მოეკიდეთ კოლეგების რჩევებს და თქვენი სამეწარმეო ნიჭი ბიზნესისკენ მიმართეთ.

მშვილდოსანი

გირჩევთ, ვალები დროულად დაფაროთ და დაპირებები შეასრულოთ. გახსოვდეთ, ცხოვრება უფრო ადვილია, როდესაც საკუთარ განცდებს ან საზრუნავს საყვარელ ადამიანებს უზიარებთ. მალე მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ ნათესავებსა და ახლობელ ადამიანებს მეტი დრო დაუთმოთ. თუ თანმიმდევრულად იმოქმედებთ, გამარჯვების მოპოვებას ყველაზე განსხვავებულ სფეროებში შეძლებთ.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ფრთხილად უნდა იყოთ — დიდია ქურდობის ან თაღლითობის რისკი. კოლეგებთან ურთიერთობა და მათი რჩევები რთული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. დაიცავით დიეტა და უარი თქვით ცხოველურ საკვებზე, შეგიძლიათ მცირე ხნით იშიმშილოთ კიდეც. რა თქმა უნდა, ასეთი დიეტა ხანგრძლივი არ უნდა იყოს.

თხის რქა

თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში სიმშვიდე და ჰარმონია დაისადგურებს. მარტოხელა ადამიანებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით, რომელიც სერიოზული ურთიერთობის საწყისი გახდება. ხელსაყრელი დღეა საყვარელ ადამიანებთან შეხვედრებისთვის. დილის საათებში ძალების მოზღვავებას და პოზიტიურ განწყობას იგრძნობთ, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, ყველა მნიშვნელოვანი საკითხი დღის პირველ ნახევარში მოაგვაროთ.

თუ თქვენი შემოსავლის 15%-ს გადაინახავთ, ფულის დაგროვებას და საოცნებო ნივთის შეძენას შეძლებთ.

მერწყული

შეეცადეთ, ოჯახში ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა ჩამოაყალიბოთ და მყუდრო ატმოსფერო შექმნათ, რათა კომფორტულად დაისვენოთ და მომავალი მიღწევებისთვის ძალები მოიკრიბოთ. გახსოვდეთ, რომ წარმატება მათთან მოდის, ვინც თავის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობას უფრთხილდება.

ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ ფიზიკური აქტივობა გაზარდოთ და ყოველდღიური ვარჯიშის ჩვევა ჩამოაყალიბოთ.

თევზები

დროა, პირად ურთიერთობაში ინიციატივა საკუთარ თავზე აიღოთ და თქვენი გრძნობა და მხარდაჭერა ხმამაღლა გამოხატოთ.

ახლა საუკეთესო პერიოდი არ არის ხელფასის მომატებაზე საუბრისთვის, თუმცა, თუ მიგაჩნიათ, რომ შეუცვლელი თანამშრომელი ხართ, შეგიძლიათ ბედი სცადოთ! ნუ აიღებთ კრედიტებს, სანამ სტაბილურ შემოსავალს არ იშოვით — ახლა დამატებითი ტვირთი არ გჭირდებათ. ჰოროსკოპი გირჩევთ, მწარე კერძებს ერიდოთ, განსაკუთრებით თუ გასტრიტისკენ გაქვთ მიდრეკილება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge