დღის ჰოროსკოპი

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:14 პარ. 8 აგვისტო

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეცადეთ, თქვენს ბობოქარ ენერგიას სწორი მიმართულება მისცეთ. იმის ნაცვლად, რომ ერთდროულად ათ საქმეს შეეჭიდოთ, მხოლოდ ერთი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი აირჩიეთ და მთელი ყურადღება მისკენ გადაიტანეთ. ამ ერთ საქმეში მიღწეული წარმატება ბევრად უფრო დიდ კმაყოფილებას მოგიტანთ, ვიდრე ერთდროულად „ორი კურდღლის დევნა“. გირჩევთ საღამოს ოჯახში ბრძანებების გაცემის ნაცვლად, საყვარელი ადამიანების მოსმენა სცადოთ — ეს თქვენს ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამყარებს.

კურო

ეს დღე იდეალურია ისეთი საქმიანობისთვის, რომლის შედეგიც ხილული და მნიშვნელოვანია — იქნება ეს მცენარის დარგვა, რემონტის დაწყება თუ ფინანსური გეგმის შედგენა. ნუ იჩქარებთ — ამ დღეს სისწრაფეზე მეტად ხარისხია მნიშვნელოვანი.

ტყუპები

ამ დღეს თქვენი ნათქვამი განსაკუთრებულ წონას იძენს და მას შეუძლია გადაჭრას პრობლემა, რომელიც ბოლო დროს გამწვავდა. თქვენი არგუმენტები ამ დღეს ყველაზე ჯიუტ ადამიანსაც დაარწმუნებს. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე ეცადეთ, მომხდარის მიზეზი გაარკვიოთ. თავი შორს დაიჭირეთ უარყოფითად განწყობილი და მუდმივად უკმაყოფილო ადამიანებისგან.

კირჩხიბი

შესაძლოა, საყვარელმა ადამიანმა ან საქმიანმა პარტნიორმა იმედი გაგიცრუოთ, მაგრამ ეს სამყაროზე გაბრაზების უფლებას არ გაძლევთ. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც სიმშვიდისა და სტაბილურობის განცდას გიქმნით. ეს შეიძლება იყოს ძველი საოჯახო ფოტოალბომების დალაგება, ბებიის რეცეპტით მომზადებული კერძი ან უბრალოდ სახლის დასუფთავება. ამ დღეს შინაგანი სიმშვიდის წყაროს სწორედ ამ უბრალო ქმედებებში იპოვით.

ლომი

ემოციური თვალსაზრისით რთული დღეა, ამიტომ ეცადეთ, საკუთარი სიტყვები და ქმედებები აკონტროლოთ. ადამიანები თქვენგან არა მხოლოდ შთამბეჭდავ იდეებს, არამედ გონივრულ გადაწყვეტილებებსაც ელიან. გირჩევთ, ირგვლივ მყოფებს აჩვენოთ, რომ ის ადამიანი ხართ, ვინც საკუთარ სიტყვებს ასრულებს და თქვენი ავტორიტეტი ერთი ორად გაიზრდება.

ქალწული

ამ დღეს თქვენმა პერფექციონიზმმა შეიძლება ნამდვილი სასწაული მოახდინოს. ნუ ეცდებით ყველა საქმის ერთდროულად კეთებას. აირჩიეთ ერთი სფერო, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს და სრულყოფილებამდე მიიყვანეთ. იდეალურად შესრულებული საქმისგან მიღებული კმაყოფილება თქვენი მთავარი ჯილდო იქნება. ვარსკვლავები გირჩევენ, ახლობელ ადამიანთან გულწრფელი საუბრის დრო გამონახოთ - ის ნებისმიერ გაუგებრობას დაასრულებს.

სასწორი

შესაძლოა, სამართლიანობის აღსადგენად ამ დღეს რთული გადაწყვეტილების მიღება ან მძიმე საუბრის წამოწყება დაგჭირდეთ. ამას ნუ შეუშინდებით. თქვენი არგუმენტები ყველაზე მონდომებულ ოპონენტსაც კი დაამარცხებს. ზოგადად, ნებისმიერი საქმე, სადაც ურთიერთობების ცოდნაა საჭირო, თქვენი სრული გამარჯვებით დასრულდება.

მორიელი

ამ დღეს თქვენი ინტუიცია ზუსტი კომპასივით მუშაობს. ის დაგეხმარებათ, რომ ფასადს მიღმა დამალული მოვლენებისა არსი დაინახოთ. ეს დღე იდეალურია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად, რომელსაც დიდი ხანია აჭიანურებთ. ენდეთ თქვენს შინაგან ხმას — ის არ გიღალატებთ. გირჩევთ, საღამოს სტუმრად წახვიდეთ და დრო სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ.

მშვილდოსანი

თქვენი ოპტიმიზმი დიდი ძალაა, მაგრამ ამ დღეს მას რეალური საფუძველი სჭირდება. ოცნება, რომელსაც თუნდაც ერთი კონკრეტული ნაბიჯი უმაგრებს ზურგს, აუცილებლად ასრულდება. დროს ნუ დაკარგავთ მომავალზე ფიქრებში — უკვე დღესვე უნდა დაიწყოთ მისთვის საფუძვლის ჩაყრა.

თხის რქა

ეს თქვენი დღეა. შაბათის ენერგია თქვენს ბუნებას სრულად ეხმიანება და თავდაჯერებას გმატებთ. ამ დღეს წარმატებით დასრულდება ყველა საქმე, რომელიც კარიერასთან, გრძელვადიან გეგმებთან და თქვენი პოზიციების გამყარებასთან არის დაკავშირებული. თავს უფლება მიეცით, რომ სიტუაციის კონტროლის შეგრძნებით დატკბეთ — ეს ნამდვილად დაიმსახურეთ. ეცადეთ, გარემოებებს მოერგოთ და ახალი, მოგებიანი შესაძლებლობები იპოვოთ.

მერწყული

თქვენი გენიალური იდეები პრაქტიკულ გადაწყვეტას ითხოვს. მოიფიქრეთ, როგორ შეიძლება ახალმა იდეებმა რეალური სარგებელი მოგიტანოთ. საკუთარი გეგმები გამოცდილ, სანდო ადამიანს გაუზიარეთ — მისი რჩევა დაგეხმარებათ, რომ თქვენი ფანტაზია რეალურ პროექტად აქციოთ. სირთულეების მიუხედავად, ეცადეთ, ნებისყოფა გამოიჩინოთ და გარშემო მყოფების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება შეინარჩუნოთ.

თევზები

ამ დღეს თქვენი ამოცანა ახლობელი ადამიანის დახმარებაა. ეცადეთ, მოთმინებით მოუსმინოთ და პრაქტიკული რჩევებით დაეხმაროთ. თქვენი ძალა იმაში მდგომარეობს, რომ სხვების ტკივილი გესმით და გულწრფელი თანაგრძნობა შეგიძლიათ. თქვენი სიბრძნე და სიმშვიდე შეიძლება ვიღაცისთვის მაშველ რგოლად იქცეს, თუმცა სხვების დახმარების დროს ნურც საკუთარ თავს და საჭიროებებს დაივიწყებთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზ...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge