დღის ჰოროსკოპი

28 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 28 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს სიყვარული თქვენი შთაგონებისა და შემოქმედებითი საქმიანობის წყაროდ იქცევა. საკუთარი ნიჭის გამოვლენა ნუ მოგერიდებათ, რათა საყვარელი ადამიანი გაახაროთ. დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ თქვენ გვერდით კარგი ადამიანები არიან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პროფესიულ ტრენინგზე დასასწრებად დრო გამონახოთ.

თავი შეიკავეთ დაუგეგმავი ხარჯებისგან, რამაც შეიძლება ოჯახურ ბიუჯეტს დარტყმა მიაყენოს — მოდური გაჯეტის გამო ვალის აღება არასასურველია. დღეს ვარსკვლავები ენერგიის მოზღვავებას გპირდებიან, თუმცა არც დასვენება და ახალი სამუშაო კვირის წინ ძალების აღდგენა დაივიწყოთ.

კურო

ეცადეთ, პარტნიორთან ურთიერთობაში უფრო გულწრფელი და გახსნილი იყოთ — ეს ნდობის აღდგენას და ურთიერთობის განმტკიცებას ხელს შეუწყობს. ნუ ეცდებით, რომ მეუღლე თქვენთვის კომფორტულ ადამიანად „გადააკეთოთ“ — ეს ადრე თუ გვიან სკანდალამდე მიგიყვანთ.

სამუშაო ადგილზე შესაძლოა, ვითარება დაიძაბოს და კორპორაციული გარემოს ნაცვლად, თავი „კრაზანების ბუდეში“ იგრძნოთ. მოთოკეთ ემოციები და საქმე კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ! შესაძლოა, საქმემ, რომლითაც დიდი ხნის წინ იყავით დაკავებული და უკვე მიგავიწყდათ, მალე მოგება მოგიტანოთ. თქვენი ენერგეტიკული ფონი იდეალურისგან შორსაა, ამიტომ სასურველია ნებისმიერ საქმეს მოერიდოთ, რომელიც დიდ ფიზიკურ ან გონებრივ დატვირთვას მოითხოვს.

ტყუპები

უსმინეთ ინტუიციას, ის სასიყვარულო საქმეებში სწორ გადაწყვეტილებას გიკარნახებთ. შინაგან ხმას ნუ უგულებელყოფთ — მას შეუძლია შეცდომებისგან დაგიცვათ. გადადეთ სამუშაო და დრო შვილებს დაუთმეთ, მათ ახლა თქვენი ყურადღება სჭირდებათ.

მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს — არსებობს ფულის ან ძვირფასი ნივთის დაკარგვის რისკი. ნუ ეცდებით, რომ დაწყებული საქმე ნებისმიერ ფასად ბოლომდე მიიყვანთ — სჯობს ენერგია უფრო ხელსაყრელი პერიოდისთვის შემოინახოთ.

კირჩხიბი

საყვარელ ადამიანს ზედმეტად ნუ შეზღუდავთ. გადაჭარბებული ეჭვიანობა, უნდობლობა და კონტროლი თქვენს ურთიერთობას მხოლოდ ავნებს. ამ დღეს შეიძლება ზედმეტი გულწრფელობაც თქვენს საზიანოდ შემობრუნდეს.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობებიც მინიმუმამდე შეამციროთ, რადგან მოსალოდნელია შურიანი ადამიანების ინტრიგები. თქვენთვის ახლა მთავარია მოდუნდეთ და ჰარმონიული განწყობა შეიქმნათ. პრობლემები ეტაპობრივად მოაგვარეთ და ახალი პროექტის დაწყებამდე ძველი დაასრულეთ. მთელი ძალა და ყურადღება დასახულ მიზანზე გადაიტანეთ და წვრილმანებზე დროს ნუ დაკარგავთ. დილის საათებში მოსალოდნელია მელანქოლია — ეს იუპიტერისა და სატურნის კონფლიქტის შედეგია. ამ დროს შესაძლოა მძიმე ფიქრებმა შეგაწუხოთ.

ლომი

მარტოხელა ლომებს სიყვარულში რისკზე წასვლის ნუ შეგეშინდებათ — ეს საშუალებას მოგცემთ, ნამდვილი ემოციები გამოცადოთ. პარტნიორი თქვენს გამბედაობას დააფასებს. თუ საყვარელ ადამიანთან კონფლიქტი გაქვთ, ეცადეთ სიტუაცია არ გაამწვავოთ, პარტნიორს მოუსმინოთ და მისი თვალსაზრისი გაიგოთ.

ხელმძღვანელთან და გავლენიან ადამიანებთან კამათს ერიდეთ — ნაკლებად სავარაუდოა, შეთანხმებას მიაღწიოთ, ურთიერთობების გაფუჭებას კი შესაძლოა, თქვენთვის არახელსაყრელი შედეგები მოჰყვეს.

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საღამოს დიდი რაოდენობით ყავისა და სხვა სტიმულატორების მიღებისგან თავი შეიკავოთ.

ქალწული

ქალწულო ქალებო, ზედმეტი დამოუკიდებლობის დემონსტრირებას ნუ ეცდებით — მიეცით მეორე ნახევარს საშუალება, რომ თქვენზე იზრუნოს. სხვა ადამიანების ურთიერთობებში ნუ ჩაერევით, ეს შეიძლება თქვენთვის დიდი პრობლემებით დასრულდეს. იზრუნეთ ახლობლებზე ისე, როგორც საკუთარ თავზე, სიყვარული და მხარდაჭერა გამოხატეთ და ოჯახში ნდობაზე დაფუძნებული გარემო შექმენით.

მშვენიერი დროა თქვენი იდეებისა და პროექტების განსახორციელებლად, მთავარია, რომ თანამოაზრეების გუნდი შეკრიბოთ და საქმეს შეუდგეთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი კეთილსინდისიერად აკეთოთ და არა სხვების მოსაწონად. ვიღაც შეეცდება საეჭვო ავანტიურაში ჩაგითრიოთ, რაც ფინანსურ და რეპუტაციულ ზარალს მოგიტანთ. სპორტისთვის ხელსაყრელი დღეა — გირჩევთ, მოხდენილ აღნაგობაზე ზრუნვა მარტივი ვარჯიშებით დაიწყოთ.

სასწორი

სამყაროში, სადაც ადამიანები რომანტიკის ნაკლებობას უჩივიან, შეგიძლიათ რაღაც უჩვეულო და ამაღელვებელი მოიფიქროთ და საყვარელი ადამიანი სასიამოვნოდ გააოცოთ. შესაძლოა, რომელიმე ახლობელმა პირში უსიამოვნო სიმართლე მოგახალოთ. განაწყენების ნაცვლად, დაფიქრდით იმაზე, სიტუაცია როგორ გამოასწოროთ.

მოძებნეთ სანდო ადამიანი, რომელსაც თქვენი პრობლემების ნაწილს მაინც გადააბარებთ. უცხო საკვების დაგემოვნებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ — მოწამვლის მაღალი რისკია. სამსახურში ეცადეთ, კონფლიქტურ სიტუაციებში არ გაეხვიოთ.

მორიელი

რას დათმობთ სიყვარულისთვის? სცადეთ, ამ კითხვაზე გულწრფელად უპასუხოთ და მაშინვე მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ! რომელიმე ახლობელი ადამიანის ავადმყოფობამ შესაძლოა გეგმები შეგაცვლევინოთ, თუმცა ნათესავზე ზრუნვა ახლა პრიორიტეტული უნდა გახდეს. ადამიანი, რომლის იმედიც გაქვთ, დანაპირების ნახევარსაც ვერ შეასრულებს. მოულოდნელი საზრუნავი თავზე ზვავივით დაგატყდებათ. ეცადეთ თქვენი მოვალეობების ნაწილი იმ ადამიანს გადააბაროთ, ვისაც ენდობით.

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ შესაძლოა, ქრონიკული დაავადებები გაგიმწვავდეთ. ეცადეთ დღე პასიურად გაატაროთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები უამრავ შესაძლებლობას გაძლევენ, რომ სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყოთ. ახლობლებმა შესაძლოა დახმარება შემოგთავაზონ, თუმცა ამ დღეს სასურველია მხოლოდ საკუთარ თავს დაეყრდნოთ. ახალი ნაცნობობისთვის არახელსაყრელი დღეა — ჯერჯერობით სჯობს ურთიერთობის წრე არ გააფართოოთ. აუცილებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ „ორმაგ თამაშში“ ჩაერთოთ, თუმცა ფრთხილად იმოქმედეთ, რომ თქვენი საქმიანი სახელი არ შეილახოს.

შესაძლოა მეგობრების ან ნაცნობების დახმარებით დაუგეგმავი შემოსავალი მიიღოთ, რაც რამდენიმე პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ. საღამოს შეგიძლიათ თავს გემრიელი კერძებით სინდისის ქენჯნის გარეშე გაუმასპინძლდეთ — დაძაბული კვირის ბოლოს ეს ნამდვილად დაიმსახურეთ.

თხის რქა

იზრუნეთ ერთმანეთზე, ყურადღება გამოიჩინეთ, პატიება და ბოდიშის მიღება ისწავლეთ — ამის გარეშე ჰარმონიული ურთიერთობა შეუძლებელია. დასვენების დღეებში კონცერტზე ან თეატრში წასვლა თქვენს ოჯახურ ცხოვრებას ნათელ ემოციებს შემატებს. ეს დღე ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ხელსაყრელ პირობებს შექმნის.

ისწავლეთ სწრაფი რეაგირება, სიტუაციის მიხედვით მოქმედება და გეგმების შეცვლა. თუ ტაქიკარდიას ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა პრობლემებს იგრძნობთ, თავი შეიკავეთ ფიზიკური აქტივობისგან, ყავისა და, მით უმეტეს, ალკოჰოლური სასმელების მიღებისგან!

მერწყული

თუ ბოლო დროს თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის „კედელი“ აღიმართა, ახლა მისი დანგრევისთვის ხელსაყრელი დროა. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ძველი წყენა და გაუგებრობა წარსულში დარჩება.

ეცადეთ დრო გამონახოთ იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებმაც ოდესღაც გასაჭირში არ მიგატოვეს. ახალი საქმის დაწყებას ცდილობთ, თუმცა შემოსული წინადადებები არც ისე პერსპექტიულია, როგორც ცდილობენ წარმოაჩინონ.

მერწყულმა მამაკაცებმა მიზნის მისაღწევად მეტი მონდომება უნდა გამოიჩინონ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება ფინანსურ ოპერაციებში წარმატებას გპირდებათ. თავი შეიკავეთ სპორტული ვარჯიშებისგან — ამჟამად გადაღლა არასასურველია.

თევზები

ვარსკვლავები გირჩევენ, თქვენი გრძნობები კონკრეტული საქმეებით განამტკიცოთ, თუმცა ფრთხილად იმოქმედეთ და თქვენს რომანტიკულ აქტივობას ნუ გაასაჯაროებთ. მეორე ნახევართან ურთიერთობას განახლება სჭირდება, განსაკუთრებით თუ რუტინისგან მოწყენილობასა და დაღლილობას გრძნობთ.

კარგი დღეა ლამაზი ნივთებისა და ფუფუნების საგნების შესაძენად. ოღონდ დაფიქრდით, რამდენად გჭირდებათ ისინი, რომ შენაძენი ფულის ფუჭი ფლანგვა არ აღმოჩნდეს. კვების მენიუს გასაუმჯობესებლად ბევრი წყალი და ბუნებრივი პროდუქტები უნდა მიირთვათ — ეს თქვენი კანის ჯანმრთელობაზე დადებითად აისახება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

27 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge