დღის ჰოროსკოპი

26 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

20:30

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

მარსი მეხუთე სახლში გადადის და ვენერას უპირისპირდება, ამიტომ გარშემომყოფებთან ურთიერთობაში სირთულეები გელით — ურთიერთობა ზოგჯერ აგრესიულ ხასიათსაც კი მიიღებს. მოთმინება გამოიჩინეთ და წვრილმანებზე ნუ გაღიზიანდებით. სიმშვიდითა და კეთილგანწყობით გაცილებით მეტს მიაღწევთ.

წარმატებული დღეა მათთვის, ვინც ბიზნესით ან ფინანსური საქმეებითაა დაკავებული. ფული საკმარისად გექნებათ და ახალი შემოსავლებიც არ დააყოვნებს, თუმცა, ხარჯებს მეტი ყურადღება მიაქციეთ — აუცილებელი არ არის, რომ ყველა მოწონებული ნივთი დაუფიქრებლად შეიძინოთ.

კურო

პირად ცხოვრებაში ყველაფერი მშვენივრადაა. თქვენი ურთიერთობა პარტნიორთან დღითი დღე ვითარდება და მყარდება. შეგიძლიათ ხელმძღვანელობის კეთილგანწყობის იმედიც გქონდეთ. თქვენი ენერგია მუშაობის შედეგებზე დადებითად აისახება და სხვადასხვა მიმართულებით წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ.

მთვარე განსაკუთრებით მანდილოსან კუროებს მფარველობს. ნუ გადაიღლებით, საქმე მოიცდის, თქვენი ჯანმრთელობა კი არა. ენდეთ ინტუიციას — შინაგანი ხმა ყველაზე რთული ვითარებიდანაც კი გამოსავალს დაგანახვებთ. შესაძლოა, საცხოვრებელთან დაკავშირებული საკითხები წარმატებით მოაგვაროთ. მოსალოდნელია მსუბუქი თავბრუსხვევა, ამიტომ ეცადეთ, მკვეთრ მოძრაობებსა და ფიზიკურ დატვირთვას მოერიდოთ.

ტყუპები

მყუდრო და კომფორტული გარემო მშვიდ, ინტიმურ საუბრებს ხელს უწყობს. გირჩევთ, ბავშვებთან მეტი დრო გაატაროთ — კითხვები დაუსვით და მათ აზრს მოუსმინეთ. შესაძლოა, მოულოდნელად აღმოაჩინოთ, რომ თქვენს გარემოცვაში მლიქვნელები გამოჩნდნენ. გახსოვდეთ, რომ ასეთი ადამიანები სახიფათოები არიან, რადგან ხშირად ადამიანებით მანიპულირებენ.

არ არის გამორიცხული, რომ მატერიალური მდგომარეობა არასტაბილური გახდეს. ყურადღება მიაქციეთ საჭმლის მომნელებელ ორგანოებს, თორემ ნაწლავურ პრობლემებს ვერ ასცდებით.

კირჩხიბი

ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვით და რომანტიკული ზღაპრებით თავს ნუ გამოიტენით — ცხოვრება ბულვარულ რომანებს არ ჰგავს. საოჯახო საქმეები დიდ დროსა და ენერგიას გართმევთ, სამაგიეროდ, თქვენი სახლი ძალიან მყუდრო და მოხერხებული გახდა.

ხელმძღვანელობის მხრიდან მოსალოდნელია უსაფუძვლო კრიტიკა და შენიშვნები. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ხელმძღვანელობას თქვენი სამსახურიდან წასვლა სურს. თუ ხელსაყრელ წინადადებას მიიღებთ, ბევრი არ იფიქროთ, პირდაპირ ახალ სამსახურში გადადით.

ლომი

ხელსაყრელი დღეა რომანტიკული ურთიერთობების გასამყარებლად. ეცადეთ, მეორე ნახევრის მიმართ მეტი ყურადღება და მზრუნველობა გამოიჩინოთ და თქვენი სიყვარული კიდევ უფრო გაძლიერდება. ახლობელი ადამიანი რაღაც საიდუმლოს გაგიზიარებთ. გამორიცხული არ არის, რომ ამ ინფორმაციამ ბევრი თავსატეხი გაგიჩინოთ.

კარგი დროა თანამოაზრეებთან და ახლო მეგობრებთან შეხვედრისა და გლობალური გეგმების დასახვისთვის. ამ დღემ შეიძლება ბევრ ლომს ძლიერი შფოთვა და ნერვიულობა მოუტანოს. ფრთხილად იყავით გარიგებების დადებისას, რადგან ემოციების მოზღვავებამ შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. ნუ იდარდებთ თუ შანსი ხელიდან გაუშვით, სჯობს ყურადღება ახალ შესაძლებლობებზე გადაიტანოთ.

ქალწული

შესაძლოა ურთიერთობაში ძველმა წყენებმა თავი იჩინოს. ეცადეთ, ამაზე მშვიდად და გულწრფელად ისაუბროთ, რათა უარყოფითი ემოციებისგან გათავისუფლდეთ და ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან გააგრძელოთ. ეს დღე ხელსაყრელია პიროვნული ზრდისა და თვითგანვითარებისთვის.

ჩვეულ სამუშაოს ადვილად უმკლავდებით, თუმცა ახალ საქმეებთან დაკავშირებით შესაძლოა პრობლემები შეიქმნას. ნუ იჩქარებთ. გამოცდილება, რომელსაც უახლოეს ხანში მიიღებთ, კიდევ ბევრჯერ გამოგადგებათ. თუ მასშტაბური პროექტის განხორციელებას აპირებთ, ეცადეთ თანამოაზრეები იპოვოთ, თორემ ძალები გამოგელევათ და ვერაფერს მიაღწევთ.

ძილის წინ მედიტაცია სულისა და სხეულის დამშვიდებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ეცადეთ, საყვარელ ადამიანს ისეთი საჩუქარი გაუკეთოთ, როგორზეც დიდი ხანია, ოცნებობს. საყოფაცხოვრებო პრობლემების მოგვარება დიდი დროს და ენერგიას წაგართმევთ, მაგრამ მნიშვნელოვანია, ბავშვების აღზრდა და ოჯახში ჰარმონიის შენარჩუნება არ დაივიწყოთ. სახლისთვის ნაყიდი ნივთები თქვენს საცხოვრებელში სასიამოვნო ატმოსფეროს შექმნის.

შესაფერისი დღეა გავლენიან ადამიანებთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარებისა და ხელმძღვანელობასთან კავშირისთვის. სამსახურში თქვენი ენერგიულობა აუცილებლად წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ზედმეტ სტრესსა და ფიზიკურ დატვირთვას — არსებობს ქრონიკული დაავადების გამწვავების ალბათობა.

მორიელი

ეს პერიოდი პერსპექტიულია ყველაფრისთვის, რაც სასიყვარულო ურთიერთობებს უკავშირდება. მიუხედავად ამისა, სჯობს არსებული ურთიერთობა არ გააფუჭოთ იმისთვის, რომ ახალი დაიწყოთ. ზოგიერთ მორიელს ოჯახური საბჭოს შეკრება და დაგროვილი პრობლემების განხილვა მოუწევს.

ამ დღეს დაწყებული საქმე და პროექტი შედეგიანი იქნება და წარმატებას მოგიტანთ. გარდა ამისა,სწორად შერჩეული მხარდამჭერთა გუნდი ნებისმიერი ამოცანის შესრულებაში დაგეხმარებათ. აკონტროლეთ საკვების ხარისხი და ყურადღებით შეამოწმეთ პროდუქტების ვარგისიობის ვადა.

მშვილდოსანი

გეჩვენებათ, რომ საყვარელი ადამიანი თქვენ მიმართ ნაკლებად ყურადღებიანი გახდა? სავარაუდოდ, ეს ძველი წყენის შედეგია. ჰოროსკოპის მიხედვით, დღეს ან ხვალ შესაძლებლობა გექნებათ, შეხვდეთ მეგობარს, რომელიც რამდენიმე წელია არ გინახავთ. ამჟამად ახალი ნაცნობობა არასასურველია — ის პრობლემებისა და იმედგაცრუების გარდა არაფერს მოგიტანთ.

ეცადეთ, ყველანაირი კამათი და საყვედურები თავიდან აიცილოთ, თორემ უმნიშვნელო დაპირისპირება შეიძლება ხანგრძლივ კონფლიქტში გადაიზარდოს. სწორად შერჩეული და კარგად დაბალანსებული დიეტა დაგეხმარებათ, რომ ზედმეტი კილოგრამებისგან გათავისუფლდეთ. თუ მჯდომარე სამუშაო გაქვთ, მეტი ფიზიკური აქტივობა გჭირდებათ.

თხის რქა

ბოლო დროს ზედმეტად მორცხვი და გაუბედავი ხართ, რაც მიზნის მიღწევაში ხელს გიშლით. თქვენი ინდივიდუალურობის ჩვენება ნუ შეგეშინდებათ. შეზღუდეთ გაჯეტების გამოყენება, ტელეფონები და პლანშეტები გვერდით გადადეთ და ყურადღება ოჯახთან ურთიერთობაზე გადაიტანეთ.

უახლოეს დღეებში თქვენი მთავარი პრიორიტეტი სამუშაო გახდება — ვარსკვლავების განლაგება აჩვენებს, რომ პროფესიულ მოვალეობებს მეტი დრო უნდა დაუთმოთ. შეიძინეთ სიმდიდრისა და იღბლის თილისმა, მცენარე „ფულის ხე“ და სამუშაო მაგიდაზე, ლამაზ ქოთანში დადგით. ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ გეგმებს ფეხდაფეხ მიჰყვეთ და ყველა დაწყებული საქმე დროულად დაასრულოთ.

მერწყული

ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებმა ცხოვრების წესი უნდა შეცვალონ, მეგობრებს შეხვდნენ და წვეულებებს ხშირად ეწვიონ. ოჯახში მშვიდობის დასამყარებლად დიდი შრომა მოგიწევთ. ზედმეტ ძალისხმევას ნუ გამოიყენებთ, უბრალოდ შესაფერის მომენტს დაელოდეთ.

მარტი ფინანსურად რთული თვეა, ამიტომ დროა, ოჯახის ბიუჯეტში ხარჯები შეამციროთ და ეკონომიურად ცხოვრება ისწავლოთ. ბოლო დროს ზედმეტად ბევრს და ინტენსიურად შრომობდით. დადგა დრო, რომ ხანმოკლე შესვენება აიღოთ.

თევზები

ამ დღეს მოულოდნელი ნაცნობობა გელით - შესაძლოა ქუჩაში საინტერესო ადამიანი გამოგელაპარაკოთ. მოვლენები სრულიად მოულოდნელად განვითარდება. ზედმეტმა ნერვიულობამ შესაძლოა ფსიქიკური დაძაბულობა გამოიწვიოს, რაც თავის ტკივილით დასრულდება.

თქვენი კეთილდღეობის გასაღები რელაქსაცია და დასვენებაა, რაც დამშვიდებაში დაგეხმარებათ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge