8 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
22:11 ორშ. 7 ოქტომბერი
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ოქტომბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ბევრი საყოფაცხოვრებო პრობლემა დაგროვდა, რომელიც დროულად უნდა გადაჭრათ. შეცდომები რომ არ დაუშვათ, გეგმა წინასწარ შეადგინეთ და ოჯახის წევრებთან ერთად განახორციელეთ. მოულოდნელი შემთხვევა ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. ეცადეთ, ურთიერთობაში უფრო გულწრფელი იყოთ. ოპტიმისტური განწყობა თითქმის უიმედო საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ.
კურო
უსიამოვნო სიტუაციაში რომ არ მოხვდეთ, წესებისა თუ შეთანხმებების მკაცრად დაცვა მოგიწევთ. ახლობელმა ადამიანმა შეიძლება თქვენი მოლოდინი არ გაამართლოს, მაგრამ ეცადეთ, ამას გაგებით მოეკიდოთ და წვრილმანების გამო ურთიერთობა არ გაწყვიტოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, მეგობრებთან შეხვედრა რამდენიმე დღით გადადოთ – მოსალოდნელია კამათი, რომელიც ურთიერთობებს დიდი ხნით გააფუჭებს.
ტყუპები
თავს ძალაგამოცლილად გრძნობთ და სამუშაოს დაწყება გიჭირთ. გირჩევთ, ხანმოკლე შესვენებები გააკეთოთ და ყურადღება სასიამოვნო საკითხებზე გადაიტანოთ, რათა ძალების აღდგენა და შრომისუნარიანობის ამაღლება შეძლოთ. შესაძლოა თავში საინტერესო იდეა მოგივიდეთ, რომელიც სამომავლოდ ძალიან გამოგადგებათ. საქმიანი მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი სცენარით განვითარდება, მაგრამ ყველა დაპირებას, რომელსაც დღეს მოისმენთ, არ უნდა დაუჯეროთ.
კირჩხიბი
დაწყებულ საქმეს ნუ მიატოვებთ და მალე მიიღებთ შედეგს, რომელზედაც დიდი ხანია, ოცნებობთ. თუ რაღაც არ გამოგდით, არ ინერვიულოთ - ეცადეთ, პრობლემას მეორე მხრიდან შეხედოთ. შეწყვიტეთ „ორი კურდღლის დევნა“ და სანამ ერთ საქმეს არ დაასრულებთ, მეორე არ დაიწყოთ. ნუ გაჯიუტდებით - სადავო საკითხების მოგვარებისთვის დათმობაზე წასვლა მოგიწევთ. ამ დღეს ასაკით უფროს ადამიანებთან ურთიერთობა სასარგებლოა – მათი ცხოვრებისეული გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.
ლომი
რთულ დროს მხარდაჭერას საყვარელი ადამიანებისა და მეგობრებისგან მიიღებთ. მოერიდეთ თქვენთვის უცნობ სფეროში საქმიანობას და ექსპერიმენტების ჩატარებას – ეს დღე კარგად ნაცნობი საოჯახო საქმეებისთვისაა ხელსაყრელი. მოერიდეთ არაკეთილგანწყობილ ადამიანებთან შეხვედრებს და ურთიერთობების გარკვევას.
ქალწული
დაეხმარეთ ადამიანს, რომელიც ამისთვის მოგმართავთ და ის თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება. გირჩევთ, საკუთარ თავზე მეტი პასუხისმგებლობა აიღოთ და გუნდში ლიდერის ადგილი დაიკავოთ. სახლში ნუ ჩაიკეტებით. ახალი ადგილები ნახეთ, ახალი ადამიანები გაიცანით და შეიძლება თქვენთვის საჭირო ან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოისმინოთ.
სასწორი
ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ დღის უმეტესი ნაწილი სახლის გარეთ გაატაროთ. დაესწარით საინტერესო ღონისძიებას, ეწვიეთ გამოფენას, გაიცანით ახალი ადამიანები და მოუსმინეთ პროფესიონალების რჩევებს. დღის მეორე ნახევარში ფრთხილად იყავით – არაკეთილსინდისიერმა ადამიანმა შეიძლება თქვენი სიკეთით და გულუბრყვილობით ისარგებლოს.
მორიელი
მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას და უპირატესობა მსუბუქ საოჯახო საქმეებს მიანიჭეთ. ხელსაყრელი დღეა დისკუსიებში მონაწილეობისა და საკუთარი თვალსაზრისის დაცვისთვის. ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ და სხვა ადამიანის პირადი საზღვრები არ დაარღვიოთ. გირჩევთ, ახლობელ ადამიანებს საკუთარ პრობლემებზე გულწრფელად უამბოთ და მათგან საჭირო მხარდაჭერას მიიღებთ.
მშვილდოსანი
ეცადეთ, სახლსა და სამსახურს შორის ძალები ისე გაანაწილოთ, რომ არც მენეჯმენტი გაანაწყენოთ და არც ოჯახის წევრები. ნუ გადაიღლებით, რომ დღის ბოლომდე ენერგია შეინარჩუნოთ. ამ დღეს მნიშვნელოვანია საკუთარი შესაძლებლობების სწორად შეფასება და რეალისტური მიზნების დასახვა. შეიძლება ძველი პარტნიორისგან მოგებიანი შეთავაზება მიიღოთ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, კარგად უნდა დაფიქრდეთ.
თხის რქა
ამ დღეს რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ეცადეთ, თანამოაზრეები იპოვოთ და ახლობლებს რჩევა სთხოვოთ. 8 ოქტომბერს გუნდური მუშაობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. ამ დღეს ბევრი მნიშვნელოვანი, მაგრამ დამღლელი საქმე გელით. ძალების არასწორად განაწილება ბევრ პრობლემას მოგიტანთ, რაც თქვენს განწყობაზეც აისახება. მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას, რათა შეცდომა თავიდან აიცილოთ.
მერწყული
მშვენიერი დღეა ახალ ადამიანებთან შეხვედრისა და ურთიერთობისთვის. მარტოხელა მერწყულმა შეიძლება საინტერესო ადამიანი გაიცნოს და რომანტიკული ურთიერთობა დაიწყოს. გირჩევთ ,საკუთარი იდეები არავის გაუზიაროთ, თორემ შეიძლება ვიღაცამ მათი მითვისება სცადოს. ახალი ცოდნა და უნარები მომავალ საქმიანობაში დაგეხმარებათ და თქვენს თავდაჯერებულობას გაზრდის.
თევზები
გირჩევთ ეს დღე კარგად ნაცნობ და მარტივ საქმეებს დაუთმოთ. მეგობრებთან ურთიერთობა და ახალი ნაცნობობა განწყობას აგიმაღლებთ. ადამიანი, რომელსაც დღეს გაიცნობთ, შესაძლოა, მომავალში თქვენი ახლო მეგობარი გახდეს. ამ დღეს ყველაზე მეტად პრობლემებისგან თავის დაღწევა და მშვიდ გარემოში დასვენება გჭირდებათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან