16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
21:55 კვი. 15 მარტი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თუ მარტოხელა ხართ, ვარსკვლავები გირჩევენ, რომ რომანტიკული შეხვედრისთვის მოემზადოთ — ახალი ტანსაცმელი იყიდეთ, ვარცხნილობა შეიცვალეთ და პაემანზე არ დააგვიანოთ. ახლობლებთან ურთიერთობის დროს ეცადეთ, სიტყვები აკონტროლოთ და ემოციები მოთოკოთ, თორემ შეიძლება უახლოესი მეგობარი გაანაწყენოთ. ერიდეთ შუახნის ქალბატონს, რომელსაც ზურგს უკან კოლეგებზე ჭორაობა უყვარს — შესაძლოა, ის თქვენზე ბოროტ ხმებს ავრცელებს.
მოულოდნელი ფინანსური შემოსავალი ძალიან დროული იქნება და დაგიროვილ პრობლემებს ნაწილობრივ მოგიგვარებთ. მომდევნო 24 საათის განმავლობაში თავს შესანიშნავად იგრძნობთ, რაც დაწყებული საქმეების დასრულებაში დაგეხმარებათ.
კურო
სიყვარულში წარმატება გელით, რაც მთლიანად თქვენს სურვილებსა და აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. ეზოტერიკოსები გირჩევენ, რომ საკუთარ შეგრძნებებს განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდოთ. პლანეტების განლაგება პანიკისა და იძულებითი განშორების საფრთხეზე მიუთითებს. შეცდომების თავიდან ასაცილებლად შინაგანი სიმტკიცე და მოთმინება დაგჭირდებათ.
დღეს ენერგიით სავსე იქნებით და ნებისმიერ ჩანაფიქრს იოლად განახორციელებთ. ნუ გაამხელთ შემოსავლების ოდენობას შურის ასაცილებლად. ახლობელი ადამიანის რჩევა ზედმეტი ხარჯებისგან დაგიცავთ. სტრესის მოსახსნელად აუზზე ჩაეწერეთ.
ტყუპები
ეცადეთ, რომ ახალმა ნაცნობობამ გეგმების განხორციელებაში ხელი არ შეგიშალოთ — სამსახურებრივი რომანი ახლა არაფერში გჭირდებათ! მოერიდეთ ინტელექტის დემონსტრირებას ადამიანებთან, რომლებიც ამ თვისებას არ აფასებენ.
როგორც ყოველთვის, საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარებაში უფროსი ნათესავები დაგეხმარებიან, თუმცა დაზიანებული ტექნიკის შეკეთება დამოუკიდებლად მოგიწევთ. ახალ საქმეებს თამამად შეეჭიდეთ — ვარსკვლავების კეთილგანწყობა წარმატებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა შეგახსენოთ თავი ძველმა ქრონიკულმა დაავადებებმა.
კირჩხიბი
სიყვარულზე ფიქრი და რომანტიკული მოგონებები ძალას გმატებთ. გრძნობების გაზიარების ნუ შეგეშინდებათ — გულახდილი საუბარი ურთიერთგაგებას გააუმჯობესებს. დღეს რთული პრობლემის მოგვარების იოლ გზას იპოვით.
თვის მეორე ნახევარი არახელსაყრელი დროა ახალი საქმეების დასაწყებად, ამიტომ ეცადეთ უკვე დაწყებული საქმეები დაასრულოთ. თავიდან თქვენი გადაწყვეტილება ყველას გააოცებს, თუმცა მოგვიანებით თქვენს სიმართლეს ყველა აღიარებს. შესაძლოა ძილთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ, ამიტომ დასვენებას და ძალების აღდგენას მეტი დრო დაუთმეთ.
ლომი
თუ ურთიერთობებში გაჩენილი სირთულეები დროულად არ მოაგვარეთ, პრობლემები უფრო გაღრმავდება. ხანდაზმული ნათესავები მოინახულეთ — მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ. საქმიან ქაღალდებთან მუშაობისას მოსალოდნელია შეფერხებები. ნუ იჩქარებთ, თორემ შეიძლება შეცდომა დაუშვათ!
ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგება ფინანსურ წარმატებას ან საჭირო ადამიანის მხარდაჭერას მოგიტანთ. ბოლო დროს სამსახურში ძალიან იღლებით, ამიტომ გირჩევთ, ჯანმრთელობაზე იზრუნოთ და საღამო დასვენებას დაუთმოთ.
გარშემო მყოფების მიმართ გულუხვობა გამოიჩინეთ და მთელი თვის განმავლობაში სასიამოვნო სიურპრიზებს მიიღებთ. გახსოვდეთ, რომ ცხელი ჩაი და კარგი წიგნი დეპრესიის საუკეთესო წამალია.
ქალწული
შურიანმა ადამიანებმა შეიძლება ძალიან დაგაზიანონ, ამიტომ დამალეთ თქვენი გრძნობები გარშემომყოფებისგან. ყურადღება მიაქციეთ სამუშაო გარემოს — შესაძლოა, კომფორტის მისაღწევად რაიმეს შეცვლა გჭირდებათ. მალე თქვენს ცხოვრებაში ფინანსური სტაბილურობის პერიოდი დადგება და თქვენი შრომა დაფასდება.
სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე და ელექტროხელსაწყოებთან მუშაობისას — არსებობს საყოფაცხოვრებო ტრავმების რისკი. ასაკოვან ქალწულებში მოსალოდნელია არტერიული წნევის ცვალებადობა, ამიტომ ფიზიკურ და ემოციურ დატვირთვას მოერიდეთ.
სასწორი
ხელიდან არ გაუშვათ შანსი, რომ საყვარელ ადამიანს თქვენი ოცნებები გაუზიაროთ — ეს თქვენს ურთიერთობას ახალ სიღრმეს შესძენს. პარტნიორი სასიამოვნო სიურპრიზს გიმზადებთ და ეცადეთ თქვენც რამით გაახაროთ. ინტუიცია სამსახურში უსიამოვნებებისგან დაგიცავთ. ნუ ენდობით ჭორებს — ვიღაც თქვენთვის ხაფანგის დაგებას ცდილობს.
ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამ დღეს ყველა საქმე ფულს უკავშირდება. დანაკარგის თავიდან ასაცილებლად ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს უნდა მოერიდოთ. საღამოს შეუძლოდ ყოფნას ნუ უგულებელყოფთ — კარგი იქნება, რომ ექიმთან მიღებაზე ჩაეწეროთ.
მორიელი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში მცირე გაუგებრობა შეიძლება დიდ პრობლემად იქცეს. თუ ძველი წყენის პატიება და დავიწყება არ შეგიძლიათ, სჯობს, ცოტა ხნით ერთმანეთისგან დაისვენოთ. გამოიჩინეთ ყურადღება ოჯახის წევრების მიმართ — მათ თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ.
ეს პერიოდი ხელსაყრელია სამომავლო გეგმებისა და ისეთი ნაცნობობისთვის, რაც კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ. იყავით გაბედული, პასუხისმგებლობის აღების არ შეგეშინდეთ — ეს ლიდერის თვისებაა. უფროსი ნათესავების დახმარებით მოსალოდნელია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება. საღამოს სუფთა ჰაერზე გასეირნება თქვენს თქვენს ძილზე და განწყობაზე დადებითად იმოქმედებს.
მშვილდოსანი
გირჩევთ, თავისუფალი დრო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატაროთ და ოჯახურ პრობლემებზე გულახდილად ისაუბროთ. ურთიერთობაში შესაძლოა მცირე დაძაბულობა წარმოიშვას — ვითარებას ნუ გაართულებთ, უმჯობესია ეს ენერგია ვნებად აქციოთ.
პლანეტების განლაგება სამსახურში სწრაფ და მნიშვნელოვან შედეგს გპირდებათ. დღის მეორე ნახევარი საკუთარ თავს დაუთმეთ - სილამაზის სალონში წადით ან უბრალოდ პარკში გაისეირნეთ, თუმცა შოპინგს უნდა მოერიდოთ. ნაჩქარევ დაპირებებს ნუ გასცემთ და უკვე აღებულ ვალდებულებებს პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. დაივიწყებთ ფიზიკურ აქტივობას — ვარჯიში თქვენს განრიგში აუცილებლად შეიტანეთ.
თხის რქა
თუ გრძნობთ, რომ ურთიერთობა ნელ-ნელა ცივდება, სიახლეები გჭირდებათ. როგორც სახლში, ისე სამსახურში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ეცადეთ, სხვისი გავლენის ქვეშ არ მოექცეთ. ძალების აღდგენაში პასიური დასვენება ან საყვარელი საქმიანობა დაგეხმარებათ.
შეეცადეთ, ცუდი ფიქრები თავიდან ამოიგდოთ. ყურადღებით მოუსმინეთ ადამიანს, რომელიც ყოველთვის ბევრ ინფორმაციას ფლობს - შესაძლოა, მისგან რაღაც ისეთი გაიგოთ, რაც მომავალში გამოგადგებათ.
მერწყული
მარტოხელა მერწყულებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით, რაც შესაძლოა ოჯახის შექმნით დაგვირგვინდეს. იყავით თავდაჯერებული და საკუთარი თავის წარმოჩენა ნუ მოგერიდებათ. მოსალოდნელია სიურპრიზები და ამბები, რომლებსაც დიდი ხანია ელოდით.
თუ აქტიურობას გამოიჩენთ, ბევრს მიაღწევთ. დღის განრიგს გადახედეთ და ზედმეტი საქმეები ამოშალეთ — ახლა წვრილმანებზე დროის დაკარგვა არ ღირს. მალე გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით, ამიტომ თუ ვალის აღება არ გსურთ, დამატებითი შემოსავლის წყარო უნდა მოძებნოთ. ფიზიკურად თავს შესანიშნავად გრძნობთ და ყველაზე რთულ საქმესაც კი თავს ადვილად ართმევთ.
თევზები
საკუთარი ინტერესების დაცვის დროა, ამიტომ თამამად უნდა იმოქმედოთ. შესაძლოა მოულოდნელად შორეული ნათესავები ან დიდი ხნის უნახავი ნაცნობები გესტუმრონ. მოსალოდნელია მცირე საყოფაცხოვრებო გაუმართაობა, რაც გეგმებს ცოტათი აგირევთ.
სამსახურში არსებული ტოქსიკური გარემო და ინტრიგები მალე წარსულს ჩაჰბარდება და მატერიალურ მხარდაჭერას მიიღებთ, რომელიც სურვილების ასრულებაში დაგეხმარებათ.
ჯანმრთელობის საიდუმლო კი მარტივია: მეტი ხილი, ბოსტნეული და ნაკლები სტრესი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან