დღის ჰოროსკოპი

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:00

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მალე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების პერსპექტივა გაჩნდება, რაც ოჯახურ ურთიერთობებს გამოაცოცხლებს. კოლეგებთან და ხელმძღვანელობასთან ურთიერთობაში მოსალოდნელია დადებითი ცვლილებები. ზოგადად, პერსპექტიული დღეა - შეიძლება საოცნებო ნივთი ხელსაყრელ ფასად შეიძინოთ ან მეგობრის დახმარებით ფული მოგებიანი პირობებით დააბანდოთ.

ეცადეთ გარშემომყოფებს დაეხმაროთ — ეს თქვენს კარმაზე დადებითად აისახება. იმ ვერძებს, რომლებსაც საკვებისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებაში ზომიერების დაცვა უჭირთ, შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყოთ.

კურო

პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები, რომლებიც გაიძულებთ ცხოვრებისეულ შეხედულებებს და პარტნიორისადმი დამოკიდებულებას გადახედოთ. შესაძლოა, უახლოეს დღეებში თქვენი მეორე ნახევარი საკუთარ აზრებსა და შიშებს გაგიზიარებთ და შეიძლება „ოჯახის ფსიქოლოგის“ როლის შესრულება მოგიწიოთ.

თუ არ იზარმაცებთ ბევრ სასარგებლო ინფორმაციას მიიღებთ და ახალ, საქმიან პარტნიორებს იპოვით. გამორიცხული არ არის, რომ საკუთარი საქმის დაწყება შეძლოთ. ასაკოვანმა ან დასუსტებულმა ადამიანებმა ჯანმრთელობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ. ნერვებს გაუფრთხილდით — ემოციური დისბალანსი შეიძლება დაავადების მიზეზი გახდეს.

ტყუპები

ამ დღეს რასაც მოინდომებთ, ყველაფერი გამოგივათ: გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენა, საყვარელ ადამიანთან შერიგება თუ ახალი, მშფოთვარე რომანის დაწყება. ვარსკვლავები მარტოხელა ტყუპებს ახალ ნაცნობობას ჰპირდებიან, ასე რომ, დროა სილამაზის სალონს ეწვიოთ და იმიჯის დახვეწაზე იზრუნოთ. შესაძლოა, ისეთი ნივთის შეძენა მოინდომოთ, რისთვისაც ფული არ გყოფნით, მაგრამ ვალის აღებას უნდა მოერიდოთ.

პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა, თუმცა ეს დიდხანს არ გაგრძელდება. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ზედმეტმა ემოციურობამ და გულუბრყვილობამ შესაძლოა ფსიქოლოგიური წონასწორობა დაგაკარგვინოთ.

კირჩხიბი

მარტოხელა თუ ხართ, არსებობს რომანტიკული შეხვედრის ალბათობა — ახლა ყველაფერი თქვენს ინიციატივაზეა დამოკიდებული. სამსახურის საქმეებით ისე დაიტვირთეთ, რომ მეორე ნახევარი და მისი საჭიროებები სრულიად დაგავიწყდათ, რაც დიდი შეცდომაა. ადრე თუ გვიან, ამ წყენას აუცილებლად გაგახსენებთ.

თუ საქმეს დამოუკიდებლად ვერ უმკლავდებით დახმარების თხოვნა არ მოგერიდოთ. უფულობის პერიოდი სრულდება — მალე შეძლებთ ისეთი რამ შეიძინოთ, რაზეც ადრე ოცნებაც კი არ შეგეძლოთ. არ არის გამორიცხული სამსახურებრივი რომანი, თუმცა, ამან შეიძლება თქვენს კარიერას ზიანი მიაყენოს!

თუ ზედმეტი კილოგრამები გაწუხებთ, მარტო დიეტა ვერ გიშველით - ფიზიკური აქტიურობაც უნდა დაუმატოთ.

ლომი

საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას საფრთხე ემუქრება, ამიტომ პირისპირ, გულწრფელი საუბრის დრო უნდა გამონახოთ. ვარსკვლავების თანახმად, დღეს ან ხვალ საშუალება გექნებათ, რომ დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდეთ.

მხოლოდ მეხსიერების იმედად ნუ იქნებით — მნიშვნელოვანი საქმეები უბის წიგნაკში ჩაიწერეთ, რომ არ დავიწყოთ. საორგანიზაციო საკითხების მოგვარება მარტოს რომ არ მოგიწიოთ, ეცადეთ ურთიერთობები დაალაგოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ გადაღლამ შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები და ქრონიკული დაავადებების გამწვავება გამოიწვიოს.

ქალწული

ეს დღე პირად ცხოვრებაში მცირე სირთულეებს მოგიტანთ. შესაძლოა, მცირე გაუგებრობის გამო გარშემომყოფებთან ურთიერთობა დაიძაბოს. კეთილი განზრახვების მიუხედავად, თქვენმა კატეგორიულობამ შეიძლება თანამოსაუბრეები დააფრთხოს. ეცადეთ, მოვალეობები სწორად გადაანაწილოთ და კოლეგებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობა შეინარჩუნოთ.

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ ადამიანებს, რომლებთანაც თავს ლაღად და ბედნიერად გრძნობთ. გარიგებებისა და მსხვილი შენაძენებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავეთ. სამუშაო ჩვეულებრივზე მეტი გექნებათ, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. საქმიანი კავშირების გაფართოება მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

დიდი ხანია, ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება გსურთ. იქნებ დადგა დრო, რომ უპერსპექტივო ურთიერთობები დაასრულოთ? გირჩევთ, ძვირფასი მომენტების შესანახად ოჯახური ფოტოსესია დაგეგმოთ.

მალე გექნებათ შანსი, რომ ოჯახსა თუ სამსახურში ავტორიტეტი განიმტკიცოთ. გამორიცხული არ არის, რომ კოლეგების დახმარება მოგიწიოთ, შესაძლოა, სხვისი ვალდებულებების ნაწილიც კი საკუთარ თავზე აიღოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე — თუ ფიქრობთ, რომ სპორტის რომელიმე სახეობა თქვენთვის სახიფათოა, სჯობს მასზე უარი თქვათ.

მორიელი

დატკბით ყოველი წამით — ვენერას აქტიურობა ვნებების აფეთქებას გპირდებათ. ეცადეთ, ოჯახის წევრებს დაანახვოთ, რომ მათი გესმით და დახმარებისთვის მზად ხართ. პარტნიორებისა და უფროსობის დახმარება დროული იქნება — მათ რჩევებს ყურადღებით მოუსმინეთ, თუმცა საბოლოო შედეგი მხოლოდ თქვენს პრაქტიკულობასა და მონდომებაზე იქნება დამოკიდებული.

ვარსკვლავების განლაგება დაგროვილი პრობლემების გადაჭრისა და საქმიანი მოლაპარაკებების დასრულებისთვის ხელსაყრელია. ახლა კრედიტის ასაღებად არახელსაყრელი დროა — დღეს ნასესხები ფულის დაბრუნება გაგიჭირდებათ.

მშვილდოსანი

თუ საყვარელ ადამიანთან უთანხმოება გაქვთ, იცოდეთ, რომ ჰოროსკოპი ურთიერთობების გარკვევის სამომავლოდ გადადებას გირჩევთ. მოერიდეთ ცხელ გულზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც შეიძლება მალე ინანოთ. გამოიჩინეთ ყურადღება ოჯახის წევრების მიმართ და მათი ცხოვრებით დაინტერესდით. ეცადეთ სახლში თბილი და ჰარმონიული ატმოსფერო შექმნათ.

ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ, კოლეგებთან ამპარტავნებას ნუ გამოიჩენთ და წარმატებებით ნუ იტრაბახებთ — ამით მხოლოდ მტრებს შეიძენთ. აქტიური დასვენება კარგია, მაგრამ უსაფრთხოება არ დაივიწყოთ — ექსტრემალური სპორტი ახლა არასასურველია.

თხის რქა

ახლა გარშემომყოფების აზრი მეორეხარისხოვანია — ინტუიციას ენდეთ, ის სწორ გადაწყვეტილებას გიკარნახებთ! სამსახურში ყურადღება ხშირად გეფანტებათ, რაც სამუშაო პროცესზე და კოლეგებთან ურთიერთობაზე უარყოფითად მოქმედებს. მცირე უსიამოვნებამ შესაძლოა განწყობა გაგიფუჭოთ, თუმცა სანერვიულო არაფერია. შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარების შეხამებით უნიკალური პროექტების შექმნას შეძლებთ, რომლებიც ინვესტორების ყურადღებას მიიქცევს.

შესაძლოა ხერხემლის პრობლემებმა თავი შეგახსენოთ — ექიმს მიაკითხეთ და თვითმკურნალობას ნუ ეცდებით.

მერწყული

გარკვეული დროის განმავლობაში აქტიურობის პიკზე იქნებით. ეცადეთ ეს ენერგია პირადი ცხოვრების მოსაწყობად გამოიყენოთ. პარტნიორთან გაუგებრობის აღმოსაფხვრელად საუკეთესო გზა გულწრფელი საუბარია. თუ გრძნობთ, რომ ძველი კავშირები აღარაფერს გაძლევთ და პირიქით, ხელს გიშლით, შეგიძლიათ უყოყმანოდ დაასრულოთ.

თვის მეორე ნახევარი თქვენთვის ძალიან ხელსაყრელი იქნება — ნებისმიერ წამოწყებას წარმატება ელის. მოერიდეთ კოფეინსა და ალკოჰოლს — მარსი აქტიურ ფაზაშია, ამიტომ ნებისმიერმა სტიმულატორმა შესაძლოა გაღიზიანება გამოიწვიოს.

თევზები

საყვარელი ადამიანის ან მეგობრების გარემოცვაში დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. დააკვირდით თქვენს მეორე ნახევარს — შესაძლოა მას მხარდაჭერა სჭირდება, მაგრამ თქვენს შეწუხებას ერიდება. დაგროვილი საქმეების სასწრაფოდ მოგვარება მოგიწევთ, თუმცა ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მაინც უნდა მოერიდოთ.

ფინანსურ საკითხებში მოსალოდნელია დაბრკოლებები. გირჩევთ ფინანსური პრობლემები ცოტა ხნით დაივიწყოთ და საკუთარ თავს მოდუნების საშუალება მისცეთ. ბოლოდროინდელი სტრესის გამო თქვენი იმუნური სისტემა დასუსტებულია, ამიტომ ახლა დასვენება და სიმშვიდე ძალიან მნიშვნელოვანია.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge