დღის ჰოროსკოპი

2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:09 პარ. 1 აგვისტო

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

 

ვერძი

გირჩევთ, მნიშვნელოვანი საქმეების მოგვარება არ გადადოთ - დილის საათები ამისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია. თუ არ იზარმაცებთ, იმ პრობლემის გადაჭრას შეძლებთ, რომელიც აქამდე უიმედო გეგონათ. გამორიცხული არ არის მოულოდნელი ფულადი შემოსავალი. ეს შეიძლება დიდი თანხა არ იყოს, მაგრამ საჭირო დროს მოვა და ძალიან გამოგადგებათ. რომანტიკული თავგადასავალი გელით, რომელიც დაუვიწყარ ემოციებს მოგიტანთ და თანდათან უფრო განვითარდება.

კურო

თუ მოვლენებს ობიექტურად შეაფასებთ და სიმართლეს თვალს გაუსწორებთ ბევრს მიაღწევთ. გარშემომყოფების იმედი ნუ გექნებათ. თქვენი დახმარება შეიძლება მათაც კი ვერ შეძლონ, ვინც ადრე დახმარებას დაგპირდათ. რამდენიმე წარუმატებელი ცდის შემდეგ წარმატებას მაინც მიაღწევთ. ადრე თუ გვიან სხვისი საიდუმლოს გაშიფვრას და ამ ინფორმაციის თქვენ სასარგებლოდ გამოყენებას შეძლებთ. მგზავრობამ შეიძლება იმაზე მეტი დრო წაგართვათ, ვიდრე გეგონათ.

ტყუპები

გამორიცხული არ არის, რომ ამ დღეს საკუთარი შესაძლებლობები გადაჭარბებულად შეაფასოთ, რამაც შეიძლება დიდი უსიამოვნება მოგიტანოთ. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ — მოერიდეთ სესხის აღებას და ფულის უაზროდ ხარჯვას. ამ დღეს სასარგებლოა მოგზაურობა და გარემოს შეცვლა — ეს შთაგონებას, ენერგიასა და კარგ განწყობას მოგიტანთ. გარიგებების დადებისას აჩქარებამ შეიძლება მნიშვნელოვანი დანაკარგი გამოიწვიოს.

კირჩხიბი

დღის დასაწყისი ხელსაყრელია ურთიერთობისთვის. ამ დროს იოლად მოახერხებთ საერთო ენის პოვნას გარშემომყოფებთან. შესაძლოა, მტრულად განწყობილი ადამიანებისგანაც კი მხარდაჭერა მიიღოთ და მოკავშირეებად აქციოთ. ამ დღეს დაწყებული რომანტიკული ურთიერთობები სწრაფად განვითარდება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა, რომელიც ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზრდება.

ლომი

რთული დღეა და გარშემომყოფებისგან დახმარების იმედი ნუ გექნებათ. პირიქით, მათგან შეიძლება ბევრი საყვედური და უსამართლო კრიტიკა მოისმინოთ. დროა, ცხოვრებაში ცვლილებები დაგეგმოთ, ახალი მიზნები დაისახოთ და არჩეულ მიმართულებით პირველი ნაბიჯები გადადგათ. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები. თუ არ იჩქარებთ და ხელსაყრელ მომენტს დაელოდებით, სასურველის მისაღწევად მცირედი ძალისხმევაც საკმარისი იქნება.

ქალწული

შესანიშნავი დღეა სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად. შეგიძლიათ ძველი გეგმებისა და მიზნების განხორციელებას დაუბრუნდეთ. მოსალოდნელია იღბლიანი დამთხვევები და ხელსაყრელი გარემოებები. ზოგ ქალწულს ექნება შესაძლებლობა, რომ ჰობი შემოსავლის წყაროდ აქციოს. ქრონიკული დაავადებების გამწვავება რომ აიცილოთ, დროა, მკურნალობის პრევენციულ ღონისძიებებზე იფიქროთ. არ არის გამორიცხული რომანტიკული ისტორიის დაწყება.

სასწორი

ეცადეთ, ზედმეტი ნერვიულობა თავიდან აირიდოთ. სანამ შინაგან სიმშვიდეს ინარჩუნებთ, შეცდომების რისკი მინიმალურია. საქმის მიმართ სერიოზული მიდგომა ძველი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. გარშემომყოფები თქვენს წარმატებებს ხედავენ და რჩევისთვის მოგმართავენ - ეცადეთ, იმედი არავის გაუცრუოთ, თუმცა ნურც საკუთარ ვალდებულებებს დავიწყებთ. თქვენ გვერდით გამოჩნდება ადამიანი, რომლის მაგალითიც შთაგაგონებთ. ის მოგცემთ ძალას, რომ მნიშვნელოვანი და თამამი ნაბიჯები გადადგათ.

მორიელი

კარგი დღეა როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობებისთვის. შესაძლებლობა გექნებათ, რომ საინტერესო ღონისძიებებს დაესწროთ და ყურადღების ცენტრში მოექცეთ. რაღაც სიახლე გაიძულებთ, რომ მიმდინარე მოვლენებზე შეხედულება შეიცვალოთ. მოსალოდნელია პიროვნული წინსვლა. შემოქმედებითი მიდგომა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. რაღაც სიახლემ შეიძლება ცხოვრების მიმართ თქვენს დამოკიდებულებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედოს.

მშვილდოსანი

ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ ემოციები აკონტროლოთ. ზედმეტმა ნერვიულობამ შეიძლება ახლად დაწყებული საქმის შედეგებზე ცუდად იმოქმედოს. არ იჩქაროთ ფულთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება — არსებობს რისკი, რომ უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდეთ. პრობლემების შემთხვევაში გირჩევთ, დახმარებისთვის ძველ ნაცნობებს მიმართოთ. კომერციული საქმიანობით დაკავებულებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ ხელსაყრელი გარიგებები დადონ ან მათი საფუძველი შექმნან. კარგი დღეა შოპინგისთვის — შეძენილი ნივთები დიდხანს გაგახარებთ.

თხის რქა

ყოველმხრივ წარმატებული დღეა. საშუალება გექნებათ, რომ საინტერესო ადამიანები გაიცნოთ და თქვენი სოციალური წრე გააფართოოთ. ეცადეთ, პერიოდულად საკუთარ ქმედებებს გადახედოთ და რეალობას მოარგოთ. არ არის გამორიცხული, პასუხი მიიღოთ კითხვაზე, რომელიც დიდი ხანია, გტანჯავთ. ეცადეთ, აღიდგინოთ შინაგანი ბალანსი — გააკეთეთ რამე სასიამოვნო, რომ განიტვირთოთ. საღამო დაუთმეთ საკუთარ თავს — დაისვენეთ, რათა ძალები აღიდგინოთ.

მერწყული

ამ დღეს ემოციების კონტროლი გიჭირთ, მაგრამ ეცადეთ, კონფლიქტები თავიდან აიცილოთ. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდია, თუმცა საერთო ემოციური ფონი კვლავ არასტაბილური. თავი შეიკავეთ აშკარა პროვოკაციებზე რეაგირებისგან და სხვის ნებას არ დაემორჩილოთ. ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, რომ ძველი საქმიანი კავშირები აღადგინოთ, რაც მალე ძალიან გამოგადგებათ.

თევზები

რაც არ უნდა მოხდეს, ეცადეთ, ოპტიმიზმი შეინარჩუნოთ. შეგიძლიათ მოკავშირეების, პარტნიორების ან სპონსორების ძიება დაიწყოთ — წარმატება თქვენს მხარეს იქნება. შეძენამდე პროდუქტი ყურადღებით დაათვალიერეთ, განსაკუთრებით ვარგისობის ვადას დააკვირდით, რათა ჯანმრთელობა არ დაიზიანოთ. პირად ურთიერთობებში დღეს საუკეთესო დროა ერთობლივი მოგზაურობისთვის.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

1-ელი აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზ...

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

30 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

27 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge