16 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
22:36 პარ. 15 აგვისტო

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
სასიამოვნო დღეა, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანოს. გეგმების განხორციელებას სამომავლოდ გადადებთ და მთელ დღეს გართობასა და დასვენებას დაუთმობთ. თქვენს პირად ცხოვრებაში გარშემო მყოფების ჩარევა ძალიან გაღიზიანებთ. დღის მეორე ნახევარში დაუგეგმავი ხარჯები გელით. ინტუიციის წყალობით ადამიანებში კარგად ერკვევით - თუ ვინმე მოგწონთ, ის ამას იმსახურებს.
კურო
ამ დღეს მოკავშირეებისა და თანამოაზრეების პოვნას ადვილად შეძლებთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ძველი ურთიერთობები აღადგინოთ და მნიშვნელობა არ აქვს, საქმიანი იქნება ეს ურთიერთობები თუ მეგობრული. მოულოდნელად მიღებული ფულადი შემოსავალი საშუალებას გაძლევთ, რემონტი დაიწყოთ ან სახლისთვის საჭირო ნივთი შეიძინოთ.
ტყუპები
დღის დასაწყისში ურთიერთობებში სიფრთხილე და შერჩევითობა უნდა გამოიჩინოთ. შექმნილი ვითარების გამო გარშემომყოფებთან, თუნდაც ძველ და გამოცდილ მოკავშირეებთან შეთანხმება გიჭირთ, თუმცა კონფლიქტების თავიდან აცილებას შეძლებთ და მალე სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება. საღამოს შანსი გექნებათ, ძველი იდეა განახორციელოთ. მოერიდეთ ახალი პასუხისმგებლობების აღებას და დაპირებების გაცემას - მათი შესრულება რთული იქნება.
კირჩხიბი
ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, თქვენთვის მნიშვნელოვანი კავშირები გაამყაროთ და შერიგდეთ მათთან, ვისთანაც კონფლიქტი გქონდათ. გამორიცხული არ არის წარმატებული დამთხვევები. მათი საშუალებით შეგიძლიათ ადრე დაწყებული საქმე დაასრულოთ. მოსალოდნელია მცირე ფულადი შემოსავალი. შეიძლება ძველი ბიზნესპარტნიორებისგან საინტერესო შეთავაზება მიიღოთ.
ლომი
წინააღმდეგობრივი დღეა. გეგმების შეცვლა და დაწყებული საქმეების სამომავლოდ გადადება არაერთხელ მოგიწევთ. ყველაფერს გააკეთებთ იმისთვის, რომ დაგეგმილი განახორციელოთ, მაგრამ ეს მარტივი არ იქნება. გარშემო მყოფები ყურადღებას გაგიფანტავენ და თქვენს საქმეებში ჩარევას ეცდებიან. შესაძლოა, საღამოს დიდი ხნის წინ გაწყვეტილი ურთიერთობის აღდგენა შეძლოთ. ეცადეთ, დასვენების დღე ბუნებაში გაატაროთ და დადებითი ემოციებით დაიმუხტოთ.
ქალწული
ამ დღეს ახალ ნაცნობზე დადებითი შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებთ. გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც თქვენი იდეებით დაინტერესდებიან და მათ განხორციელებაში დაგეხმარებათ. მოსალოდნელია გრძელვადიან თანამშრომლობაზე მოლაპარაკება. კავშირი, რომელიც პროფესიული საქმიანობის ფარგლებში დაიწყება, შეიძლება მალე სასიყვარულო ურთიერთობაში გადაიზარდოს. რაღაც შემთხვევამ შეიძლება საკუთარ თავზე და ახლობელ ადამიანზე აზრი შეგიცვალოთ.
სასწორი
ეცადეთ, არ გარისკოთ. ეს დაძაბული დღეა, რომელიც სიფრთხილეს მოითხოვს. წარმატების მიღწევა შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის ყოველი ნაბიჯი კარგად უნდა გაიაზროთ. საეჭვო პირებთან ერთად საქმის დაწყებას ან ავანტიურებში მონაწილეობას უნდა მოერიდოთ. საოჯახო საქმეები დიდ დროს წაგართმევთ, თუმცა დაწყებულის დასრულებას შეძლებთ.
მორიელი
ყოველმხრივ ხელსაყრელი დღეა. შანსი გექნებათ, რომ საკუთარი თავისა და გარშემო მყოფებისთვის ბევრი სასარგებლო საქმე გააკეთოთ. სწრაფად მოქმედებთ და ფუჭ საუბარსა და უსარგებლო კამათში დროს არ კარგავთ. ადამიანებს, რომლებსაც სწრაფი შედეგების მიღება სურთ, თქვენთან თანამშრომლობისთვის განაწყობთ. გირჩევთ, ფულის დაგროვება დაიწყოთ, რადგან მალე დიდი თანხა დაგჭირდებათ.
მშვილდოსანი
აკონტროლეთ საკუთარი სურვილები - მათი აყოლა, პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ. დღის პირველ ნახევარში ბევრი კარგი იდეა გაგიჩნდებათ. ზოგმა მშვილდოსანმა შეიძლება საკუთარი უნარები მოულოდნელი დანიშნულებით გამოიყენოს. შესაძლებელია ახალი მოკავშირეების პოვნა, ერთობლივ მოქმედებებზე შეთანხმება და მომხიბლავი სამუშაო შეთავაზებები. გამორიცხული არ არის, რომ საკუთარ თავში სრულიად ახალი და უჩვეულო თვისებები აღმოაჩინოთ.
თხის რქა
ამ დღეს ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ. დაბნეულობამ და უყურადღებობამ შეიძლება მძიმე შეცდომები გამოიწვიოს, რომელთა გამოსწორება გაგიჭირდებათ. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგი და წარუმატებელი შენაძენი. თავი შეიკავეთ დიდი გარიგებების დადების ან საბუთებზე ხელის მოწერისგან, მათი გადამოწმების გარეშე. დღის მეორე ნახევარში ხელიდან არ გაუშვათ შესაძლებლობა, რომელსაც ბედი გიმზადებთ.
მერწყული
სასიამოვნო და ნაყოფიერი დღეა, რომელიც ბევრ საინტერესო მოვლენას გპირდებათ. სასურველია, რომ ყველაფერი თავად აკეთოთ - სხვების დახმარება შეიძლება შეცდომით დასრულდეს და ყველაფრის თავიდან კეთება მოგიწევთ. ნუ ენდობით ადამიანს, რომელიც თქვენს დარწმუნებას ცდილობს და გადაწყვეტილება თავად მიიღეთ.
თევზები
მოულოდნელი შემთხვევა სასურველი შედეგის მიღებაში დაგეხმარებათ. წვრილმანებზე ნუ ინერვიულებთ — სიმშვიდის შენარჩუნებით მიზნებს უფრო მარტივად მიაღწევთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელია დასვენებისა და განტვირთვისთვის. ყურადღება მიაქციეთ მინიშნებებს და ეცადეთ, მიხვდეთ, რისი თქმა სურთ თქვენთვის ვარსკვლავებს.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან