დღის ჰოროსკოპი

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:35 ორშ. 21 ივლისი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ივლისს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

არჩევანის წინაშე ხართ - ან მტკიცედ და პრინციპულად უნდა იმოქმედოთ, ან შეჩერდეთ და ყურადღებით მოუსმინოთ სხვების აზრს. ეს დღე თქვენგან სიფრთხილეს და დიპლომატიურ თვისებებს მოითხოვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე პარტნიორობას და გუნდურ მუშაობას ეხება. ენერგიით სავსე ხართ და კარგი იქნება, დაასრულოთ საქმეები, რომლებიც დიდი ხანია გადადებული გაქვთ. საღამო იდეალური დროა სპორტული ვარჯიშების და მეგობრებთან შეხვედრებისთვის.

კურო

ამ დღეს თქვენი კონსერვატიული აზროვნება შეიძლება თქვენი მთავარი უპირატესობა გახდეს. იქ, სადაც სხვები იბნევიან, თქვენ სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებას შეძლებთ. ფინანსურ და საოჯახო საკითხებში სიფრთხილე და ყურადღება უნდა გამოიჩინოთ. ახლობლების თხოვნას ნუ უგულებელყოფთ. ეცადეთ, საღამო ბუნებაში ან ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.

ტყუპები

ეს დღე სავსეა საუბრებით და ახალი ინფორმაციით. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა ან შემოთავაზება — განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. ცოტაოდენი ყურადღება გამოიჩინეთ და მიმდინარე მოვლენების თქვენ სასარგებლოდ გამოყენებას შეძლებთ. უფროსი ნათესავის რჩევა თითქმის უიმედო საქმის თქვენთვის სასარგებლოდ დასრულებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

თუ დილიდან დაღლილობას გრძნობთ, გირჩევთ პროფესიული საქმიანობა ცოტა ხნით დაივიწყოთ და საკუთარ თავს შესვენების უფლება მისცეთ. ხელსაყრელი დროა გარშემომყოფებთან არსებული გაუგებრობების დასრულებისთვის, წყენის დავიწყებისა და შინაგანი დაძაბულობისგან გათავისუფლებისთვის. საღამო განსაკუთრებით ჰარმონიული იქნება, თუ დროს საყვარელ საქმეს დაუთმობთ.

ლომი

ამ დღეს შესაძლოა ენერგიის მოზღვავება და ცვლილებების სურვილი იგრძნოთ. ეცადეთ, ემოციების ნაცვლად, ფაქტებით იხელმძღვანელოთ და ნებისმიერ დებატებში სიმშვიდე შეინარჩუნოთ. თუ დიდი ხანია თავში ახალი იდეა გიტრიალებთ, ეს დღე შესანიშნავია პირველი ნაბიჯებისთვის. მთავარია, ოპონენტებზე ზეწოლას მოერიდოთ. სხვისი პირადი საზღვრების პატივისცემა შინაგანი ჰარმონიის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ქალწული

22 ივლისი სიზუსტის დროა. ყველა საქმე, რომელიც წვრილმანებზე ყურადღებას მოითხოვს, წარმატებით დასრულდება. თუ დიდი ხანია საბუთებზე მუშაობას ან სახლის საქმეების მოწესრიგებას გეგმავთ, უნდა იმოქმედოთ. ეცადეთ, ყველანაირი კამათი თავიდან აიცილოთ, რადგან უმნიშვნელო დაპირისპირება შეიძლება ხანგრძლივ კონფლიქტში გადაიზარდოს. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია სასიამოვნო საუბარი, რომელიც ბევრ რამეს ნათელს მოჰფენს.

სასწორი

ახლა შინაგანი ჰარმონია ისე გჭირდებათ, როგორც არასდროს. ეს დღე ხელსაყრელია წყენის დავიწყებისა და გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენისთვის. ნუ ეცდებით, რომ საკუთარი მოვალეობები კოლეგებს გადააბაროთ, რადგან საბოლოოდ, მათი დაშვებული შეცდომების გამოსწორება მოგიწევთ. მთელ დღეს სხვებზე ზრუნვაში ატარებთ, მაგრამ თქვენი სურვილებიც მნიშვნელოვანია, ამიტომ საკუთარი თავისთვისაც დრო უნდა გამონახოთ.

მორიელი

ივლისი ფინანსურად რთული თვე იქნება, ამიტომ ეცადეთ, ოჯახის ბიუჯეტში ხარჯები შეამციროთ და ეკონომიურად ცხოვრება ისწავლოთ. კარგი იქნება, თუ დამატებითი შემოსავლის წყაროსაც მოძებნით. ამ დღეს აღმოაჩენთ კავშირს ფაქტებსა და მოვლენებს შორის, რომლებიც ადრე შემთხვევითი გეგონათ. ეს საშუალებას მოგცემთ, სამომავლო გეგმებში მცირე კორექტივები შეიტანოთ.

მშვილდოსანი

აღმოჩენებისა და შთაგონების დღეა. დიდი შანსი გაქვთ, რომ საინტერესო ახალი ამბავი გაიგოთ. ამ დღეს ზოგი მოვლენა უსამართლობად გეჩვენებათ, მაგრამ სიტუაციის შეცვლას ვერ შეძლებთ. მოსალოდნელია მგზავრობა ან გარემოს შეცვლა. ვიღაც თქვენს მოტყუებას ეცდება, ამიტომ სანამ ინფორმაციას სათანადოდ არ გადაამოწმებთ, არ დაუჯეროთ.

თხის რქა

ყველაფერს ვერ დაგეგმავთ და გააკონტროლებთ და ეს ცუდი სულაც არ არის. ეცადეთ, ურთიერთობებში მეტი მოქნილობა და დიპლომატიური თვისებები გამოიჩინოთ, განსაკუთრებით — თუ გუნდურად მუშაობთ და სხვებზე დამოკიდებული ხართ. დახმარებაზე უარს ნუ იტყვით. მოერიდეთ მკვეთრ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს, განსაკუთრებით ფინანსებთან დაკავშირებით — სჯობს მნიშვნელოვანი შესყიდვა კვირის ბოლომდე გადადოთ.

მერწყული

ეს დღე ცვლილებებისთვის ძალიან ხელსაყრელია. იმიჯის შეცვლა, ახალი პროექტის დაწყება ან თუნდაც ავეჯის გადაადგილება წარმატებული იქნება და სასიამოვნო ემოციებით აგავსებთ. გირჩევთ ახლობლებთან ურთიერთობაში მეტი ყურადღება გამოიჩინოთ - თქვენი იდეები შეიძლება საინტერესოა, მაგრამ მნიშვნელოვანია, თუ როგორ წარუდგენთ მათ სხვებს.

თევზები

ამ დღეს ინტუიცია გიკარნახებთ, ყურადღება რაზე გაამახვილოთ. შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდით, მაგრამ ეცადეთ, მომხდარი რეალისტურად შეაფასოთ. დღის მეორე ნახევარი შთაგონებას მოგიტანთ შემოქმედებითი საქმისთვის ან წყნარი დასვენებისთვის. მთავარია არსად იჩქაროთ და საკუთარ თავს მოუსმინოთ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge