24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი
21:00
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს ისეთი მომხიბვლელი ხართ, როგორც არასდროს. ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა, რომ გარშემომყოფებს თქვენი ნიჭი და უნარები აჩვენოთ! შესანიშნავი დროა მეგობრებთან ან ნათესავებთან ურთიერთობის მოსაგვარებლად.
ხელმძღვანელი მნიშვნელოვან დავალებას განდობთ, რაც ლიდერის თვისებების გამოვლენას და დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. დღევანდელი შენაძენი წარმატებული იქნება, თუმცა ნუ იყიდით იმას, რაც არ გჭირდებათ! საინტერესო ადამიანის გაცნობა გელით, რომელმაც შეიძლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.
კურო
ეს დღე შესაფერისია სასიყვარულო შეხვედრებისა და მომავლის დაგეგმვისთვის. შესაძლოა ინიციატივის საკუთარ თავზე აღება მოგიწიოთ. გირჩევთ, საღამო ოჯახის წევრებთან გულახდილ საუბარს ან ერთად საინტერესო ფილმის ყურებას დაუთმოთ.
ეცადეთ, რომ ენერგიის მოზღვავება და მოქმედების სურვილი მაქსიმალურად ხელსაყრელად გამოიყენოთ. უცხოებს ფინანსურ საიდუმლოებებს ნუ გაანდობთ. ფიზიკურად აქტიურობა კარგია, მაგრამ არ გადაიღალოთ - ეს თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
ტყუპები
ამ დღეს შანსი გექნებათ, რომ გავლენიანი ადამიანი გაიცნოთ. მომავალში ეს ნაცნობობა ბედნიერი ცხოვრების საგზურად იქცევა. ახლობლებს თქვენი მხარდაჭერა სჭირდებათ — ეცადეთ, მოუსმინოთ და დაეხმაროთ, რათა ოჯახში სითბოსა და ურთიერთგაგების ატმოსფერო შექმნათ. დღის დასაწყისი ხელსაყრელია გუნდური მუშაობის ან სახელმწიფო უწყებებთან ურთიერთობისთვის.
არახელსაყრელი დღეა სხვისი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად, როცა საკუთარიც თავზე საყრელად გაქვთ. გამორიცხული არ არის, რომ კუჭთან დაკავშირებული პრობლემები შეიქმნას, ამიტომ ბაზარში შეძენილი პროდუქტების ხარისხს კარგად დააკვირდით.
კირჩხიბი
ამ დღეს თქვენი მახვილგონიერებით გაიბრწყინებთ და ახალ თაყვანისმცემლებს გაიჩენთ. ეცადეთ, მთელი ყურადღება შვილების აღზრდასა და ნათესავებთან ურთიერთობის მოგვარებაზე გადაიტანოთ. მოთმინება გამოიჩინეთ, რომ ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობას ხელი შეუწყოთ.
ცვალებადი გარემო სწრაფად მოქმედებას მოითხოვს, თუმცა, ეს ხელს არ შეგიშლით, რომ დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ. ცნობისმოყვარე ხართ და ანალიტიკური უნარები გაქვთ, რასაც კოლეგები და პარტნიორები აუცილებლად დააფასებენ. ფიზიკური აქტიურობა არ დაგავიწყდეთ და ეცადეთ სპორტდარბაზს ან ფიტნესცენტრს პერიოდულად მაინც ეწვიოთ.
ლომი
ამ დღეს საკუთარ თავს და გარეგნობას მეტი ყურადღება დაუთმეთ, რომ ახალ ნაცნობზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინოთ. შემოქმედებითი ენთუზიაზმითა და შთაგონებით სავსე ხართ, რაც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.
სამსახურში გაწეული ძალისხმევა შესაძლოა ამაო აღმოჩნდეს, ამიტომ ზედმეტად ნუ გადაიღლებით. მოსალოდნელია ფინანსური და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სირთულეები — ქრონიკულმა გასტრიტმა რომ თავი არ შეგახსენოთ, მსუბუქი და ზომიერი დიეტა გჭირდებათ.
ქალწული
ნუ ენდობით მაცდურ დაპირებებს, რომლებსაც ახალი ნაცნობებისგან გულუხვად იღებთ. გონიერება და რეალისტური ხედვა იმედგაცრუებისგან დაგიცავთ. დღეს იღბალი მათ მხარესაა, ვინც დაბრკოლებების მიუხედავად წინ მიიწევს. მდიდარი ფანტაზია და მიზანდასახულობა სასურველი შედეგის მიღწევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, ყურადღება ფსიქოლოგიური განცდებიდან საქმეზე გადაიტანოთ. მალე მოსალოდნელია ფინანსური ბონუსი, რაც საშუალებას მოგცემთ, საკუთარ თავს საჩუქრები გაუკეთოთ.
ამ დღეს მაღალია ტრავმებისა და დაბეჟილობის რისკი, ამიტომ ფიზიკურ დატვირთვას უნდა მოერიდოთ. ხელსაყრელი დღეა სილამაზის სალონში ვიზიტისა და სხვადასხვა შენაძენისთვის.
სასწორი
გვირილაზე მკითხაობის ნაცვლად, ჯობია თქვენს რჩეულს კითხვა პირდაპირ დაუსვათ. თქვენი განწყობა და შინაგანი მდგომარეობა სახლის სიმყუდროვეზეა დამოკიდებული, ამიტომ დროა, ინტერიერის გაუმჯობესებაზე იზრუნოთ. ეცადეთ, მეტი ტოლერანტობა გამოიჩინოთ მათ მიმართ, ვისაც განსხვავებული შეხედულებები და მისწრაფებები აქვს.
არსებობს საფრთხე, რომ ხელმძღვანელობისა და კოლეგების კეთილგანწყობა დაკარგოთ. ეცადეთ სამუშაო საკითხების მოგვარებისას ნაკლებად იმპულსური იყოთ და მომავალი პროექტებისთვის ენერგია დაზოგოთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავლები, შესაძლოა ძველი ვალის დაბრუნებაც.
საღამო მხოლოდ დასვენებას დაუთმეთ — ტელეფონი გამორთეთ და ეცადეთ პრობლემები თუნდაც ცოტა ხნით დაივიწყოთ.
მორიელი
გირჩევთ, მეგობრებსა და კოლეგებს არაფორმალურ გარემოში შეხვდეთ და გაერთოთ. სამსახურში პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ. თუ ადამიანებთან საუბარი იცით, ნებისმიერ მოლაპარაკებაში მოგებული დარჩებით. დღის უმეტეს ნაწილს საორგანიზაციო საკითხების მოგვარებას დაუთმობთ. ბევრი ამას სწრაფად და განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეძლებს.
ფინანსური მხარე სტაბილური იქნება, თუმცა ეცადეთ, ვალის აღებას თავი აარიდოთ. თუ ბოლო დროს უძილობა, დაღლილობა და აპათია გაწუხებთ, სუფთა ჰაერზე ყოველდღიური ხანმოკლე სეირნობა ამ პრობლემისგან დაგიცავთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს იპოვით საშუალებას, რომ ახლობლები სასიამოვნოდ გააოცოთ და გაამხნეოთ ადამიანი, რომელსაც სულიერად უჭირს. ორმხრივი უკმაყოფილება დავიწყებას მიეცემა, შეძლებთ გაუგებრობებისგან გათავისუფლდეთ და ერთმანეთს ძველი წყენა აპატიოთ.
ამ დღეს ხელსაყრელია საქმიან ქაღალდებთან მუშაობა და ინიციატივის გამოჩენა. შეგიძლიათ, ხელმძღვანელთან ხელფასის მომატებაზეც ისაუბროთ. თქვენი დიპლომატიური უნარები ძალიან დაფასდება. ოჯახურმა საქმეებმა შეიძლება დიდი დრო წაგართვათ, თუმცა სწორი მიდგომით შეიძლება ფინანსური სარგებელიც მიიღოთ.
ენდეთ ინტუიციას — ამჯერად ის არ მოგატყუებთ და პრობლემის მოულოდნელ გადაწყვეტას გიკარნახებთ.
თხის რქა
საყვარელ ადამიანს ნუ გააკრიტიკებთ — გახსოვდეთ, რომ კრიტიკა ადამიანზე ცუდად მოქმედებს და გრძნობებს კლავს. იყავით, გულწრფელი საკუთარ თავთან და სხვებთან — ეს გაუგებრობების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ. საკუთარ პასუხისმგებლობას სხვას ნუ გადააბარებთ, რადგან საბოლოოდ ყველაფერზე პასუხის გაცემა თქვენ მოგიწევთ.
ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გელით და მალე თავს იმის უფლება მისცემთ, რაც ადრე მიუწვდომელი იყო. მოერიდეთ გულწრფელობას ადამიანთან, რომელსაც თქვენი შურს.
მერწყული
დაფიქრდით, სინამდვილეში რა გსურთ ცხოვრებისგან, გაკმაყოფილებთ თუ არა არსებული ურთიერთობა და როგორ შეიძლება ის უკეთესი გახადოთ. თუ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში ცოტა მოიწყინეთ, რაღაც უნდა შეცვალოთ.
პარტნიორებთან შეთანხმება გაგიჭირდებათ, ამიტომ საქმიანი შეხვედრები არ დაგეგმოთ. არ არის სასურველი იმ საქმეების დაწყება, რომლებზეც ზუსტი წარმოდგენა არ გაქვთ. დაუგეგმავ შენაძენზე უარს ნუ იტყვით — ის იმაზე მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე ელოდით და განწყობას დიდი ხნით აგიმაღლებთ.
ქვეყნის ზოგიერთ რაიონში გეომაგნიტური დღეა, რაც ამინდზე დამოკიდებული ადამიანების ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება.
თევზები
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეს დღე მარტოობაში გაატაროთ. რომანტიკულ პაემანს ან მეგობრულ შეხვედრას ნუ დაგეგმავთ — სჯობს, სახლში ან სამუშაო მაგიდაზე წესრიგი დაამყაროთ. რუტინული საქმეების მოგვარების შემდეგ ეცადეთ, ყურადღება უფრო დიდ მიზნებზე გადაიტანოთ.
გირჩევთ, დღევანდელი ენერგია უახლოესი მომავლის დასაგეგმად გამოიყენოთ. დაგეგმვისას უპირატესობა თქვენთვის სასიამოვნო აქტივობებს მიანიჭეთ — ეს დღე რუტინული სამუშაოსთვის არ გამოდგება. თქვენი ოპტიმიზმი და პოზიტიური განწყობა გავლენიან ადამიანებს მიიზიდავს და შესაძლოა, თანამშრომლობის საინტერესო შეთავაზება მიიღოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან