დღის ჰოროსკოპი

8 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:00 შაბ. 7 ივნისი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ეცადეთ, ცდუნებებს გაუმკლავდეთ და წესიერების საზღვრებს არ გასცდეთ. ერთდროულად ორი კურდღლის დაჭერა არ სცადოთ — ამას განსაკუთრებული მოხერხება სჭირდება. თუ ცდილობთ, გარშემო მყოფებს საკუთარი სიმართლე ყვირილით და აგრესიით დაუმტკიცოთ, უსიამოვნო შედეგებისთვისაც მზად უნდა იყოთ.

კურო

ამ დღეს შესაძლებლობა გექნებათ, მოგებიანი ხელშეკრულება გააფორმოთ. ეს თქვენი შანსია, რომ კარიერულად განვითარდეთ და კოლექტივში ავტორიტეტი მოიპოვოთ. ეცადეთ, ყველა სიტუაციაში, ემოციების ნაცვლად, ფაქტებით იხელმძღვანელოთ და ნებისმიერ დებატებში სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

ტყუპები

უმიზეზო შიშები ცხოვრებას გირთულებთ, ამიტომ გამოსავალი უნდა მოძებნოთ. სირთულეებს ზედმეტად სერიოზულად ნუ აღიქვამთ.. გახსოვდეთ, რომ რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. შესაძლოა, ახალი მოკავშირეები იპოვოთ, რომლებიც თქვენს ცხოვრებაში დადებით მოტივაციას შემოიტანენ. ეცადეთ, პროფესიული საქმიანობა ცოტა ხნით დაივიწყოთ და პირადი საქმეების მოგვარებაზე იზრუნოთ.

კირჩხიბი

ამ დღეს ნებისმიერ წამოწყებას დაბრკოლება ელის, მაგრამ არ შეშინდეთ. თავი შეიკავეთ გაუაზრებელი გადაწყვეტილების მიღებისგან. ეცადეთ, ყველანაირი კამათი და საყვედურები თავიდან აიცილოთ, თორემ უმნიშვნელო დაპირისპირება ხანგრძლივ კონფლიქტში გადაიზრდება. არ დაგავიწყდეთ, რომ ახლობლებსა და კოლეგებს რჩევა ჰკითხოთ — მათი სიტყვა თქვენთვის ფასეული იქნება.

ლომი

დიდი ალბათობით, ამ დღეს ლომები თავიანთი უცნაური ქმედებების ახსნას ეცდებიან. ეცადეთ, მოქმედების სურვილი არ დაკარგოთ, თორემ დაწყებული საქმის დასრულება უსასრულოდ გაჭიანურდება. ახალი ადამიანების გაცნობის ნუ შეგეშინდებათ — მომავალში მათგან მხარდაჭერას მიიღებთ. ეცადეთ, ოპონენტის პოზიცია გაიგოთ და მიიღოთ – ეს ზედმეტ დავას თავიდან აგაცილებთ

ქალწული

ეს დღე ქალწულებისთვის შეიძლება რთული და სტრესული აღმოჩნდეს. ყურადღება არ მოადუნოთ - ზოგმა ქალწულმა შეიძლება გულმავიწყობის გამო ძვირფასი ნივთი დაკარგოს. კოლეგებთან ან ახლობლებთან ურთიერთობაში უხეშობას ერიდეთ – ეს კონფლიქტს გამოიწვევს. სამსახურში ყურადღებით გაკვირდებიან, ამიტომ მშვიდად და გააზრებულად იმოქმედეთ. იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე — გამონახეთ დრო გამაჯანსაღებელი პროცედურებისთვის.

სასწორი

ეს დღე მოულოდნელი ცვლილებებით, თავგადასავლებითა და იმედგაცრუებითაა სავსე. ეცადეთ, ნებისმიერი ურთიერთობა შეამციროთ და ყურადღება მთავარ საკითხებზე გადაიტანოთ. პროფესიულ სფეროში დაშვებული შეცდომების გამოსწორებამ შეიძლება დიდი დრო წაიღოს. ახლობელი ადამიანების მოკითხვა არ დაგავიწყდეთ — ახლა მათ თქვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდებათ.

მორიელი

იდეალური დღეა იმისთვის, რომ ოჯახური სიმყუდროვით დატკბეთ. კარგი იქნება, მობილურ ტელეფონი გამორთოთ და საყვარელ ადამიანთან ან მეგობრებთან ერთად გაერთოთ. თუ ბოლო დროს ბევრს მუშაობდით, შეგიძლიათ საკუთარ თავს დასვენების უფლება მისცეთ და ძალები აღიდგინოთ. არახელსაყრელი დღეა შორ მანძილზე მგზავრობისთვის.

მშვილდოსანი

ამ დღეს მაღალია მოტყუების, ცდუნების ან იმედგაცრუების რისკი. შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდით, მაგრამ ეცადეთ, მომხდარი რეალისტურად შეაფასოთ. თქვენი რისკი გამართლებულია, ამიტომ შეგიძლიათ თამამად იმოქმედოთ. ოჯახური ურთიერთობები ჰარმონიულია, ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები არ გელით.

თხის რქა

სავარაუდოდ, ამ დღეს წარმოქმნილი კონფლიქტი თქვენთვის არასახარბიელოდ გადაწყდება და ამას ახალი სირთულეები მოჰყვება. ეცადეთ, პანიკაში არ ჩავარდეთ — თქვენი ფიზიკური და მორალური მდგომარეობა ყველაფერთან სწრაფად გამკლავებაში დაგეხმარებათ. შესაძლოა, ძველი კოლეგებისგან მოულოდნელი წინადადება მიიღოთ. ამ დღეს გაცნობილი ადამიანი მომავალში ძალიან დაგეხმარებათ.

მერწყული

ის, რაც აქამდე ბუნდოვანი და გაუგებარი იყო, ახლა ნათელი და გასაგები გახდება. ხელსაყრელი დროა, რომ გააცნობიეროთ, რატომ იქცევიან ასე ადამიანები, ვინც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ეცადეთ, წყენა გულთან ახლოს არ მიიტანოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ანგარებიან ადამიანებს თხოვნაზე უარით უპასუხოთ.

თევზები

პლანეტების განლაგება თევზებისთვის არასასურველ მოვლენებს განაპირობებს. ახლობლებთან დაძაბული ურთიერთობების და გაუგებრობების გადალახვა მოგიწევთ. არ არის გამორიცხული პარტნიორების ღალატიც კი. მაქსიმალურად ეცადეთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და აგრესიას საპასუხო აგრესიით არ უპასუხოთ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

7 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge