26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:49 პარ. 25 ივლისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი ძალები და შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ — სხვა შემთხვევაში შეიძლება სხვისთვის დაგებულ ხაფანგში თავად აღმოჩნდეთ. ფულთან დაკავშირებულ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. თავი შეიკავეთ სერიოზული ფინანსური ვალდებულებების აღებისგან. ნუ ეცდებით, რომ სასურველი სწრაფად მიიღოთ, თორემ შეიძლება ისიც დაკარგოთ რაც გაქვთ. ფრთხილად იყავით თუ ვიღაც მაცდური წინადადებით მოგმართავთ - სავარაუდოდ, ვიღაც ცდილობს თქვენი გულუბრყვილობით ისარგებლოს.
კურო
სიმშვიდე შეინარჩუნეთ — დღეს ეს პრობლემების სწორად გადაჭრისთვის აუცილებელია. შესაძლებლობა გექნებათ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გაიგოთ. მიღებული ინფორმაცია არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს ახლობლებსაც დაეხმარება. დღის მეორე ნახევარი წარმატებულ საქმიან შეხვედრებს გპირდებათ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი, რაც დიდი ხნის წინ ჩაფიქრებული გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებათ.
ტყუპები
ზოგჯერ ზედმეტად მგრძნობიარე ხართ, რაც წარმატების მიღწევაში ხელს გიშლით. იმ დროს, როდესაც ემოციების კონტროლი და სიმშვიდე გჭირდებათ, ღელავთ, ნერვიულობთ და შეცდომებს უშვებთ. დღევანდელმა სიტუაციამ შეიძლება წარსული ან წარსულიდან ვიღაც გაგახსენოთ. ეცადეთ ურთიერთობაში მეტი წინდახედულობა გამოიჩინოთ, რადგან თქვენმა ირონიულმა კომენტარებმა შეიძლება ბევრი პრობლემა შეგიქმნათ.
კირჩხიბი
ნუ აჩქარდებით და ეს დღე საკმაოდ წარმატებული იქნება. გახსოვდეთ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების სიჩქარეში მიღება სარისკოა, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ფულს ან სამუშაოს ეხება. ინფორმაციის გადამოწმება არ დაიზაროთ და საკუთარ თავს მადლობას ეტყვით. სამწუხაროდ, ბევრი ცდილობს, ილუზია რეალობად მოგაჩვენოთ. არახელსაყრელი დღეა გარიგებების დადებისა და დიდი შენაძენებისთვის.
ლომი
ამ დღეს ადვილად მოახერხებთ საერთო ენის გამონახვას კოლეგებთან და ადამიანებთან, ვისთანაც საქმიანი ურთიერთობა გაკავშირებთ. ფულის გონივრული განაწილება საშუალებას მოგცემთ, რომ სასურველი ნივთებიც შეიძინოთ და უსარგებლო ხარჯები თავიდან აიცილოთ.
ქალწული
ამ დღეს შეგიძლიათ წარმატებას მიაღწიოთ ისეთ საქმეში, რომელსაც სხვებმა თავი ვერ გაართვეს. წარსულში მიღებული ცოდნა და გამოცდილება კონკურენტების დამარცხებაში დაგეხმარებათ. საღამო სასიამოვნო ნაცნობობას გპირდებათ. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი თანდათან მცირდება, ამიტომ მეტი დასვენება გჭირდებათ. შესაძლოა, სასურველი შედეგის მიღება შეძლოთ, მაგრამ შემდეგ აუცილებლად ძალები უნდა აღიდგინოთ.
სასწორი
საკმაოდ დაძაბული დღეა. რთულ სიტუაციაში არაერთხელ აღმოჩნდებით და გადაწყვეტილების სწრაფად მიღება მოგიწევთ. სანერვიულო არაფერი გაქვთ, რადგან ყველაფერს სწრაფად მოაგვარებთ და შეცდომებს არ დაუშვებთ. ეცადეთ, მუშაობის დროს უპირატესობა სანდო და კარგად ნაცნობ მეთოდებს მიანიჭოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სირთულეები სახლის საქმეებთან დაკავშირებით.
მორიელი
მოულოდნელი შემთხვევის გამო შეიძლება გეგმების შეცვლა მოგიწიოთ. ადამიანები, რომლებთანაც შეხვედრა დანიშნეთ, დააგვიანებენ ან საერთოდ არ მოვლენ და არც დაპირებებს შეასრულებენ. ამას მშვიდად უნდა შეხვდეთ — ცოტა დაიცადეთ და მიხვდებით, რომ გარემოებები თქვენ სასარგებლოდ მუშაობს. დღის მეორე ნახევარში რთულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს დაეხმარებით. თქვენი ენერგიისა და მონდომების წყალობით ბევრი ოჯახური პრობლემა მოგვარდება.
მშვილდოსანი
უმჯობესია, მნიშვნელოვანი საქმეები არ გადადოთ და დღის პირველ ნახევარში დაასრულოთ. ასე სასურველ შედეგს სწრაფად მიაღწევთ. მოგვიანებით გაუგებრობების ალბათობა გაიზრდება, რაც დაწყებული საქმის დასრულებაში ხელს შეგიშლით. ძველი მტრები თავს შეგახსენებენ - ამჯერად ინტრიგებს მიმართავენ, რათა ცხოვრება გაგირთულონ.
თხის რქა
ამ დღეს ყველაფერი ისე მარტივად არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. გარკვეული პრობლემების გადასაჭრელად შესაძლოა დიდხანს ფიქრი მოგიწიოთ. არ არის გამორიცხული, რომ სხვის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგიწიოთ. თქვენს საქმეებში ხშირად ერევიან ადამიანები, რომლებთანაც ურთიერთობა არ გსურთ. ეცადეთ, შექმნილი სიტუაცია თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ და მიხვდებით, რომ საქმე არც ისე ცუდია.
მერწყული
ხელსაყრელი და ნაყოფიერი დღეა. იზრდება თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი. ბევრ საკითხს ახლებურად შეხედავთ. შესანიშნავი დროა ექსპერიმენტებისთვის. შეგიძლიათ სამუშაო ან საქმიანობის სფერო შეცვალოთ. ფინანსური პერსპექტივები ხელსაყრელია - საშუალება გაქვთ, რომ წარმატებული შესყიდვები განახორციელოთ. დღის მეორე ნახევარში რომანტიკული ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს.
თევზები
დღის პირველი ნახევარი ხელსაყრელია საქმიანი შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისა და დამოუკიდებლად მუშაობისთვის. კარგად იცით, რის მიღწევას ცდილობთ და მიზნამდე როგორ მიხვიდეთ. სასიამოვნო სიურპრიზები და მოულოდნელი საჩუქრები გელით. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ, საქმეები დროებით დაივიწყოთ, გარემო შეიცვალოთ და დაისვენოთ. გირჩევთ, სარისკო მოქმედებები თავიდან აიცილოთ - კარგად გამოცდილი ხერხები საშუალებას მოგცემთ საუკეთესო შედეგებს მიაღწიოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან