დღის ჰოროსკოპი

14 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

22:52 კვი. 13 ოქტომბერი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

ეს დღე ხელსაყრელია შემოქმედებითი საქმიანობისა და დამოუკიდებელი მუშაობისთვის. შესაძლოა, დამატებითი ვალდებულებების აღება და დათმობაზე წასვლა მოგიწიოთ. ეს, პროფესიული საქმიანობის გარდა, პირად ურთიერთობებსაც ეხება. მალე იპოვით პასუხს კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია გაწუხებთ.

კურო

მეგობარმა შეიძლება საინტერესო ბიზნესწინადადება შემოგთავაზოთ ან საზოგადოებრივი ღონისძიების მოწყობა გთხოვოთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ერიდოთ სარისკო ოპერაციების ჩატარებას, საეჭვო ნაცნობებს და ნებისმიერ საქმეს, რომელიც ცუდად იცით. პროფესიული თვალსაზრისით, ხელსაყრელი დღეა, თუმცა სწრაფი შედეგის იმედი ნუ გექნებათ.

ტყუპები

სამსახურში შესაძლოა დამატებითი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ და თქვენი დატვირთვა გაიზარდოს. ყურადღება მიაქციეთ ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობას და საჭიროების შემთხვევაში ექიმთან ვიზიტი დაგეგმეთ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისა და რომანტიკული შეხვედრებისთვის. სავაჭრო ცენტრებს ერიდეთ - იქ შესვლა შეიძლება ოჯახურ ბიუჯეტში გარღვევით დასრულდეს.

კირჩხიბი

დილიდან საბრძოლოდ განწყობილი ხართ, განსაკუთრებით ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში. ფიზიკური აქტივობა აგრესიასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა უახლოესი მომავლის დაგეგმვისა და შორეულ ქვეყანაში მყოფ ადამიანთან ურთიერთობისთვის. ამ დღეს ყველაფერს საკუთარ თავზე ნუ აიღებთ. კარგი იქნება, თუ ინიციატივას უფრო ენერგიულ ადამიანს გადასცემთ - რაღაც სხვამაც ხომ უნდა აკეთოს.

ლომი

თქვენს ცხოვრებაში მოსალოდნელია ცვლილებები, რომლებიც მეზობლებთან და ნათესავებთან ურთიერთობას ან საქმიან მგზავრობას ეხება. დახმარების იმედი ნუ გექნებათ - ამ დღეს ყველა საქმე თავად უნდა აკეთოთ. ეცადეთ. საყვარელ ადამიანებს მეტი ყურადღება მიაქციოთ და მეტი დრო დაუთმოთ. მათი საქმეებითა და პრობლემებით დაინტერესდით და სამომავლო გეგმებზე ერთად იმსჯელეთ.

ქალწული

გირჩევთ, გამოთქმები ფრთხილად შეარჩიოთ, რათა უნებლიედ არავინ შეურაცხყოთ და დაპირისპირება არ გამოიწვიოთ. გარშემომყოფებს მაგნიტივით იზიდავთ - ადამიანები ცდილობენ თქვენი პოზიტიური ემოციებით დაიმუხტონ. ორი კურდღლის დაჭერას ნუ ეცდებით, თორემ შეიძლება ორივე დაკარგოთ.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა მენეჯმენტთან ან სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობისთვის. სამსახურში შეიძლება ჩვეულებრივზე მეტი სამუშაო იყოს, მაგრამ კოლეგების დახმარებით ყველაფერს დროულად დაასრულებთ. უნდა იზრუნოთ ჯანმრთელობაზე და მიეცით საკუთარ თავს დრო დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის.

მორიელი

შესაძლოა, ამ დღეს საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. გირჩევთ, პასუხის გაცემა არ იჩქაროთ და მოფიქრებისთვის დრო ითხოვოთ. საყვარელ ადამიანთან კამათს ჯობია, სადმე ერთად გაისეირნოთ და ურთიერთობის განახლებაზე იზრუნოთ. მეტი ესაუბრეთ ადამიანებს საკუთარ უნარებზე – თვითრეკლამა ხელსაყრელი წინადადების მიღებაში დაგეხმარებათ

მშვილდოსანი

ამ დღეს საოჯახო საქმეებს და საყვარელ ადამიანებს მეტი დრო უნდა დაუთმოთ. განსაკუთრებული ყურადღება ოჯახის უფროსი წევრების ჯანმრთელობას უნდა მიაქციოთ. შესაძლოა, სამსახურში დამატებითი პასუხისმგებლობა დაგეკისროთ. საუკეთესო დღე არ არის მეგობრული შეხვედრებისთვის - უმნიშვნელო მიზეზის გამო დაწყებული კამათი შეიძლება დიდ კონფლიქტში გადაიზარდოს. სამაგიეროდ, შოპინგი წარმატებული იქნება - ამ დღეს შეძენილი ნივთები დიდხანს გასიამოვნებთ.

თხის რქა

14 ოქტომბერს ადამიანებთან ურთიერთობაში მეტი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. ნუ მისცემთ საკუთარ თავს უხეშობის და აგრესიის უფლებას. საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა და ახალი იდეები ჩანაფიქრის განხორციელებაში დაგეხმარებათ. არახელსაყრელი დროა მოლაპარაკებებისა და პარტნიორებთან ურთიერთობისთვის. მეგობრებმა შეიძლება სიახლეებით გაგაოცოთ.

მერწყული

ფინანსური საკითხების მოგვარება დიდ დროს წაგართმევთ. ეს შეიძლება იყოს ბიუჯეტის დაგეგმვა ან საქმიან ქაღალდებთან მუშაობა. ფრთხილად იყავით მანქანის მართვის დროს - სახიფათო პერიოდია. ამ დღეს შეძლებთ, რომ ფული ისე სწორად დახარჯოთ, როგორც არასდროს. ნივთები, რომლებსაც ამ დღეს შეიძენთ, ნამდვილად საჭირო და სასარგებლო იქნება.

თევზები

თავს შეუძლოდ გრძნობთ და ცდილობთ, სახლში და სამსახურში საკუთარი მოვალეობები სხვებს გადაულოცოთ. გირჩევთ, საკუთარ ცხოვრებაში სიახლეები შეიტანოთ, რაც თავს უკეთ გაგრძნობინებთ. სირთულეების დაძლევისა და მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრის დროს უფრო მტკიცე და პრინციპული უნდა იყოთ. არ დანებდეთ, თუნდაც პრობლემა ძალიან სერიოზული ჩანდეს. ყველა შეთავაზება, რომელსაც მიიღებთ, ფრთხილად განხილვას მოითხოვს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

16 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge