15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
21:44 შაბ. 14 მარტი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს ემოციები პიკს მიაღწევს. გრძნობების გამხელის ნუ შეგეშინდებათ – თქვენი რჩეული ყურადღებით მოგისმენთ, თუმცა, შესაძლოა სიხარულზე მეტი სანერვიულო გაგიჩინოთ.
ნუ გაუბრაზდებით და ყურადღებით მოუსმინეთ ადამიანს, რომელიც უსიამოვნო სიმართლეს გეუბნებათ — მას თქვენთვის მხოლოდ სიკეთე სურს. სწორ გზაზე დგახართ, ამიტომ პრინციპებს ნუ უღალატებთ. მალე მნიშვნელოვანი თანხის დაგროვებას შეძლებთ, რაც საკუთარი საქმის განვითარებაში დაგეხმარებათ.
ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, დროა კვების მენიუ შეცვალოთ და მეტი ისეირნოთ.
კურო
ისეთი შეგრძნება გაქვთ, თითქოს პირად ცხოვრებაში რაღაც აირია და ისევ ძველ პრობლემას შეეჯახეთ. "მსხვერპლის" როლის მორგებას ნუ იჩქარებთ. ამ დღეს შესაძლოა, მეზობლებისთვის სიმართლის პირში თქმის შანსი მოგეცეთ, მაგრამ ეცადეთ, საქმე სკანდალამდე არ მიიყვანოთ.
ნუ დაიწყებთ საქმეს, რომლის დასრულება გაგიჭირდებათ - ეცადეთ, მხოლოდ რეალური მიზნები დაისახოთ. მარსის მდებარეობა შემოსავლის გაზრდის შანსს გაძლევთ, ხოლო ურანი უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმეებში დაგეხმარებათ. ეცადეთ, მშვიდად ცხოვრება და აუჩქარებლად მოქმედება ისწავლოთ — მუდმივი ფაციფუცი სულსაც ვნებს და სხეულსაც.
ტყუპები
თუ ჯერ კიდევ მარტოხელა ხართ, ახალი ნაცნობობა სიყვარულზე თქვენს წარმოდგენას სრულიად შეცვლის. თუ ოჯახურ ცხოვრებაში მრავალფეროვნება გსურთ უბრალოდ გარემო უნდა შეიცვალოთ და სადმე დაისვენოთ. ხელსაყრელი დღეა ახალი საქმის დასაწყებად.
მამაკაცებს შანსი ექნებათ, რომ გარშემო მყოფები საკუთარი ნიჭითა და სიმამაცით აღაფრთოვანონ. ანალიტიკური გონება და ალღო საბანკო ანგარიშის შევსებაში დაგეხმარებათ. ნუ მიატოვებთ გასაჭირში ადამიანს, რომელიც ბევრჯერ დაგეხმარათ, თორემ თავს არ აპატიებთ. გირჩევთ, ნერვიულობას მოერიდოთ, რადგან ემოციურმა შოკმა შესაძლოა მწყობრიდან გამოგიყვანოთ.
კირჩხიბი
მოერიდეთ ინტრიგან და ჭორიკანა ადამიანებს და ფრთხილად იყავით, რომ სხვის თამაშებში არ ჩაგითრიონ. ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ თქვენს ცხოვრებაში ცოტაოდენი რომანტიკა შეიტანოთ. ხელსაყრელი დროა ახალი ნაცნობობისთვის.
გამორიცხული არ არის, რომ მოულოდნელმა სიახლემ გეგმების შეცვლა გაიძულოთ. მათ, ვინც ფულის ხარჯვისკენ არის მიდრეკილი, შესაძლოა მცირე ფინანსური სირთულეები შეექმნათ.
ამ დღეს მთვარისა და მარსის დაპირისპირება სევდიან ფიქრებს აღძრავს, ამიტომ ეცადეთ მხიარული ადამიანების გვერდით იტრიალოთ.
ლომი
შესაძლოა ახალი თაყვანისმცემელი გამოგიჩნდეთ, რომელიც თქვენს ცხოვრებას მთლიანად შეცვლის. სჯობს ეს დღე ახლობლების წრეში გაატაროთ – მათგან დიდ სითბოს და მოულოდნელ საჩუქარს მიიღებთ. მიზნის მიღწევაში შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობის გრძნობა დაგეხმარებათ. მონდომების მიუხედავად, ჯერჯერობით შემოსავლები არ იზრდება, რაც ძალიან გაღელვებთ.
საკუთარი თავისგან მეტისმეტად ბევრს ითხოვთ — არის რაღაც, რასაც ვერ შეცვლით. სიახლეებისა და ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ – ისინი დიდ სიამოვნებასა და სარგებელს მოგიტანთ.
არ ღირს მკურნალობა ხალხური საშუალებებით. თუ თავს შეუძლოდ გრძნობთ, ექიმს უნდა მიმართოთ.
ქალწული
ამ დღეს გექნებათ შანსი, რომ სასიყვარულო საქმეებში დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ. თქვენთვის დამახასიათებელი სიხისტე და პირდაპირობა ამჯერად არ გამოგადგებათ. პირიქით, ეცადეთ ოპონენტებთან საერთო ენა იპოვოთ და შეურიგდეთ მათ, ვისთანაც უთანხმოება გაქვთ. პროფესიულმა წარუმატებლობამ შესაძლოა დეპრესიამდე მიგიყვანოთ, მაგრამ არ დანებდეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ფულის დაგროვება დაიწყოთ, რადგან პრობლემების მოგვარება ხშირად ფინანსებს მოითხოვს.
ამ დღეს ზედმეტმა გულახდილობამ შეიძლება ძალიან დაგაზიანოთ. ამ დღეს ზედმეტმა გულახდილობამ შეიძლება ძალიან დაგაზიანოთ - ვიღაც ეცდება, რომ თქვენი სიტყვები თქვენს წინააღმდეგ გამოიყენოს. სპორტი და აქტიური დასვენება თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს.
სასწორი
საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში შესაძლოა სირთულეები გაჩნდეს, რაც თქვენი ბრალი არ არის. ეცადეთ, ყველა უსიამოვნება გულთან ახლოს არ მიიტანოთ, თორემ ჯანმრთელობას დაიზიანებთ.
ოჯახის წევრებს დახმარებაზე უარს ნუ ეტყვით, თორემ წყენას დიდხანს გაგახსენებენ. დაძაბული დღეა, წარმატებას მხოლოდ მაშინ მიაღწევთ, როცა სიტუაციას სწორად შეაფასებთ და ოპონენტებს საკუთარ სიმართლეში დაარწმუნებთ.
დროსა და ფულს უსარგებლოდ ნუ გაფლანგავთ. თუ კუნთების და სახსრების დაჭიმულობამ შეგაწუხათ, თვითმკურნალობას სჯობია, ექიმს მიმართოთ.
მორიელი
ვარსკვლავები მარტოხელა მორიელებს ურჩევენ, რომ ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედოთ — სასიყვარულო თავგადასავალი სადღაც აქვეა. გირჩევთ, ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან კინკლაობა შეწყვიტოთ – ეს ადამიანები თქვენი მთავარი საყრდენები არიან.
სამსახურში საქმეები დალაგდება, რაც სიმშვიდესა და ცხოვრების ხალისს დაგიბრუნებთ. აკონტროლეთ ხარჯები, რათა ფულის სესხება არ მოგიწიოთ. ჯანსაღი კვება და ფიზიკური აქტივობა არ დაივიწყოთ - უმოძრაობა ზედმეტი კილოგრამების გარდა, არაფერს მოგიტანთ.
მშვილდოსანი
პირად ცხოვრებაში დიდი ხნის ნანატრი ცვლილებები დროა. თქვენი ბედნიერების სხვებისთვის გაზიარება არ იჩქაროთ, რათა შურიანი ადამიანების ყურადღება არ მიიქციოთ. თუ ოჯახის წევრების მხრიდან გულგრილობას გრძნობთ, ამის მიზეზი შეიძლება თქვენივე ჩაკეტილობა იყოს.
ახლა თვითგანათლებისთვის საუკეთესო დროა. სამსახურში ყურადღება ხშირად გეფანტებათ, რაც სამუშაო პროცესზე და კოლეგებთან ურთიერთობაზე უარყოფითად მოქმედებს. ფრთხილად იყავით - გადამეტებულმა ნდობამ შესაძლოა ფული დაგაკარგვინოთ.
თუ დაწყებული საქმეების დროულად დასრულება გსურთ, დილას ადრე უნდა ადგეთ და მოვალეობების ნაწილი სანდო ადამიანებს მიანდოთ.
თხის რქა
ახალი შეხვედრა სასიყვარულო განცდებს მოგიტანთ. გირჩევთ ყველა საქმე გვერდით გადადოთ და ამ წუთებით ისიამოვნოთ. ზოგი თხის რქა სტერეოტიპების ტყვეობაში აღმოჩნდება და ბევრ შეცდომას დაუშვებს.
პლანეტების ქაოტური განლაგება ფინანსურ სირთულეებზე მიგანიშნებთ, თუმცა ეცადეთ, პრობლემები სესხის გარეშე მოაგვაროთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე - თუ გეჩვენებათ, რომ რომელიმე სპორტის სახეობა თქვენთვის სახიფათოა, ჯობია, დროებით თავი შეიკავოთ.
მოსალოდნელია მაგნიტური ქარიშხლების გავლენა, ამიტომ მეტი გამოიძინეთ და ხშირად დაისვენეთ.
მერწყული
ეს დღე საინტერესო ნაცნობობას გპირდებათ. მეგობართან გულახდილი საუბარი საშუალებას მოგცემთ, თქვენი ნამდვილი მიზანი აღმოაჩინოთ. საკუთარი თავის მეტად ირწმუნეთ, განსაკუთრებით პირად ურთიერთობებში. ეცადეთ თქვენი სურვილები შესაძლებლობებს შეუსაბამოთ, რათა იმედგაცრუება თავიდან აიცილოთ.
ნებისმიერ საქმეში ყურადღება წვრილმანებს მიაქციეთ - საქმის წარმატება ამაზეა დამოკიდებული. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უარი თქვით ცხიმიან საკვებზე და სუფთა ჰაერზე მეტი ისეირნოთ.
თევზები
თუ არ იზარმაცებთ, შეიძლება პირადი პრობლემების მოგვარება შეძლოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ მოსალოდნელია კონფლიქტი, განსაკუთრებით - წვეულებაზე. ხელმძღვანელობის მიმართ გამოჩენილი ლოიალობა კარიერულ ზრდაში დაგეხმარებათ.
თქვენს ფიზიკურ მდგომარეობაზე ემოციური ფონი დიდ გავლენას ახდენს. გახსოვდეთ, ქრონიკულმა სტრესმა შეიძლება არასასურველ შედეგებამდე მიგიყვანოთ. იპოვეთ ვინმე, ვისაც გულს გადაუშლით – ეს ემოციურ დაძაბულობას მოგიხსნით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან