დღის ჰოროსკოპი

22 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:00 შაბ. 21 ივნისი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეებში სჯობს, გრძელვადიანი გეგმების შედგენისგან თავი შეიკავოთ, რადგან აჩქარების გამო შეიძლება სასურველ შედეგს ვერ მიაღწოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ნებისმიერ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდოთ. მალე თავადვე დარწმუნდებით, რომ ერთი შეხედვით უმნიშვნელო შეცდომამაც კი შეიძლება დიდი უსიამოვნება გამოიწვიოს. სხვა მხრივ, ეს საკმაოდ მშვიდი პერიოდია.

კურო

ყურადღების ცენტრში ყოფნა ნუ შეგაშინებთ. არ მოგერიდოთ, აჩვენოთ გარშემომყოფებს თქვენი შესაძლებლობები და ნიჭი. შესაძლოა, ვიღაცამ შეგამჩნიოთ და საქმიანობის სფეროს შეცვლა შემოგთავაზოთ. გირჩევთ გადაწყვეტილების მიღებამდე სიტუაცია ყურადღებით შეისწავლოთ. ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობა ახალ იდეებს შთაგაგონებთ.

ტყუპები

ბოლო დროს გადატანილმა სტრესმა შესაძლოა ჯანმრთელობის პრობლემები გამოიწვიოს. ამის თავიდან ასაცილებლად გირჩევთ, საკუთარ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე იზრუნოთ. ეცადეთ, გამონახოთ დრო დასვენებისა და მედიტაციისთვის. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ადამიანებს, რომლებიც უსარგებლო საუბრებით გაცდენენ. ყველაფერს ეცადეთ, რომ შინაგანი სიმშვიდე და სულიერი ჰარმონია მოიპოვოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს სხვის დავებში მონაწილეობას უნდა მოერიდოთ. ბუნებით კეთილი ადამიანი ხართ და ხშირად სხვების პრობლემების გადაჭრას ცდილობთ, რაც თქვენს ნერვულ სისტემაზე და მთლიანად ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. იზრუნეთ იმაზე, რომ დასვენებას და პოზიტიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობას მეტი დრო დაუთმოთ.

ლომი

ლომებისთვის ყველაზე რთული მარცხის აღიარებაა, თუმცა ამჟამად გარემოება კომპრომისზე წასვლას მოითხოვს. ამით ერთდროულად რამდენიმე პრობლემას გადაჭრით და სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვან საქმეებს მიხედავთ. სამომავლო გეგმების წარმატებით განხორციელებისთვის ეცადეთ, ახალი კონტაქტები დაამყაროთ.

ქალწული

ეს დღე მნიშვნელოვანი ცვლილებებით დაგამახსოვრდებათ. ნუ მოერიდებით სიახლის შემოტანას და საკუთარი აზრის დაცვას. თქვენი ცხოვრება უნდა მოაწყოთ ისე, რომ მან სიხარული და შვება მოგანიჭოთ. გაითვალისწინეთ, რომ საქმე, რომლის დაწყებასაც გეგმავთ, მაქსიმალურ სიმშვიდეს მოითხოვს. სასჯელს მიიღებთ თუ ჯილდოს, მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.

სასწორი

საკუთარი შეცდომების გაცნობიერების დროა. ცხოვრების ამ ეტაპს სიხარულით უნდა შეხვდეთ, რადგან აქედან თქვენი პიროვნული ზრდა დაიწყება. მომავალში ამ პერიოდს ღიმილითა და მადლიერებით გაიხსენებთ. ახლობლებთან ურთიერთობაში ეცადეთ გულწრფელობა გამოიჩინოთ. ადრე თუ გვიან თქვენი ტყუილი გამჟღავნდება და შეიძლება დიდი პრობლემები შეგექმნათ.

მორიელი

ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული, თორემ შეიძლება ფინანსურად დაზარალდეთ. ამ დღეს ინტუიცია გიჩვენებთ, სხვადასხვა სიტუაციაში როგორ მოიქცეთ. გირჩევთ, დაფიქრდეთ იმაზე, როგორი იქნება თქვენი ცხოვრება პენსიაზე გასვლის შემდეგ. დროა ამ პერიოდისთვის ფინანსური ბაზის შექმნა დაიწყოთ. იფიქრეთ იმაზე, რა საინტერესო საქმის გაკეთება გსურთ მომავალში.

მშვილდოსანი

ამ დღეს მშვილდოსნებს შეიძლება წინასწარმეტყველური სიზმრები ჰქონდეთ. ყურადღებით იყავით, შესაძლოა, ვარსკვლავებისგან მნიშვნელოვანი მინიშნება მიიღოთ. დილიდან ყურადღების მოკრება გიჭირთ, ამიტომ მოერიდეთ ისეთი საქმის დაწყებას, რომელიც სიზუსტეს და წვრილმანების მიმართ ყურადღებას მოითხოვს. დატვირთული დღის შემდეგ საღამოს მოდუნებას შეძლებთ.

თხის რქა

დღის დასაწყისი ხელსაყრელი დროა მნიშვნელოვანი საკითხის მოსაგვარებლად. სწორედ ამ დროს შეიძლება შესანიშნავი იდეა გაგიჩნდეთ და დაუყოვნებლივ მისი განხორციელება დაიწყოთ. ეცადეთ, ეჭვებისგან გათავისუფლდეთ — მალე თავად ნახავთ, რამდენად საინტერესო მოვლენებით არის სავსე თქვენი ყოველდღიურობა. შეიძლება გაჩნდეს ახალი გეგმები სამსახურთან, სწავლასთან ან შემოქმედებით საქმიანობასთან დაკავშირებით.

მერწყული

ვარსკვლავების მხარდაჭერით ამ დღეს ყველაზე რთულ ამოცანასაც კი სწრაფად და მარტივად გაუმკლავდებით, თუმცა შინაგანმა ხმამ შესაძლოა შეცდომა დაგაშვებინოთ. ნუ ენდობით ინტუიციას — დღეს ის სანდო არ არის. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას გონებით იხელმძღვანელეთ — ამ დღეს ყველაფერს ლოგიკური ახსნა და მოქმედების მკაფიო გეგმა უნდა ჰქონდეს.

თევზები

კარგი დღეა, მაგრამ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება ყველაფერი გააფუჭოს. დამღლელმა საქმემ და ენერგოვამპირის სიახლოვემ შეიძლება თქვენი სიცოცხლისუნარიანობა შეამციროს. სწორედ ამიტომ, საღამოს აუცილებლად მარტო უნდა დარჩეთ, განიტვირთოთ და სუფთა ჰაერზე გაისეირნოთ. მედიტაცია იდეალური არჩევანი იქნება.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

21 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

16 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

15 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

14 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

13 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

13 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge