დღის ჰოროსკოპი

5 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:32 ოთხ. 4 ივნისი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ამ დღეს ვარსკვლავების არახელსაყრელი განლაგების გამო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება და გადამწყვეტი მოქმედება გაგიჭირდებათ. გეჩვენებათ, რომ ყველაფერი გაბრკოლებთ, მაშინ როცა სწრაფი რეაგირება გესაჭიროებათ. სასურველია, რომ თავისუფალი დრო სახლს გარეთ გაატაროთ — ოჯახურ გარემოში გარკვეული დაძაბულობა იგრძნობა და ჯობია გაერიდოთ.

კურო

ამ დღეს არასწორი კვება და უმოძრაობა ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. შესაფერისი დროა ექიმთან ვიზიტისა და ძალების აღდგენისთვის. ემოციური მდგომარეობაც ყურადღებას მოითხოვს, ამიტომ ეცადეთ მუშაობა ადრე დაასრულოთ და შინაურ გარემოში დაისვენოთ. გახსოვდეთ, წარმატების მისაღწევად ყველა ხერხი გამართლებული არ არის.

ტყუპები

ემოციებით სავსე დღეა. დილით ადრე სასარგებლო იქნება მცირე ხნით სეირნობა სუფთა ჰაერზე — ეს გონებას გაგიწმენდთ. ერიდეთ პროვოკაციებს და უხეშობაზე უხეშობით ნუ უპასუხებთ. ამით მხოლოდ თქვენი ავტორიტეტი გაიზრდება, ხოლო კრიტიკოსები განზე დაიხევენ. ფინანსური საკითხების გამო ახლობლებთან კამათს მოერიდეთ.

კირჩხიბი

ამ დღეს მოგინდებათ, რომ სხვებისგან გამორჩეული იყოთ, მაგრამ თუ პირველ ადგილზე საკუთარ ამბიციებს დააყენებთ, გარშემო მყოფთა მხარდაჭერის იმედი ნუ გექნებათ. პროფესიულ საკითხებში უთანხმოებამ შეიძლება ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის გაუარესება გამოიწვიოს. გირჩევთ, სიბრძნე და სიმშვიდე გამოიჩინოთ. ოჯახში ბავშვებთან დაკავშირებულ თემებზე მოსალოდნელია მცირედი გაუგებრობა.

ლომი

ამ დღის სამუშაო ნაწილი შეიძლება არც ისე წარმატებული აღმოჩნდეს. არსებობს დაუფიქრებელი ქმედებების, გადაუმოწმებელი განცხადებებისა და ინტრიგების რისკი. ინტრიგებში ჩართვას მოერიდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება ყველაფერი თქვენ დაგაბრალონ. სასურველია, დღის მეორე ნახევარი გართობას დაუთმოთ.

ქალწული

ამ დღეს წარმატებას მხოლოდ შეუპოვარი შრომით მიაღწევთ. ქალწულები დღეს უჩვეულოდ კომუნიკაბელურები იქნებიან, თუმცა, სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ — ეს თვისება პროფესიულ საქმიანობაში შეიძლება ხელშემშლელი იყოს. გირჩევთ, ყურადღება საქმეზე გადაიტანოთ და ზედმეტ დისკუსიებს ერიდეთ. შეიძლება პროფესიის შეცვლის წინადადება მიიღოთ, მაგრამ გირჩევთ, გადაწყვეტილების მიღება სამომავლოდ გადადოთ. იყავით სამართლიანი და გულისხმიერი, ახლობლებს თქვენი თანადგომა ძალიან სჭირდებათ.

სასწორი

ვარსკვლავების განლაგება მოვლენების იღბლიან განვითარებას გამორიცხავს, თუმცა ალტერნატივაც არსებობს — წარმატებას შეიძლება თქვენი ცოდნითა და გამოცდილებით მიაღწიოთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მეგობრებისა და კოლეგების ძლიერი მხარდაჭერა გაქვთ. შანსი გექნებათ, რომ გარკვეული პასუხისმგებლობა სხვებს გადააბაროთ და თავად დაისვენოთ. მოერიდეთ ნეგატიურად მოაზროვნე ადამიანებს, დაიცავით თავი არასასურველი სიტუაციებისა და გავლენებისგან.

მორიელი

ამ დღეს მორიელების მიღწევებს ყველა შეამჩნევს. ხელსაყრელი დღეა, რომ საქმიანობის სფერო შეიცვალოთ. გირჩევთ, კოლეგების გრძნობებს ყურადღება მიაქციოთ, თორემ შეიძლება სამაგიერო თქვენივე მეთოდებით გადაგიხადონ. ძველი ნაცნობები მოულოდნელად თავს შეგახსენებენ, თუმცა ზოგის ნახვა უსიამოვნო იქნება. გირჩევთ, საღამოს განმარტოვდეთ — ეს ახლა ძალიან წაგადგებათ.

მშვილდოსანი

გრძნობთ, რომ საკუთარმა ამბიციებმა დაგღალათ. თქვენი იდეები შეიძლება არც ხელმძღვანელობამ და არც პარტნიორებმა არ დააფასონ, ხოლო შურიანი კოლეგები მზად იქნებიან, მახე დაგიგონ. ეს დაძაბულობა ძალიან დაგღლით და შესაძლოა, ყველაფრის მიტოვების სურვილიც გაგიჩნდეთ. ნუ იჩქარებთ — მალე აზრს შეიცვლით.

თხის რქა

იმოქმედეთ ისე, რომ სარგებელი, პირველ რიგში, თქვენ მიიიღოთ. სხვებზე ფიქრი კარგი საქციელია, მაგრამ — დღეს არა. სიფრთხილე გმართებთ — შესაძლოა, ვიღაცას თქვენი გამოყენება მოუნდეს. პროფესიულ სფეროში კონკურენტი არ გყავთ, ამიტომ ლიდერის უნარების გამოვლენის დროა. ხელმძღვანელობას თქვენი სტრატეგია მოსწონს და საინტერესო შეთავაზებებსაც უნდა ელოდოთ. პირად ურთიერთობებში მოსალოდნელია გაუგებრობა, რაც კამათს გამოიწვევს.

მერწყული

დროა, თქვენი პროფესიული ინიციატივა ხელმძღვანელობას წარუდგინოთ, მაგრამ მანამდე მიზანი უნდა განსაზღვროთ. კოლეგებთან ურთიერთობა რთული იქნება, ამიტომ კარგად გაიაზრეთ, რას ამბობთ და როგორ მოქმედებთ. ენდეთ შინაგან ხმასა და გონივრულად იმოქმედეთ. საკუთარი თავის რწმენა პირადი საქმეების წარმატებით წარმართვაში დაგეხმარებათ.

თევზები

გამორიცხული არ არის, რომ არაკეთილგანწყობილი ადამიანების გავლენის ქვეშ მოექცეთ, ამიტომ სანამ იმოქმედებთ, კარგად გადაამოწმეთ, ეს ქმედება უკანონო ან საზიანო ხომ არ არის. ეცადეთ, ხალხმრავალ ადგილებს თავი აარიდოთ. საღამოს თავი შეიკავეთ სამსახურთან დაკავშირებული საკითხების განხილვისგან, განსაკუთრებით — უცნობ ადამიანებთან.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

6 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

1-ელი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

1-ლი რიცხვის ჰოროსკოპი -
funtime.ge

31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

31 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

30 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

30 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

29 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

29 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

28 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

28 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge