19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
20:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ვარსკვლავები გირჩევენ, მეორე ნახევრის არჩევანში გადაწყვეტილება დროულად მიიღოთ. შეგიძლიათ ამ საკითხში საკუთარ ინტუიციას სრულად ენდოთ. ოჯახური ატმოსფეროს გაუმჯობესების მცდელობა წარმატებით დასრულდება. ზოგჯერ გეჩვენებათ, რომ ყველაფერი თავდაყირა დგება — ასეთ დროს საჭიროა თავის ხელში აყვანა და დასახული მიზნისკენ სვლა!
შესაძლოა ძველი პროექტიდან მოულოდნელი ფულადი შემოსავალი მიიღოთ — მზად იყავით მისი გონივრული გამოყენებისთვის. გამოცდილი ადამიანების რჩევები ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ვარსკვლავები დღეს სახლიდან გასვლას არ გირჩევენ — მაღალია ფეხის გადაბრუნების ან დაცემის ალბათობა.
კურო
უახლოეს ხანებში მოსალოდნელია რომანტიკული პაემანი ან ხანმოკლე ერთობლივი მოგზაურობა. მარტოხელებს გაუმართლებთ — ხელი არ გაუშვათ ადამიანს, რომელსაც ბედმა შეგახვედრათ.
მალე შანსი გექნებათ, რომ წარსული შეცდომებიდან სასარგებლო გამოცდილება მიიღოთ. გონივრული ქმედებებით ოჯახურ კავშირებს განამტკიცებთ.
მშვენიერი დღეა კოლეგებისთვის დახმარების ან რჩევის სათხოვნელად — მათი მხარდაჭერა ძალიან გამოგადგებათ. მალე ხელსაყრელი შესაძლებლობა გექნებათ, რომ საჭირო ადამიანებთან ნაცნობობა დაამყაროთ ან დიდი ხნის ნანატრი ნივთი შეიძინოთ.
ტყუპები
თუ დიდი ხანია ოჯახის შესაქმნელად ღირსეულ ადამიანთან შეხვედრაზე ოცნებობთ, იცოდეთ, რომ მალე თქვენი ოცნებები ახდება. ახლობლებმა შესაძლოა დახმარება შემოგთავაზონ, მაგრამ ამჯერად მხოლოდ საკუთარ თავს უნდა ენდოთ. ამჟამად ნაცნობობისთვის საუკეთესო პერიოდი არ არის, ამიტომ სჯობს, ჯერჯერობით სანაცნობო წრე არ გააფართოოთ.
გამორიცხული არ არის, რომ თქვენი ერთგულებისა და შრომისმოყვარეობისთვის მოულოდნელი პრემია ან აღიარება მიიღოთ. ფინანსურად ყველაფერი რიგზეა, ახალი შემოსავლებიც არ დააყოვნებს. რეგულარულად შეასრულეთ სახსრების ვარჯიშები, თუმცა ძალიან ნუ გადაიტვირთებით, რომ უკუშედეგი არ მიიღოთ.
კირჩხიბი
ეს პერიოდი უამრავ რომანტიკულ თავგადასავალსა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრას გპირდებათ. ნუ ეცდებით, რომ მუდმივად გარშემომყოფების მოთხოვნებს მოერგოთ, ასე საკუთარ ინდივიდუალურობას დაკარგავთ, რაც დაუშვებელია. გამორიცხული არ არის, რომ ზოგი კირჩხიბი ჭორების მსხვერპლი გახდეს. ეს შესაძლოა, მტკივნეული იყოს თქვენი თავმოყვარეობისთვის, მაგრამ ეცადეთ, მომხდარს ფილოსოფიურად შეხედოთ და არ იდარდოთ.
ფინანსურ საქმეებში სჯობს იღბალზე მეტად, საღ აზრს და საკუთარ გამოცდილებას, ვიდრე უბრალოდ იღბალს. მთვარე სატურნთან ოპოზიციაშია, რაც ემოციურად უფრო მოწყვლადს გაგხდით. ნერვიულობის ასაცილებლად ეცადეთ, კონფლიქტურ სიტუაციებში არ ჩაებათ.
ლომი
ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს ვარსკვლავები ინიციატივის გამოჩენისა და მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ. ამ დღეს ხანმოკლე საუბარიც კი შეიძლება ვნებიან ურთიერთობაში გადაიზარდოს.
თუ თანაგრძნობა და მხარდაჭერა დაგჭირდათ, ძველ მეგობრებს მიმართეთ. ისინი თქვენს პრობლემას ახალი თვალით შეხედავენ, რაც გამოსავლის სწრაფად პოვნაში დაგეხმარებათ. გარშემომყოფები პერიოდულად თქვენს საქმეებში ერევიან და ცდილობენ, წარმატების მიღწევაში ხელი შეგიშალონ, თუმცა სასწაულის მოხდენას შეძლებთ!
ამ დღეს ფულს ნუ გაასესხებთ — შესაძლოა მალე თავად დაგჭირდეთ. მზის გავლენით მთელი დღის განმავლობაში შესანიშნავ განწყობაზე იქნებით.
ქალწული
შესანიშნავი დღეა სუფთა ჰაერზე სეირნობისა და მოგზაურობისთვის. რომანტიკული განწყობა მუშაობასა და მნიშვნელოვან საქმეებზე ფიქრში ხელს გიშლით. ემოციებს არ მისცეთ უფლება, რომ დაგძლიონ, თორემ შესაძლოა, „ცხელ გულზე“ საყვარელ ადამიანს უმიზეზოდ გული ატკინოთ.
კოლეგებთან „ერთ ტალღაზე“ ხართ, ამიტომ გუნდური მუშაობა ნაყოფიერი იქნება. ვარსკვლავების პროგნოზი ცხოვრების მატერიალურ მხარეში ცვლილებებს გიწინასწარმეტყველებთ — შესაძლოა მალე სამსახურის ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლა მოინდომოთ. არსებობს ალბათობა, რომ თქვენი სოციალური სტატუსი უკეთესობისკენ შეიცვლება.
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჯანმრთელობას მეტი ყურადღებით მოეკიდოთ. სავარაუდოდ, დატვირთული ცხოვრების წესი სრულფასოვანი დასვენებისთვის დროს არ დაგიტოვებთ.
სასწორი
ურთიერთობებში პრობლემები არ გელოდებათ, უთანხმოება მხოლოდ ფეთქებადი ხასიათის მქონე ადამიანებს შორისაა მოსალოდნელი. ენერგიის მოზღვავებამ შესაძლოა, აგრესია გამოიწვიოს, ამიტომ ეცადეთ ემოციური ფონი აკონტროლოთ. თუ დაკისრებულ მოვალეობებს ყურადღებით მოეკიდებით, შესაძლოა, ფინანსური წახალისება მიიღოთ.
ზოგადად, ფინანსურ საქმეებში იღბალი თქვენს მხარესაა, თუმცა ჰოროსკოპი გირჩევთ, საეჭვო ავანტიურებს მოერიდოთ. შეამცირეთ ფიზიკური დატვირთვა — ახლა სპორტულ აქტივობებს მსუბუქი ვარჯიში სჯობს.
მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ, საყოფაცხოვრებო საქმეებით დაკავდეთ და სასიყვარულო ურთიერთობები ცოტა ხნით დაივიწყოთ — ღირსეულ ადამიანთან შეხვედრის შანსი ძალიან დაბალია. თქვენი გარემოცვიდან ვიღაც შეეცდება, „სუსტი ადგილი“ მოგიძებნოთ და ამით დაგამარცხოთ. ფრთხილად იყავით და საიდუმლოს გამოცდილ მეგობრებსაც კი ნუ გაანდობთ.
თუ სიმტკიცეს გამოიჩენთ და ძალისხმევას არ დაიშურებთ, ყველაფერს შეძლებთ, თუმცა გირჩევთ, თქვენი შესაძლებლობები ფხიზლად შეაფასოთ. სასურველია, რომ მხოლოდ იმ პროექტებს შეეჭიდოთ, რომლებიც შეგიძლიათ დაძლიოთ. ეცადეთ, მეგობრული და საქმიანი ურთიერთობები ერთმანეთისგან გამიჯნოთ. მეგობრებისთვის ფულის სესხებამ შესაძლოა უსიამოვნებები მოგიტანოთ. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს პრიორიტეტების განსაზღვრისა და ენერგიის სწორად მართვის პერიოდი დაიწყოს.
მშვილდოსანი
ამ დღეს დაბრკოლებებს ინტუიციაზე დაფუძნებული შეუპოვრობით გადალახავთ. ხელსაყრელი დღეა სიყვარულისა და რომანტიკული შეხვედრებისთვის. ეცადეთ, ისეთი საქმიანობა იპოვოთ, რომელიც ცუდ ფიქრებს მოგაშორებთ. უარყოფით აზრებს თქვენი დაძლევის უფლება არ მისცეთ.
შესაძლოა, დამატებითი შემოსავლის მიღების შანსი მოგეცეთ, თუმცა ეცადეთ ამან ძირითად სამსახურს ხელს არ შეუშალოს. ორგანიზმი თავად გიკარნახებთ, რა არის მისთვის სასარგებლო და რა დამანგრეველი. უსმინეთ შინაგან ხმას და კარგი განწყობა არ მიგატოვებთ.
თხის რქა
ამ დღეს სასიყვარულო ფრონტზე ნაკლები იაქტიურეთ. ნუ დატვირთავთ პარტნიორს საყოფაცხოვრებო პრობლემებით. ახლა ორივეს ერთმანეთის რწმენა, ზრუნვა და სინაზე გჭირდებათ.
სამსახურში შეგამჩნიეს და ხელმძღვანელობამ ყურადღება მოგაქციათ, თუმცა ნუ მოდუნდებით — წარმატებამდე შორი გზაა. დაივიწყეთ თქვენი ნიშნისთვის დამახასიათებელი სიდინჯე. ვენერასა და მთვარის სექსტილი გვანიშნებს, რომ წარმატების მისაღწევად სისწრაფე და მოხერხებულობაა საჭირო.
ერიდეთ „ენერგოვამპირებს“, რომლებიც თქვენი დადებითი ენერგიის წართმევას ეცდებიან და გარშემო კეთილგანწყობილი ადამიანები შემოიკრიბეთ.
მერწყული
მოლოდინები შესაძლოა გამართლდეს — ახალი შეხვედრა თქვენს ცხოვრებაში დიდ დიდ ცვლილებებს და რომანტიკას შემოიტანს! ამ დღეს ურთიერთდახმარება და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, ამიტომ დასვით კითხვები, რომლებიც დიდი ხანია გაწუხებთ — გულახდილი საუბარი გულგრილს არ დაგტოვებთ. შესაფერისი დღეა მნიშვნელოვანი ამოცანების გადასაჭრელად — ყველაფრის დროულად დასრულებას შეძლებთ.
გადახედეთ ბიუჯეტს და ეცადეთ ხარჯები ოდნავ შეამციროთ. ეს დროებითი ზომაა, მაგრამ თქვენთვის ასე აჯობებს. მოერიდეთ ვალების აღებას. არ გადაიტვირთოთ და ყოველდღიური წვრილმანებით თავი არ შეიწუხოთ.
თევზები
პლანეტების განლაგება დღეს ახლობლებთან და ნაცნობებთან ურთიერთობაში დაძაბულობას შექმნის. აკონტროლეთ ემოციები განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საყვარელ ადამიანს ესაუბრებით. შესაძლოა, ნათქვამი სიტყვა მალე ინანოთ, მაგრამ ვეღარაფერს შეცვლით. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია დაპირისპირება მეგობრებთან ან ნათესავებთან, ამიტომ ეცადეთ, მტკივნეულ თემებზე საუბარს ერიდოთ.
ამ დღეს სამუშაო საკითხებში შემოქმედებით მიდგომას გამოიჩენთ და შედეგი არა მხოლოდ უფროსობას, არამედ თქვენც სასიამოვნოდ გაგაოცებთ. დროებითმა ფინანსურმა სირთულეებმა არ შეგაშინოთ - ერთგული მეგობრების დახმარებით, მათ დაძლევას შეძლებთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან