5 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 პარ. 4 ივლისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეს დღე ვერძებისთვის სირთულეებით იქნება სავსე, თუმცა სურვილის შემთხვევაში შეუძლებელი არაფერია. მოულოდნელმა სიახლეებმა შეიძლება თქვენი გეგმები შეცვალოს და განწყობა გაგიფუჭოთ. მნიშვნელოვანი საქმეები კარგად გამოცდილ და სანდო პარტნიორებთან ერთად უნდა განიხილოთ - ახლა ახალი პარტნიორების მოსაძებნად არახელსაყრელი დროა. საღამოს კეთილგანწყობილ და მხიარულ ადამიანებთან შეხვედრა განტვირთვასა და სიამოვნების მიღებაში დაგეხმარებათ.
კურო
ეცადეთ, წვრილმან უსიამოვნებებს, რომლებიც განწყობას გიფუჭებთ, ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. ისიამოვნეთ მზიანი დღით და ახლობელი ადამიანების სიახლოვით. თუ ყურადღებას სასიამოვნო სიახლეებზე გაამახვილებთ განწყობას ვერაფერი გაგიფუჭებთ. ამ დღეს თუ კეთილგანწყობას და გულისხმიერებას შეინარჩუნებთ, თქვენი ყველა ქმედება წარმატებული იქნება.
ტყუპები
ამ დღეს შეიძლება ის სიმაღლეებიც კი დაიპყროთ, რომლებიც აქამდე მიუღწეველი ჩანდა. ეს შესაძლოა ვიღაცას არ მოეწონოს და თქვენთვის ხელის შეშლა სცადოს. გირჩევთ, გონიერება გამოიჩინოთ და ემოციებს არ აჰყვეთ. გახსოვდეთ, რომ კოლეგასთან დაპირისპირება თქვენს ავტორიტეტზე უარყოფითად აისახება. ფრთხილად იყავით ფინანსებთან დაკავშირებულ საქმეებში — არსებობს თაღლითურ სქემებში ჩათრევის რისკი.
კირჩხიბი
ეცადეთ, რეალობის გრძნობა არ დაკარგოთ და წარმატებული დღე გექნებათ. შესაძლოა, წინასწარმეტყველური სიზმარი ნახოთ, რომელიც მალე რეალობად იქცევა. უსმინეთ თქვენს ინტუიციას — ის არ გიღალატებთ. მიუხედავად იმისა, რომ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობა ხშირად გიწევთ, ემოციების გამოხატვისას სიფრთხილე გმართებთ. შესაძლოა, გაუმკლავდეთ პრობლემას, რომელიც ადრე გადაუჭრელი ჩანდა.
ლომი
ზედმეტი აქტიურობა შესაძლოა დამღლელი აღმოჩნდეს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას. უმჯობესია, რთული საქმე სამომავლოდ გადადოთ. შესაძლებელია შორეული წყაროებიდან სასარგებლო ინფორმაცია მიიღოთ. მალე დადგება დრო ცხოვრებაში რაღაცის შესაცვლელად, თუმცა უმჯობესია, არ იჩქაროთ. ჯერ ყველაფერი კარგად დაგეგმეთ, რათა მოგვიანებით არ ინანოთ.
ქალწული
ნუ დაკარგავთ წვრილმანებზე დროს, რომელიც შეგიძლიათ, ახლობლებთან ერთად, ქალაქგარეთ, ბუნებაში გაატაროთ. აუცილებლად გაერიდეთ ქალაქს, ბუნებაში გასეირნება კარგი იდეაა. შესაძლებელია, მნიშვნელოვან საკითხზე არასწორი ინფორმაცია მიიღოთ, რაც პროფესიულ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს. ნუ ენდობით დანაპირებს — მხოლოდ საკუთარ ძალებზე დაყრდნობით იმოქმედეთ.
სასწორი
მშვენიერ განწყობაზე ხართ და წვრილმან უსიამოვნებებს ყურადღებას არ აქცევთ, ასე გააგრძელეთ - უარყოფითი ემოციები მხოლოდ დაგამძიმებთ და ჯანმრთელობას დაგიზიანებთ. მოერიდეთ პროვოკაციებს და სხვების კარნახით მოქმედებას — ამას უარყოფითი შედეგები მოჰყვება. კოლეგებისთვის ხანგრძლივ ახსნა-განმარტებებს და კამათს დიდი ენერგია სჭირდება, ამიტომ საღამოს დაღლილობას იგრძნობთ და დასვენებისთვის განმარტოვდებით.
მორიელი
ხელსაყრელი დროა ახალი წამოწყებებისთვის. ეცადეთ, ალკოჰოლზე უარი თქვათ — თქვენს ჯანმრთელობაზე და განწყობაზე ეს დადებითად აისახება. ამ დღეს შანსი მოგეცემათ, რომ მხიარულ წვეულებაზე წახვიდეთ და დრო სასიამოვნოდ გაატაროთ. იღბალი თქვენს მხარესაა, ამიტომ ხელსაყრელი შანსი აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს ბევრი რამ უნდა მოასწროთ, ამიტომ მიზნები და პრიორიტეტები რაც შეიძლება მკაფიოდ უნდა განსაზღვროთ. ჯანმრთელი ცხოვრების წესის დამსახურებით ავადმყოფობა ვერ გეკარებათ, თუმცა ფეხებს მეტად უნდა გაუფრთხილდეთ და გაცივებას მოერიდოთ. თუ ზედმეტი წონა გაწუხებთ, დროა მენიუდან ტკბილეული, ცხიმიანი საკვები და გაზიანი სასმელები ამოიღოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის დროს.
თხის რქა
ეს დღე საოცნებო ნივთის შეძენის საშუალებას მოგცემთ. ადამიანები, რომლებიც ყოველთვის და ყველაფერში გეხმარებოდნენ, ახლა საკუთარ საქმეებში არიან ჩაფლულები, ამიტომ, მხოლოდ საკუთარ ძალებს უნდა დაეყრდნოთ. ნუ დაიწყებთ საქმეს, რომელსაც მარტო ვერ გაუმკლავდებით. მალე შანსი გექნებათ, რომ თქვენთვის საჭირო ადამიანს დაუკავშირდეთ.
მერწყული
ზოგჯერ სპონტანური იდეები საუკეთესოა, მაგრამ დღეს შედეგს მხოლოდ კარგად დაგეგმილი და საათობრივად განაწილებული ქმედებები მოიტანს. ეცადეთ, რაღაც ახალი ისწავლოთ და ჰორიზონტი გაიფართოოთ. დღეს მიღებული ინფორმაცია აუცილებლად გამოგადგებათ. საღამოს საკუთარი თავით კმაყოფილი იქნებით.
თევზები
ძველი ბავშვობის კომპლექსები თავს შეგახსენებენ. დროა, იპოვოთ საკუთარი თავი და იცხოვროთ ისე, როგორც გსურთ. მოსალოდნელია სამართალდამცველებთან ურთიერთობა, რაც სირთულეებს და ზეწოლას უკავშირდება. ამ დღეს მთავარია, კანონი არ დაარღვიოთ და ხალხმრავალ ღონისძიებებს ერიდოთ. ფინანსურ საკითხებში გარისკვას უნდა მოერიდოთ. გახსოვდეთ, რომ სიჯიუტე თქვენი მთავარი მტერია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან