დღის ჰოროსკოპი

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:45 სამ. 5 აგვისტო

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღე შესანიშნავ შესაძლებლობებს გთავაზობთ კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარებისათვის. დიდი ალბათობით, საინტერესო შეთავაზებას მიიღებთ, რომელიც თავდაპირველად უჩვეულოდ მოგეჩვენებათ. დათანხმებას ნუ იჩქარებთ და საკითხის საფუძვლიანი გააზრებისთვის დრო ითხოვეთ. თქვენი ინტუიცია ახლა განსაკუთრებით გამძაფრებულია, ამიტომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას მას უნდა მიენდოთ.

კურო

ეს დღე იდეალურია იმისათვის, რომ ახალი საქმეები დაიწყოთ და ძველი პრობლემები მოაგვაროთ. გირჩევთ, ყურადღება წვრილმანებზე გაამახვილოთ - წარმატების გასაღები მათში იმალება. გარშემომყოფები ყველა წამოწყებაში მხარს გიჭერენ. ნუ იტყვით უარს მათ დახმარებაზე. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობის გაუარესება, ამიტომ ერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს და კვებაში ზომიერება გამოიჩინეთ.

ტყუპები

თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება, ამიტომ ეცადეთ, ზედმეტ აქტიურობას ერიდოთ. მოულოდნელმა შეხვედრებმა შეიძლება ახალი იდეები მოგიტანოთ. იყავით გახსნილი ურთიერთობისთვის და გარშემო მყოფებისთვის საკუთარი აზრების გაზიარება ნუ მოგერიდებათ. შემთხვევითმა საუბრებმა შეიძლება მნიშვნელოვან აღმოჩენებამდე მიგიყვანოთ. გამორიცხული არ არის, რომ საღამოს მცირე ფინანსური ან საყოფაცხოვრებო პრობლემის წინაშე აღმოჩნდეთ.

კირჩხიბი

შესანიშნავი დღეა დაწყებული საქმეების დასრულებისთვის და გაწყვეტილი ურთიერთობის გამყარებისთვის. ახლობელ ადამიანთან გულწრფელი საუბარი ძველი და ძალიან მტკივნეული პრობლემის გადაჭრაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ, რათა შემთხვევით არავინ შეურაცხყოთ.

ლომი

კოლეგებთან ან ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში შეიძლება პრობლემები წარმოიქმნას, რომელთა გადაჭრა დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. დროა, ძველი ოცნებები გაიხსენოთ - ახლა მათი განხორციელების დროა. პიროვნული ხიბლი სასურველის მიღწევაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია ჯანმრთელობის გაუარესება. გირჩევთ, პირველივე სიმპტომების გაჩენისას ექიმს მიმართოთ.

ქალწული

გირჩევთ, ეს დღე პირად საკითხებს და საკუთარ თავზე ზრუნვას დაუთმოთ. ნუ მისცემთ სხვებს საშუალებას, რომ გეგმა შეგაცვლევინონ და არჩეული გზიდან გადაგახვევინონ. ხელსაყრელი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად და დამატებითი შემოსავლის წყაროების მოსაძიებლად.

სასწორი

არაკეთილმოსურნე ადამიანების გააქტიურების გამო გირჩევთ, ამ დღეს ურთიერთობები შეამციროთ. მით უმეტეს, რომ ზოგჯერ საკუთარ ფიქრებთან განმარტოება და წარსულის გააზრება ძალიან სასარგებლოა. ასეთი წუთები გვეხმარება, რომ ძველ შეცდომებს ახალი თვალით შევხედოთ და აღარ გავიმეოროთ. მოულოდნელმა შეხვედრამ შეიძლება თქვენი გეგმები რადიკალურად შეცვალოს. გადაწყვეტილებების მიღებისას ინტუიციას ენდეთ.

მორიელი

ეს დღე დაგეხმარებათ, რომ რთული ამოცანის გადაჭრისას საკუთარი შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ. გაუზიარეთ თქვენი ფიქრები და წუხილი ახლობლებს — ეს სწორი გადაწყვეტილებების პოვნაში დაგეხმარებათ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია წარმატება, მაგრამ მატერიალური საკითხების მოგვარება ცოტა გართულდება.

მშვილდოსანი

ამ დღეს აქტიური ურთიერთობები სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ. თამამად გადადგით ნაბიჯები ძველი ოცნებების ასასრულებლად. იდეებმა, რომლებზეც ბოლო დროს ბევრს ფიქრობთ, შეიძლება მნიშვნელოვანი შედეგები მოგიტანოთ. დღის მეორე ნახევარში ორპირ ქარებს და ვირუსულ ინფექციას უნდა მოერიდოთ.

თხის რქა

დროა, გონებრივი სამუშაოსგან ცოტა ხნით დაისვენოთ და სპორტითა და ფიზიკური აქტივობით დაკავდეთ. ამ დღეს ფრთხილად და გააზრებულად უნდა იმოქმედოთ. ეცადეთ, საკუთარ გრძნობებში უკეთ გაერკვეთ და ყველაფერს საკუთარი სახელი დაარქვათ. ხელსაყრელი დღეა მნიშვნელოვანი მოლაპარაკებებისა და გრძელვადიანი გეგმების განხილვისთვის.

მერწყული

დროა, ახალი საქმე დაიწყოთ და ყურადღება სხვა მიმართულებით გადაიტანოთ. ეცადეთ, ურთიერთობებში მეტი გულწრფელობა გამოიჩინოთ — ეს გარშემო მყოფების კეთილგანწყობას და წარმატებას მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ ნიშნებს, რომლებსაც კოსმოსი გიგზავნით და ეცადეთ, სწორი დასკვნები გამოიტანოთ.

თევზები

ეს დღე ხელსაყრელია ძველისგან გათავისუფლებისა და ახლის პოვნისთვის. მიეცით თავს მოდუნების უფლება, თუნდაც ბევრი საქმე ბევრი გქონდეთ. ეცადეთ, თავი შეიკავოთ ყველაფრისგან, რამაც შეიძლება სხეულს ზიანი მიაყენოს. დროა მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ და ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზ...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge