დღის ჰოროსკოპი

13 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

00:55

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს არსებობს კანონის დარღვევის დიდი ალბათობა, ამიტომ ყურადღებით იყავით გამორიცხული არ არის, რომ ნათესავებთან ურთიერთობაში პრობლემები გაჩნდეს. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად, ეცადეთ, როგორც საკუთარი ქმედებები გონივრულად შეაფასოთ. ზედმეტი თავდაჯერება შეიძლება ცუდად შემოგიბრუნდეთ.

კურო

ამ დღეს საერთო ემოციური ფონი არცთუ სახარბიელოა. სამსახურში გყავთ ადამიანი, რომელიც თქვენზე ჭორებს ავრცელებს. გირჩევთ, არ უპასუხოთ და, საერთოდაც, ნაკლები იაქტიუროთ, შინაგან სიმშვიდეზე იზრუნოთ და მოვლენებს შორიდან დააკვირდეთ.

ტყუპები

ამ დღეს აქტიურობა საუკეთესო არჩევანია. ენერგიით სავსე ხართ და ცდილობთ „მთები გადააბრუნოთ“. გახსოვდეთ, რომ ფულის დაბანდება მხოლოდ საგნების შეძენას არ ნიშნავს — შეგიძლიათ ინვესტიცია საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობაში განახორციელოთ. თუ დიდი ხანია მშობლები არ გინახავთ დროა, მათთან ურთიერთობა გაააქტიუროთ.

კირჩხიბი

ეცადეთ, საკუთარი რესურსები გადაჭარბებულად არ შეაფასოთ. მოერიდეთ შრომატევადი საქმის დაწყებას, რადგან არსებობს გადაღლილობის მაღალი რისკი. უმჯობესია, თავი აარიდოთ საბუთებთან დაკავშირებულ საქმეებს. ამ ეტაპზე გრძელვადიან მიზნებზე ფიქრი უნდა დაივიწყოთ — წარმატებას ვერ მიაღწევთ და საბოლოოდ იმედგაცრუებული დარჩებით.

ლომი

ეცადეთ, ეს დღე მშვიდად და აუღელვებლად გაატაროთ. გახსოვდეთ, რომ აჩქარებამ და დაუფიქრებლად მიღებულმა გადაწყვეტილებამ შეიძლება უამრავი პრობლემა შეგიქმნათ. თქვენი ჩაკეტილობისა და უხასიათობის გამო ადამიანებს თქვენთან საერთო ენის გამონახვა უჭირთ. შესაძლოა, გადაწყვეტილების მიღება დაგჭირდეთ, რომელსაც მომავალში თქვენს ცხოვრებაზე დიდი გავლენა ექნება.

ქალწული

ამ დღეს ვარსკვლავები ახალ იდეებს და წარმატებებს გპირდებიან. ურთულესი სიტუაციიდან მინიმალური დანაკარგით გამოსვლას შეძლებთ. წყალთან დაკავშირებული პროცედურები მთელი კვირის სამყოფი ენერგიით დაგმუხტავთ. გავლენიან ადამიანებთან შეხვედრა კარიერულ წინსვლაში დაგეხმარებათ.

სასწორი

ეცადეთ, დასვენების დრო გამონახოთ და გარემო შეიცვალოთ. წადით სილამაზის სალონში, გაატარეთ დრო ოჯახთან ერთად, წაიკითხეთ საყვარელი წიგნი — მოკლედ, გააკეთეთ ის, რაც მოდუნებაში დაგეხმარებათ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობა რთულად წარიმართება, ამიტომ უმჯობესია, მთელი დღე განმარტოებით გაატაროთ.

მორიელი

ეს დღე ფინანსური გაძლიერებისა და კარიერული წინსვლის შანსებს მოგიტანთ. შეგიძლიათ თავს უფლება მისცეთ, რომ შოპინგით ისიამოვნოთ და გარდერობი ახალი სამოსით შეავსოთ — ეს თქვენს ბიუჯეტს არ დააზარალებს. ერთადერთი, რაც გამუდმებით უნდა აკონტროლოთ — ემოციებია. ეცადეთ, ირგვლივ მყოფებთან ურთიერთობაში პრეტენზიები და აგრესიული დამოკიდებულება არ გამოავლინოთ.

მშვილდოსანი

ყველანაირად ეცადეთ, ნათესავებთან კონფლიქტი თავიდან აიცილოთ. დღეს თავი შეიკავეთ დაუფიქრებელი შენაძენისგან — ის მხოლოდ იმედგაცრუებას მოგიტანთ. ამ დღეს თქვენი ინტუიცია თქვენი მთავარი მოკავშირე იქნება. დღის მეორე ნახევარში სასიამოვნო თავგადასავალი გელით, რომელიც დიდხანს გემახსოვრებათ.

თხის რქა

ბოლოდროინდელი ფინანსური სირთულეები თქვენს სასიცოცხლო ენერგიას საგრძნობლად ასუსტებს. ამიტომ ახლა უარყოფითი ემოციები ყველაზე ნაკლებად გჭირდებათ. თუ უაზრო წვრილმანებზე პრეტენზიებს არ მორჩებით, არსებობს რისკი, რომ საკუთარ თავსაც და ახლობელ ადამიანსაც განწყობა დიდი ხნით გაუფუჭოთ.

მერწყული

მერწყულების ცხოვრებაში რთული ეტაპი იწყება. მთავარია, შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნოთ და აგრესიის გამოვლენას თავი აარიდოთ. უახლოეს პერიოდში თქვენი სოციალური წრე საინტერესო ადამიანებით გამდიდრდება. მოერიდეთ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, რაც წყენისა და გაღიზიანების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

თევზები

ძალიან მძიმე დღეა. მოთმინება უნდა მოიკრიბოთ, რომ ის უდანაკარგოდ დაასრულოთ. ადამიანები, რომლებსაც დღეს შეხვდებით, შეიძლება უარყოფით ენერგიას ატარებენ, რაც თქვენზე გავლენას მოახდენს და შრომის ნაყოფიერებას შეამცირებს. გირჩევთ, სასიყვარულო პაემანი სხვა დროისთვის გადადოთ - ამ დღეს რომანტიკის განწყობაზე არ ხართ.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

12 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

12 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

11 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

10 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge