დღის ჰოროსკოპი

23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:40 კვი. 22 მარტი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების დრო დგება. მოსალოდნელია შეხვედრა საინტერესო ადამიანთან, რომელიც თქვენს ბედზე დიდ გავლენას მოახდენს. შესაძლოა მცირე ახლობლებთან მცირე უთანხმოება მოგივიდეთ ან შვილებთან ურთიერთობაში პრობლემები წარმოიქმნას. ასე რომ, საკუთარი ავტორიტეტის დასაცავად ძალისხმევა დაგჭირდებათ. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ პრინციპებს არ უღალატოთ!

ხელსაყრელი დროა მსხვილი შენაძენებისა და ცხოვრების რადიკალურად შესაცვლელად. გირჩევთ გასული თვე შეაჯამოთ და მომავალი დაგეგმოთ. ამ დღეს მოერიდეთ საკუთარი ავტომობილით მგზავრობას, რადგან არსებობს საგზაო შემთხვევის რისკი.

კურო

ამ ნიშნის ზოგიერთი მარტოხელა წარმომადგენელი წარსულის ნოსტალგიას და სიყვარულის მოთხოვნილებას იგრძნობს. სითბო და მზრუნველობა ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ოჯახის წევრებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ, მოუსმინოთ მათ და მხარი დაუჭიროთ.

შესაძლებელია, სამსახურში ხელმძღვანელთან ან კოლეგებთან ურთიერთობა დაიძაბოს. იყავით მშვიდი და თანმიმდევრული თქვენი პოზიციის სხვებამდე მიტანას მხოლოდ ასე შეძლებთ. ფინანსური ოპერაციები და მსხვილი საყიდლები წარმატებული იქნება. მერკურის მფარველობით ფულის გამომუშავების კარგი შანსი მოგეცემათ.

მოერიდეთ სტრესს, რადგან შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებმა თავი იჩინოს.

ტყუპები

ამ დღეს რთულ საქმეებსა და მნიშვნელოვან შეხვედრებს ნუ დაგეგმავთ, რადგან საუკეთესო ფორმაში არ ხართ. ამის ნაცვლად, სჯობს დრო შვილებს, შინაურ ცხოველებს ან ძველ მეგობრებს დაუთმოთ.

სამსახურში უფროსობისგან შექებას მიიღებთ, რასაც შესაძლოა მალე დაწინაურება ან ხელფასის მომატება მოჰყვეს. ფინანსურ საკითხებში მეტისმეტ აქტიურობას ნუ გამოიჩენთ და ინვესტირებას ნუ იჩქარებთ. დღეს საკუთარ თავში ახალ ძალასა და მოტივაციას აღმოაჩენთ, რაც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

მალე თქვენს ცხოვრებაში შეიძლება ახალი, ამაღელვებელი რომანი დაიწყოს. შემთხვევითი ნაცნობობა გაიძულებთ საკუთარ თავზე წარმოდგენას შეიცვალოთ. უახლოესი 24 საათის განმავლობაში პოლიტიკაზე ან სხვა მწვავე თემებზე საუბარს მოერიდეთ, რომ კამათი და დაპირისპირება თავიდან აიცილოთ.

სავარაუდოდ, თქვენი იდეები ხელმძღვანელობის ყურადღებას მიიქცევს, ამიტომ თავის წარმოჩენა ნუ მოგერიდებათ. გირჩევთ ურთიერთობაში საზღვრები დააწესოთ და წვრილმანებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. ექსტრავაგანტური საქციელი შესაძლოა ამბიციური მიზნების მიღწევაში დაგეხმაროთ. სტაბილური ემოციური მდგომარეობა ურთიერთობების განმტკიცებაში დაგეხმარებათ.

ლომი

დაასრულეთ ურთიერთობა, რომელიც მუდმივად ტკივილს განიჭებთ. შიშით ცხოვრებას სჯობს აგრესიულ პარტნიორთან კავშირი გაწყვიტოთ. დაოჯახებულმა ლომებმა მეგობრებთან ერთად გართობას უნდა მოუკლონ და ოჯახს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ, თორემ სკანდალს თავიდან ვერ აიცილებენ.

თქვენი შემოქმედებითი უნარები პიკზეა — ეცადეთ ეს ხელმძღვანელობის მოსახიბლად გამოიყენოთ. კარგი დროა ფიქრისა და დაგეგმვისთვის.

თუ ჯანმრთელობას უფრთხილდებით, კვებას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ — მოსალოდნელია ვადაგასული პროდუქტებით ინტოქსიკაცია.

ქალწული

შესაძლოა, დილას ემოციური დაძაბულობა და გუნება-განწყობის გაუარესება იგრძნოთ, თუმცა თაყვანისმცემელთან ერთად გატარებული დრო ორივეს დადებითი ენერგიით და სასიამოვნო შთაბეჭდილებებით აგავსებთ. ზოგი მშობელი შვილების მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდება.

თუ გეჩვენებათ, რომ დაწყებული საქმე წინ არ მიდის, ცდებით — შედეგს აუცილებლად მიაღწევთ, თუმცა შრომა ნამდვილად დაგჭირდებათ. ფინანსური რისკებისთვის საუკეთესო დრო არ არის, ამიტომ ინვესტირება სამომავლოდ გადადეთ.

გახსოვდეთ, რომ საღამოს, სუფთა ჰაერზე სეირნობა ჯანმრთელობისთვის საუკეთესო წამალია, განსაკუთრებით ახლობელი ადამიანის თანხლებით.

სასწორი

ჰორიზონტზე უკვე გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა და საკუთარი თავის ახლებურად დანახვა შეუძლია! წინ რომანტიკული პაემნები და თავგადასავლები გელით. ახლობლები ყოველთვის მზად არიან მხარში დაგიდგნენ, ამიტომ პრობლემებს ნუ დაუმალავთ.

დღის მეორე ნახევარში ბევრი ცვლილება გელით, თუმცა ყველა სასიამოვნო არ იქნება. მალე საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ბრწყინვალე იდეა გაგიჩნდებათ. საყვარელი ადამიანი ნებისმიერ წამოწყებაში მხარს დაგიჭერთ.

არსებობს ვირუსული დაავადებების რისკი, ამიტომ მეტი დაისვენეთ და სიმშვიდე შეინარჩუნეთ.

მორიელი

თქვენ გვერდით ფარული თაყვანისმცემელია, რომელსაც შეუძლია თქვენი ცხოვრება ლამაზ თავგადასავლად აქციოს. მთავარია, დროულად შენიშნოთ და შანსი აჩუქოთ.

საქმიანი განწყობისა და შემართების მიუხედავად, მთელი დღე დაბრკოლებებთან ბრძოლა მოგიწევთ. შესაძლოა თქვენი სურვილები შესაძლებლობებს არ ემთხვევა, თუმცა იღბალი თქვენს მხარესაა და იმედი არ უნდა დაკარგოთ. ნუ იტყვით უარს შეთავაზებებზე და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება დაუთმეთ.

მენიუდან ამოიღეთ მარილიანი კერძები და ცომეული, რათა კიდურების შეშუპება თავიდან აიცილოთ.

მშვილდოსანი

თქვენი პირადი ცხოვრების დეტალებს სხვა ადამიანებთან ნუ განიხილავთ და არაკეთილისმსურველ ადამიანებს თქვენს საქმეებში ჩარევის უფლებას ნუ მისცემთ. შვილებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია სირთულეები, რამაც შეიძლება ოჯახის ბიუჯეტი საგრძნობლად შეამციროს. გირჩევთ დიპლომატიური უნარები განვითარებაზე იზრუნოთ, რადგან სამსახურში ბევრი მოლაპარაკება გელით. ეცადეთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის ფული გადაინახოთ. ჯანმრთელობის პროფილაქტიკისთვის, ტრადიციულ მედიცინასთან ერთად შეგიძლიათ ხალხურ რეცეპტებსაც მიმართოთ, თუმცა მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.

თხის რქა

გსურთ, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ, თუმცა ძველი წყენის დავიწყებას ვერ ახერხებთ. შვილების აღზრდა განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს — ეცადეთ მათი ნიჭის განვითარებისთვის დრო გამონახოთ. სახლისთვის ნაყიდი ნივთები ოჯახურ გარემოს გაალამაზებს.

ამ დღეს სამსახურში ლოგიკაზე მეტად ინტუიციას უნდა ენდოთ. მალე რთული გადაწყვეტილების მიღება და დიდი ხარჯების გაწევა მოგიწევთ. თუ გრძნობთ, რომ გადაიღალეთ, თავს ძალას ნუ დაატანთ და შეისვენეთ.

მერწყული

პლანეტების განლაგება თქვენთვის ხელსაყრელია, ამიტომ თუ რამის მიღწევა გსურთ, იმოქმედეთ. ქათუნაურები და მადლიერება თქვენს რჩეულს გულს მოულბობს და წყენას დაავიწყებს. თქვენი უყურადღებობის გამო შესაძლოა, ახლობლებთან ურთიერთობა დაიძაბოს.

ნაყოფიერი მუშაობის პერიოდი იწყება. თუ შრომისმოყვარე ადამიანი ხართ, კარიერული წინსვლის შანსი გაქვთ, თუმცა, ფრთხილად იყავით: პატარა შეცდომამაც კი შეიძლება ფინანსური ზარალი გამოიწვიოს.

გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, განსაკუთრებით - ღვიძლს. კარგი დროა დიეტის დასაწყებად.

თევზები

სასიყვარულო საქმეებში მოულოდნელი და სასიამოვნო სიურპრიზი გელით. ამ დღეს ხალხმრავლობამ და ურთიერთობებმა შეიძლება დისკომფორტი შეგიქმნათ, ამიტომ თუ მარტო ყოფნის სურვილი გაგიჩნდებათ, ნუ შეეწინააღმდეგებით.

თქვენი გულწრფელობა და მიზანდასახულობა სამსახურში ავტორიტეტს აგიმაღლებთ. სხვის საქმეში ჩარევას მოერიდეთ და თუ რჩევას არ გთხოვენ ამისგან თავი შეიკავეთ. უარი თქვით ალკოჰოლზე და არაჯანსაღ საკვებზე.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge