14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 პარ. 13 ივნისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ეს დღე ახალ გეგმებსა და ახალ ადამიანებს უკავშირდება. ზუსტი გათვლები დაგარწმუნებთ, რომ მარტივად გაართმევთ თავს საქმეს, რომლის დაწყებაც აქამდე გაშინებდათ. ვარსკვლავები დაგეხმარებიან, რომ ერთდროულად რამდენიმე საკითხით დაკავდეთ და ყველა მიმართულებით კარგ შედეგს მიაღწიოთ. სასურველია, თავი დაიზღვიოთ და ოჯახის უფროს წევრს გეგმური კვლევები ჩაუტაროთ.
კურო
ოცნებებისა და ილუზიების დღეა. ბევრი შეეცდება, რომ სასურველი რეალობად წარმოაჩინოს, თუმცა მალე რეალობაში დაბრუნება მოუწევს. მზად იყავით რთული გადაწყვეტილების მისაღებად. თუ შინაური ცხოველის აყვანას გეგმავდით, ახლა ამისთვის შესაფერისი დროა. გირჩევთ, მენიუდან გამორიცხოთ ცხიმიანი კერძები და საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით სანელებლებს შეიცავს. ახლა თქვენს ორგანიზმს ადვილად მოსანელებელი საჭმელი სჭირდება.
ტყუპები
ყურადღება არ მოადუნოთ – ვარსკვლავების მინიშნებები მიმართულების არჩევაში დაგეხმარებიან. რთული პრობლემების გადაწყვეტას შემდეგი დღეებისთვის ნუ გადადებთ - ახლა მოქმედებისთვის საუკეთესო დროა. პროფესიულ საკითხებში ყურადღება მიაქციეთ კოლეგებთან სასარგებლო კავშირების განმტკიცებას. გახსოვდეთ, რომ დიალოგით ნებისმიერი პრობლემა გადაიჭრება.
კირჩხიბი
გირჩევთ, ეს დღე შემოქმედებით საქმიანობასა და თვითგანვითარებას მიუძღვნათ. მიზნების მიღწევა მარტო გაგიჭირდებათ, ამიტომ ეცადეთ, საქმე გუნდურად ან პარტნიორთან ერთად აკეთოთ. ამ შემთხვევაში ახალი პროექტის დასრულებას სწრაფად და ადვილად შეძლებთ. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში ნათესავისგან შეტყობინებას მიიღებთ. მომდევნო დღეებიდან შესაძლოა, თქვენი ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყოს.
ლომი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. ეცადეთ, გადაღლასა და სტრესულ გარემოებებს თავი აარიდოთ. შეეცადეთ, რაც შეიძლება ხშირად და გულწრფელად გაიღიმოთ. ეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დადებითად აისახება.
ქალწული
ეჭვებით სავსე დღეა. თვითგვემას ნუ მიეცემით. გახსოვდეთ, რომ ყველაფერს თქვენ ვერ მოაგვარებთ. სავარაუდოდ, ვიღაც დახმარებას გთხოვთ, ამიტომ მზად იყავით სხვისი მოვალეობების ასაღებად. სამსახურში ექსპერიმენტების დრო არ არის - ახლა საუკეთესო გამოსავალი გამოცდილი და ტრადიციული მეთოდებია.
სასწორი
ეს დღე ხელსაყრელია საქმიანი აქტივობისთვის. ვარსკვლავები იმ მწვერვალების დაპყრობაში დაგეხმარებიან, რომლებიც აქამდე მიუწვდომლად გეჩვენებოდათ. რისკები აწონ-დაწონეთ, შესაძლებლობები შეაფასეთ და იქ, სადაც ინტუიცია წარმატებას გპირდებათ, უკან არ დაიხიოთ. ცოტა ავანტიურიზმი და იუმორი სირთულეების გადალახვაში დაგეხმარებათ. მცდელობის მიუხედავად, დიდი ხარჯების თავიდან აცილებას ვერ შეძლებთ.
მორიელი
დღეს საკუთარ თავში ისეთ თვისებებს აღმოაჩენთ, რომელთა არსებობაზე აქამდე არც გიფიქრიათ. ამ დღეს გულწრფელი საუბრები გაცილებით მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე სოციალური კონტაქტები. თუ სამუშაოზე ყურადღების კონცენტრირება გიჭირთ, შვებულება აიღეთ ან სხვა სამსახური იპოვეთ. ყურადღება მიაქციეთ გულ-სისხლძარღვთა სისტემას, რათა მომავალში ამ მიმართულებით პრობლემა არ შეგექმნათ.
მშვილდოსანი
დადგა დრო, როცა თქვენი წარსული ძალისხმევა ღირსეულად დაფასდება. ვარსკვლავები ყველას საქციელს სამართლიანად შეაფასებენ — ვიღაც შრომისთვის ჯილდოს მიიღებს, ვიღაცას კი სიზარმაცისა გამო პასუხისგება მოუწევს. შეიძლება, სამუშაოს ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლის სურვილი გაქვთ, მაგრამ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მოსალოდნელი შედეგი კარგად გათვალოთ.
თხის რქა
დროა, დაუგეგმავ შვებულებაზე იფიქროთ, რადგან თუკი მუშაობას შეუსვენებლად გააგრძელებთ, შესაძლოა, ნერვული სტრესი დაგემართოთ. დაფიქრდით, ღირს კი თქვენი სამსახური ამგვარ მსხვერპლად? დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია შეხვედრა, რომელსაც დიდი ხანია, თავს არიდებთ.
მერწყული
ეცადეთ, ყველა მნიშვნელოვანი საქმე დღის პირველ ნახევარში მოასწროთ. შუადღის შემდეგ თქვენი გავლენა საგრძნობლად დაიკლებს და ბევრ საკითხზე მხოლოდ დამკვირვებლის როლს დასჯერდებით. გადატვირთული სამუშაო გრაფიკი საშუალებას არ მოგცემთ, რომ დიდი ხნის უნახავი ნათესავები მოინახულოთ ან დაისვენოთ. შესაძლოა, დაუგეგმავი შემოსავალი მიიღოთ, მაგრამ ერთბაშად ნუ დახარჯავთ - მალე ძვირად ღირებული ნივთის შეძენა მოგიწევთ.
თევზები
ენდეთ საკუთარ ინტუიციას — ამ დღეს ის სწორ მიმართულებას გიჩვენებთ. ზუსტად იცით, სამსახურში რა გევალებათ, თუმცა მხოლოდ ცოდნა საქმეს ვერ გაგიმარტივებთ, რადგან ამ დავალებების შესრულება საკმაოდ რთულია. ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად უფროსი თაობის რჩევებს დაეყრდენით. უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას დისტანცია დაიცავით — ზედმეტმა ნდობამ შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან