დღის ჰოროსკოპი

27 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:25 ხუთ. 26 ივნისი

27 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღე შეიძლება ვერძებისთვის ნამდვილ გამოცდად იქცეს. შესაძლოა, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ, რაც ყოველთვის სასიამოვნო არ იქნება. ასეთმა ვითარებამ შეიძლება თქვენში ურთიერთსაწინააღმდეგო ემოციები გამოიწვიოს. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და ჯავრი უდანაშაულო ადამიანებზე არ იყაროთ.

კურო

ამ დღეს გარემოს შეცვლა და სიახლეები გელით. ზოგი კურო სამუშაოს შეცვლას გადაწყვეტს, ზოგს კი შესაძლებლობა ექნება, რომ დიდი ხნის ნანატრი რემონტი დაიწყოს. გირჩევთ, ახლობელი ადამიანის თხოვნა უყურადღებოდ არ დატოვოთ. უმჯობესია ხმაურიან წვეულებებს მოერიდოთ და საღამო მშვიდ გარემოში გაატაროთ.

ტყუპები

ამ დღეს მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემების გადალახვა მოგიწევთ, ამიტომ ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და თანმიმდევრულად იმოქმედოთ. კარგი იქნება, თუ გარშემომყოფების მიმართ მადლიერებას გამოხატავთ. ვარსკვლავები მხარს დაგიჭერენ ყველაფერში, რაც კეთილ განზრახვებს და პიროვნულ ზრდას უკავშირდება.

კირჩხიბი

დღის დასაწყისი ძალიან დატვირთული იქნება. შუადღის შემდეგ ტემპი შენელდება და მოდუნებას შეძლებთ. აურზაური, როგორც წესი, ხელმძღვანელობის დავალებებს უკავშირდება. ბიუროკრატიული საკითხები დიდ დროს წაგართმევთ. გირჩევთ, დინებას მიჰყვეთ და მოვლენები არ დააჩქაროთ. საღამოს მეგობრებისგან სასიამოვნო სიახლეს შეიტყობთ.

ლომი

ამ დღეს შეხვდებით ადამიანს, რომელიც დიდი ხანია, არ გინახავთ. ზედმეტი გულახდილობისგან თავი შეიკავეთ, თორემ ჭორების მიზეზს თავადვე შექმნით. დღის ბოლოს იმას მიიღებთ, რაც დაიმსახურეთ - შრომისთვის ქებას მიიღებთ, სიზარმაცისთვის კი შეიძლება გაგაკრიტიკონ. ახალი კავშირები და ურთიერთობები მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, დღის გეგმებს გადახედოთ. თუ გრძნობთ, რომ წარმატება ხელიდან გეცლებათ, ეცადეთ ყურადღება სხვა საქმიანობაზე გადაიტანოთ. აკეთეთ მხოლოდ ის, რაშიც ბოლომდე დარწმუნებული ხართ — ასე გაცილებით მეტს მიაღწევთ. საღამოს სხვისი შეცდომის გამოსწორებას დაუთმობთ. ბედმა შეიძლება კონკურენტების დამარცხების შანსი მოგცეთ, ეცადეთ, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ.

სასწორი

ეს დღე არახელსაყრელია კომერციული გარიგებებისთვის, შორეული მგზავრობისა და საბუთებთან დაკავშირებული საკითხებისთვის. ბევრი საქმე გაჭიანურდება და თქვენს გზაზე წინაღობა გაჩნდება, რომლის გადალახვას დროულად ვერ შეძლებთ. ღრუბლებში ფრენისა და ოცნების კოშკების აგების ნაცვლად, ეცადეთ, მოვლენები რეალისტურად შეაფასოთ და მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები სხვა დღისთვის გადადოთ — ამ დღეს სასურველ შედეგს არ უნდა ელოდოთ.

მორიელი

ამ დღეს თქვენი აქტიურობა დამსახურებულად დაფასდება — კოლეგების ყურადღებას და ხელმძღვანელობის შექებას დაიმსახურებთ. მოერიდეთ ავანტიურასა და სარისკო საქმეში ჩართვას, თუნდაც ეს უახლოესმა მეგობრებმა შემოგთავაზონ. ამ დღეს რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ. დიდია შანსი, რომ რაიმე მოიგოთ, იპოვოთ ან საჩუქარი მიიღოთ. ნუ დაივიწყებთ მადლობის გადახდას იმ ადამიანისთვის, ვინც პრობლემასთან მარტო არ დაგტოვათ.

მშვილდოსანი

ამ დღეს მშვილდოსნების საქმიანი პოტენციალი საგრძნობლად გაიზრდება. თქვენ წინაშე შეიძლება გაიხსნას შესაძლებლობები, რომლებსაც დიდი ხანია ელოდით. შესანიშნავი დროა ახალი მწვერვალების დაპყრობისთვის. ვარსკვლავები გაბედულ და აქტიურ ადამიანებს მხარს დაუჭერენ. წესების დარღვევის ნუ შეგეშინდებათ — შესაძლოა ყველაზე დიდ წარმატებას ამით მიაღწიოთ.

თხის რქა

თხის რქებისთვის ხელსაყრელი და წარმატებული დღეა, თუმცა ნუ ენდობით იმ ადამიანებს, რომლებიც მხარდაჭერას გთხოვენ — შესაძლოა, იმედგაცრუებული დარჩეთ. სიზმარი შეიძლება წინასწარმეტყველური აღმოჩნდეს და სწორ გზაზე მიგანიშნოთ. ახლობელი ადამიანების გარემოცვაში დასვენება თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება.

მერწყული

მერწყულებს, რომლებიც სამსახურს ეძებენ, ვარსკვლავები მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებენ. ყურადღება არ მოადუნოთ, თორემ შეიძლება ძალიან კარგი შესაძლებლობა დაკარგოთ. ამ დღეს ვალის აღებას მოერიდეთ, თორემ შეიძლება დაბრუნება გაგიჭირდეთ. საღამოს ვიღაც შორიდან კარგ ამბავს შეგატყობინებთ. მეტი ყურადღება მიაქციეთ საქმეს, რომელიც ფინანსურ შემოსავალს ან პროფესიულ წარმატებას მოგიტანთ.

თევზები

ამ დღეს რაც უფრო მეტს გასცემთ, მით მეტს მიიღებთ უკან, ამიტომ დახმარება და კეთილი საქმეები არ დაიშუროთ და ყველაფერი ბუმერანგივით დაგიბრუნდებათ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას გირჩევთ, საკუთარ ინტუიციას ენდოთ – ის ერთადერთ სწორ პასუხს გიკარნახებთ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

26 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge