დღის ჰოროსკოპი

25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:30

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სიყვარულის ახსნისა და ხელის თხოვნისთვის ხელსაყრელი დღეა. იმის გამო, რომ პირად პრობლემებში ზედმეტად ჩაძირული ხართ, გარშემომყოფებთან ურთიერთობაში გაუგებრობა გელით. სავარაუდოდ, საკუთარი პრინციპების აქტიურად დაცვა მოგიწევთ. სასიამოვნო მოვლენა, რომელიც დღის პირველ ნახევარში მოხდება, მხნეობითა და ოპტიმიზმით აგავსებთ. თქვენ არა მხოლოდ პერსპექტივების დანახვას, არამედ მათ გამოყენებასაც შეძლებთ.

ასტროპროგნოზი რამდენიმე მსხვილ ხარჯს გიწინასწარმეტყველებთ. მათი ნაწილი მოულოდნელი იქნება, თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ნერვიულობის მიზეზი არ გაქვთ — შემოსავლების ზრდის ტენდენცია შენარჩუნდება. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ.

კურო

თუ მარტოხელა ხართ, პირადი ბედნიერება ახლოსაა - სულ მალე ოცნების ადამიანს შეხვდებით.

დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია კამათი და დაპირისპირება, როგორც კოლეგებთან, ისე ხელმძღვანელობასთან, თუმცა თქვენი სიმართლის დამტკიცებას შეძლებთ. მშვენიერი დღეა დაუგეგმავი საყიდლებისთვის. ეცადეთ ცოტა ხნით განმარტოვდეთ და საკუთარ ემოციებსა და მიზნებში გაერკვიოთ.

ტყუპები

ამ დღეს შეიძლება თქვენი ყველაზე გაბედული ფანტაზიებიც კი ასრულდეს. შინაგან ინტუიციას ენდეთ — ის არ გიღალატებთ! გამოთქმები ფრთხილად შეარჩიეთ, მაშინაც კი, როცა მეგობრებს ელაპარაკებით ან უბრალოდ ხუმრობთ — არასდროს იცით, თქვენს ნათქვამ სიტყვას ვინ როდის გამოიყენებს.

სამსახურთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებას ნუ იჩქარებთ. ჯობია, ყოველი ნაბიჯი კარგად დაგეგმოთ და მოსალოდნელი შედეგები შეაფასოთ. წარმატებული დღეა ეკონომიკური პრობლემების მოსაგვარებლად. ამ დღეს საინტერესო შეთავაზებები გელით, რომლებიც სასურველია პარტნიორთან ერთად განიხილოთ.

ნუ უგულებელყოფთ ჯანმრთელობის პრობლემებს, რომლებიც ამ თავს დღეს იჩენს.

კირჩხიბი

მოვლენების დაჩქარებას ნუ ეცდებით — შეიძლება პარტნიორი დააფრთხოთ. ამასთან, გახსოვდეთ, რომ მოკლე დროში მყარი ურთიერთობის აშენება შეუძლებელია. ეჭვიანობა და უნდობლობა ცუდი მრჩევლებია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეჭვის შესატანად ობიექტური მიზეზები არ გაქვთ. შესაძლოა რომელიმე კოლეგა თქვენზე განაწყენდეს და საჯაროდ დაგიპირისპირდეთ. შეეცადეთ, პრობლემის სათავე იპოვოთ და კეთილგანწყობილი ურთიერთობა აღადგინოთ.

ბოლო დროს ბედი შემოსავლებით არ განებივრებდათ, თუმცა ურთიერთობების მხრივ საწუწუნო არაფერი გაქვთ. ვარსკვლავები გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე კირჩხიბებს აფრთხილებენ, რომ დღის პირველ ნახევარში პლანეტების განლაგება მათზე უარყოფითად იმოქმედებს.

ლომი

ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატაროთ —ერთმანეთს შემოქმედებითი ენერგიით დამუხტავთ და ეს ორივეზე დადებითად იმოქმედებს.
არახელსაყრელი დღეა რემონტის დაწყებისთვის — შესაძლოა, სასურველი შედეგი ვერ მიიღოთ და ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწიოთ.

პრობლემების გადაჭრის უამრავი შესაძლებლობა გექნებათ და ეცადეთ ხელიდან არ გაუშვათ. დახმარებას ისეთი ადამიანისგან მიიღებთ, რომ ვერ წარმოიდგენდით. ​​ეს დღე იდეალურია თანამოაზრეების შეხვედრისა და გუნდური მუშაობისთვის.

საღამოს თქვენი სიცოცხლისუნარიანობა მნიშვნელოვნად შემცირდება. შეიძლება თავი „ზედმეტად“ იგრძნოთ და განმარტოება მოგინდეთ.

ქალწული

სურვილი გექნებათ, რომ საკუთარი წარმატებები საყვარელ ადამიანს გაუზიაროთ და ისიც მხარს დაგიჭერთ. შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ გარშემო მყოფები თქვენს წინააღმდეგ არიან განწყობილნი, თუმცა ეს მხოლოდ თქვენი ეჭვებია. იმედს ნუ დაკარგავთ, თუ თქვენი გეგმები ბოლო წუთს ჩაიშალა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას ყურადღებით იყავით, განსაკუთრებით მაშინ, თუ მიმდინარე საქმეები ფინანსურ ხარჯებს უკავშირდება.

ხალხმრავალ ადგილებში სიფრთხილე გამოიჩინეთ, თორემ შეიძლება ფული ან ძვირფასი ნივთი დაკარგოთ. რელაქსაციის პროცედურები ან მედიტაცია სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

გირჩევთ, პრობლემების გადასაჭრელად ახალი, განსხვავებული მიდგომა გამოიყენოთ! ეცადეთ სამსახურებრივ მოვალეობებსა და პირად ცხოვრებას შორის დრო თანაბრად გაანაწილოთ, თუმცა თუ არჩევანის გაკეთება მოგიწევთ, უპირატესობა სიყვარულს მიანიჭეთ. ვარსკვლავების განლაგება მიუთითებს, რომ ოჯახის წევრების მიმართ მეტი მოთმინება და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ.

ამ დღეს პრობლემის არსს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე დაინახავთ და რთული საკითხის გადაჭრის გზას ადვილად იპოვით. ვარსკვლავები გირჩევენ, ფული უფრო ფრთხილად ხარჯოთ, რადგან უფრო სერიოზული საქმეებისთვის დაგჭირდებათ.

თუ ზედმეტ კილოგრამებს ებრძვით, მენიუდან ცომი და ცხიმიანი კერძები უნდა გამორიცხოთ.

მორიელი

ამ დღეს მომაბეზრებელი სატელეფონო ზარები, ურთიერთობების გარკვევა და მსგავსი აქტივობები თქვენს კავშირს მხოლოდ ავნებს. გირჩევთ, საცხოვრებელი სივრცის მოწყობით დაკავდეთ და ინტერიერის ნივთები შეიძინოთ, რათა სახლში მყუდრო ატმოსფერო შექმნათ.

ამ დღეს შეგიძლიათ ხელმძღვანელისგან ჯილდოს მიღების ან შექების იმედი გქონდეთ. სამსახურში მოსალოდნელია ფინანსური შემოწმება, ამიტომ ეცადეთ, თავი წინასწარ დაიზღვიოთ. შეგიძლიათ რამდენიმე დღით ბიულეტენიც კი აიღოთ.

მშვილდოსანი

ვენერას გავლენით თქვენი მომხიბვლელობა გაიზრდება, რაც პირად ცხოვრებაზე დადებითად აისახება. მარტოხელებს შანსი ექნებათ, რომ სასიყვარულო რომანი დაიწყონ, ხოლო დაოჯახებულები ახლობლების გარემოცვაში დროს სასიამოვნოდ გაატარებენ. ეცადეთ ოჯახის წევრების მიმართ უფრო მომთმენი იყოთ. ზურგს უკან ჩურჩულსა და ჭორებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ. თუ თქვენზე ლაპარაკობენ, ესე იგი, თქვენი შურთ!

დღეს სწრაფ გამდიდრებასთან დაკავშირებით ამბიციების მოთოკვა მოგიწევთ. ძალიან გინდათ იმ საქმით დაკავდეთ, რომელიც დიდი ხანია გიზიდავთ, მაგრამ ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამის დრო ჯერ არ დამდგარა!

გამორიცხული არ არის როგორც ფიზიკური, ისე ნერვული გადაღლა. შეეგუეთ იმაზე ფიქრს, რომ შექმნილ სიტუაციასთან გამკლავებას ყველა ვერ შეძლებს.

თხის რქა

ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ გრძნობების გამოხატვისას გარკვეული სიფრთხილე გამოიჩინოთ და სტუმრების მისაღებად მოემზადოთ! გარშემომყოფებს თქვენი ჩივილით ნუ შეაწუხებთ. ჯერ დაფიქრდით და კარგად განსაჯეთ, რამდენად გამართლებულია თქვენი პრეტენზიები.

დაწყებულ საქმეს შუა გზაზე ნუ მიატოვებთ და უკან არ დაიხიოთ. ეცადეთ ხმაურიან კომპანიებს მოერიდოთ და სხვის გავლენას არ დაემორჩილოთ. სწორად შერჩეული დიეტა და ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ, რომ საუკეთესო ფორმა და განწყობა დიდხანს შეინარჩუნოთ.

მერწყული

დაოჯახებულ მერწყულებს მეუღლის ნათესავებთან დაპირისპირება ელით, რომლებიც თქვენს პირად საქმეებში ჩარევას ეცდებიან. შესაძლებელია, რომ ახლობელი ადამიანისგან ახალი ამბავი გაიგოთ, რომელიც ბევრ რამეს შეცვლის.

ამ დღეს მნიშვნელოვან შეხვედრებს ნუ დაგეგმავთ და საბუთებს ხელს ნუ მოაწერთ. განსაკუთრებული ყურადღება გარიგებებისა და მოლაპარაკებების დროს გმართებთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ სიფხიზლე არ დაკარგოთ. თავი შეიკავეთ ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში ალერგიული რეაქცია გელით.

თევზები

მარტოხელა თევზებს იმედის მომცემი შეხვედრები და საინტერესო, თუმცა ხანმოკლე ნაცნობობა ელით. თუ ახლობელ ადამიანებს გულახდილად დაელაპარაკებით, შეძლებთ გათავისუფლდეთ შფოთვისგან, რომელიც ძალიან გთრგუნავთ. ვარსკვლავები გირჩევენ — იმისთვის, რომ თქვენი გაიგონ, სხვების მოსმენა უნდა ისწავლოთ!

სამსახურში ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩაივლის. შეგიძლიათ თვითანალიზით დაკავდეთ, შედეგები შეაჯამოთ, შეცდომები და მიღწევები განიხილოთ. საღამოს მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელების მიღებას, ავტომობილის სწრაფად მართვას და ბასრ ხელსაწყოებთან მუშაობას.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge