დღის ჰოროსკოპი

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

წინ რთული პერიოდი გელოდებათ - მოსალოდნელია ეჭვიანობის შეტევები და ცდუნებების მოზღვავება. გირჩევთ, დღის უმეტესი ნაწილი ოჯახურ გარემოში გაატაროთ და საყოფაცხოვრებო საქმეები მოაგვაროთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ, რომ დაგროვილ პრობლემებს დროულად გაუმკლავდეთ. ძალას წვრილმანებზე ნუ დახარჯავთ, თორემ დაწყებულის დასრულება გაგიჭირდებათ.

მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების დასადებად არახელსაყრელი დროა, თუმცა შესაძლებელია ფინანსურ ან საბირჟო ოპერაციებში კარგი შემოსავალი მიიღოთ. ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. უახლოეს ხანებში არსებობს ტრავმებისა და ავარიების საფრთხე, რაც გაუფრთხილებლობის ბრალია.

კურო

ურთიერთობებში დიდმა მოლოდინებმა შესაძლოა, დიდი იმედგაცრუება გამოიწვიოს. კეთილგონიერება და ურთიერთგაგება კონფლიქტების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. კარიერული და პროფესიული საქმიანობისთვის შესანიშნავი დღეა. დაოჯახებულ კუროებს ვურჩევთ, აგარაკის ან მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობა დაიწყონ.

შესაძლოა, ამ დღეს თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნებებიც კი ახდეს, თუმცა, ფინანსურ სფეროში სტაბილურობამდე ჯერ კიდევ შორია, ამიტომ დიდ და დაუგეგმავ ხარჯებს უნდა მოერიდოთ.

გაითვალისწინეთ, რომ დღეს თქვენი აურა „ენერგეტიკული ვამპირებისა“ და ტოქსიკური ადამიანების მიმართ დაუცველია.

ტყუპები

თუ პარტნიორთან დაკავშირებით კითხვები გაქვთ, ჯობია ღიად და გულწრფელად ისაუბროთ. გულში დაგროვილი ეჭვები ურთიერთობის გაგრძელებას შეუძლებელს ხდის და მთლიანად ანგრევს. ოჯახში მშვიდობის შენარჩუნებისთვის მოთმინება, კომპრომისის პოვნა და ემოციების კონტროლი დაგჭირდებათ.

თუ წარმატების მიღწევა გსურთ, სიზარმაცე და პასიურობა უნდა დაძლიოთ. შემოსავლებით ტრაბახს და ფულის გაასესხებას ერიდეთ, თორემ შეიძლება თაღლითების მსხვერპლი გახდეთ.

კომერციული ოპერაციებისას ფხიზლად იყავით და ნუ ენდობით სიტყვებს, რომლებიც საბუთებით არ არის დადასტურებული. ინფექციებისგან თავის დასაცავად, ხალხმრავალ ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტს ერიდეთ.

კირჩხიბი

ცარიელი დაპირებების დრო დასრულდა - ამ დღეს სიყვარულში კონკრეტული ქმედებებია საჭირო. გირჩევთ, ახლობლებთან ურთიერთობაში დაშვებული შეცდომები აღიაროთ და თუ საჭიროა, მოიბოდიშოთ. სასიცოცხლო ენერგიის კლებამ შესაძლოა განწყობის გაუარესება და გულმავიწყობა გამოიწვიოს.

ამ დღეს შედეგებს ნუ შეაჯამებთ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ.

გირჩევთ თქვენს ყოველდღიურობაში ფიზიკური აქტივობა ნელ-ნელა დაამკვიდროთ — დღეიდან უმოძრაობა თქვენი პირველი მტერი უნდა გახდეს!

ლომი

მოგბეზრდათ იღბლის ლოდინი? ვარსკვლავები გპირდებიან, რომ მონდომების შემთხვევაში მთების გადადგმას შეძლებთ! თუ მარტოხელა ხართ, დროა, გარისკოთ და გრძნობებში გამოუტყდეთ ადამიანს, რომელიც დიდი ხანია, მოგწონთ.

ოჯახის წევრებს უსაფუძვლო ეჭვების გამო არ აწყენინოთ — მაშინაც კი, თუ საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული ხართ, ეცადეთ სხვის აზრსაც მოუსმინოთ. თუ კოლეგებთან ურთიერთობა არ ეწყობა, დაფიქრდით, რა არ მოსწონთ. იქნებ ზედმეტად ცივი და ოფიციალური ჩანხართ? ბედი მცირე ფინანსურ საჩუქარს გიმზადებთ, მთავარია, ფული უსარგებლო ნივთებში არ გადაყაროთ.

სტომატოლოგიური პროცედურები უმტკივნეულოდ ჩაივლის, ასე რომ, ექიმთან ვიზიტს ნუ გადადებთ.

ქალწული

გეჩვენებათ, რომ თქვენი რჩეული ცდილობს, მწარე სიტყვებით გული გატკინოთ. კოლეგა, რომელიც მეგობარი გეგონათ, ცდილობს სხვა კოლეგების ან ხელმძღვანელობის თვალში უარყოფითად წარმოგაჩინოთ. ზოგი კოლეგისთვის თქვენი პროფესიული იდეები ზედმეტად ავანგარდული აღმოჩნდება.

მომდევნო 24 საათის განმავლობაში სიმშვიდისა და მოთმინების მაგალითს აჩვენებთ. გადაღლა და უარყოფითი ემოციები შესაძლოა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს, ამიტომ დასვენებაზე და ემოციური ძალების აღდგენაზე იფიქრეთ.

საუკეთესო დროა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და ვარჯიშისთვის.

სასწორი

ამ დღეს საქმესა და სიყვარულს შორის არჩევანის გაკეთება მოგიწევთ. უსმინეთ ახლობელი ადამიანის რჩევას, თუმცა ისე მოიქეცით, როგორც გული გიკარნახებთ. გამორიცხული არ არის, რომ სამსახურებრივი რომანის გამო სამუშაო ადგილის შეცვლა მოგიწიოთ.
თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, იცოდეთ, რომ მოულოდნელი შეხვედრა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

სასიამოვნო ფიქრები და სიმშვიდე თქვენს ცხოვრებაში ფინანსურ სტაბილურობას მოიზიდავს. დაგეგმეთ საქმეები პრიორიტეტების მიხედვით და გეგმას მიჰყევით — სწორად ორგანიზებული სამუშაო საქმეს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ.

მორიელი

ეცადეთ, საყვარელ ადამიანთან ბოლომდე გულწრფელი იყოთ. თქვენი ტყუილი ადრე თუ გვიან გაცხადდება და პრობლემებს შეგიქმნით. რემონტის დაწყება არ იჩქაროთ — ახლა ამის არც დრო გაქვთ და არც რესურსები.

ვარსკვლავები მიგანიშნებენ, რომ პრობლემების მოგვარებაში მეგობრები და ახლობლები უნდა დაიხმაროთ — დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებად დაყავით და იმოქმედეთ. თუ ზაფხულამდე ზედმეყი კილოგრამების მოცილებას გეგმავთ, დიეტასთან ერთად ვარჯიში უნდა დაიწყოთ.

მშვილდოსანი

ამ დღეს ნებისმიერი სადავო საკითხი შესაძლოა დიდ ჩხუბში გადაიზარდოს, ამიტომ ემოციები აკონტროლეთ და დაუფიქრებელ სიტყვებს ერიდეთ. ეცადეთ, ემოციების ნაცვლად, ფაქტებით იხელმძღვანელოთ და ნებისმიერ დებატებში სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ფრთხილად იყავით, რომ თაღლითობის მსხვერპლი არ გახდეთ. ფინანსებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწევთ — ყურადღება არ მოადუნოთ, რათა შეცდომა არ დაუშვათ.

საღამოს ცხიმიან საკვებს და ალკოჰოლურ სასმელს ერიდეთ, საკმარისი რაოდენობის წყალი დალიეთ და სულ მცირე, 7 საათი იძინეთ. შესაძლოა ამ ღამეს წინასწარმეტყველური სიზმარი ნახოთ.

თხის რქა

სიყვარულს დიდხანს და ჯიუტად აშენებდით, ახლა კი ორმხრივი გრძნობებით ტკბობის დროა. საკუთარ ემოციებს ნუ აჰყვებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ახლობლებს აწყენინოთ. ამ დღეს დიდ ცვლილებებს და სიახლეებს არ უნდა ელოდოთ. დაგროვილი საქმეებისა და საბუთების მოწესრიგება დაიწყეთ და ყურადღებით იყავით, რომ შეცდომა არ გაგეპაროთ.

ინვესტირებისა და პერსპექტიულ პროექტებში ფულის დაბანდებისთვის ხელსაყრელი დროა. ხელშეკრულებების გაფორმებისას ფრთხილად იყავით — შესაძლოა ვიღაცამ თქვენი მოტყუება სცადოს. ქალბატონებისთვის სახის ნიღბები და გამაჯანსაღებელი პროცედურები ახლა ძალიან შედეგიანი იქნება.

მერწყული

ვარსკვლავების გირჩევენ, რომ ცოტა ხნით განმარტოვდეთ და საკუთარ შეცდომებსა თუ პარტნიორის ქცევაზე დაფიქრდეთ. გული გართობასა და სიყვარულს ითხოვს, მაგრამ ცხოვრება ოჯახური პრობლემების მოგვარებას გაიძულებთ.

აზრის გამოთქმის ნუ შეგეშინდებათ, თუნდაც ის ყველასგან განსხვავებული იყოს. თქვენმა გამბედაობამ შეიძლება გუნდში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოს. გაუფრთხილდით ხელებს ფიზიკური მუშაობისა თუ ვარჯიშის დროს — დღეს ეს თქვენი ყველაზე სუსტი წერტილია.

თევზები

არასწორი ინფორმაცია, რომელსაც დღეს მიიღებთ, შეიძლება კამათისა და დაპირისპირების მიზეზი გახდეს. თუ სიფრთხილეს არ გამოიჩენთ, ოჯახური კონფლიქტის რისკი არსებობს.

ამ დღეს წარმატების მისაღწევად ინტელექტუალური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენა დაგჭირდებათ. თუ კოლეგა დახმარებას გთხოვთ, დაეხმარეთ და ერთგულ მეგობარს შეიძენთ. საქმიანი განწყობის მიუხედავად, მთელი დღე დაბრკოლებებთან გამკლავება მოგიწევთ.

დღეს თქვენს მენიუში ბოსტნეული, ხილი და ცოტაოდენი ტკბილეული უნდა შეიტანოთ — ორგანიზმი ნახშირწყლებს ითხოვს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge