1-ელი ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 შაბ. 31 მაისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 1-ელი ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თქვენმა მცდელობამ, ირგვლივ ყველა და ყველაფერი აკონტროლოთ, შეიძლება გარშემომყოფები ძალიან გააღიზიანოს. მნიშვნელოვანია გესმოდეთ, რომ ადამიანებს მოქმედების თავისუფლება სჭირდებათ და თქვენ ვერ შეძლებთ მუდმივად მათ მაგივრად გადაწყვეტილებების მიღებას. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ამ მიზეზით შესაძლოა გარკვეული უთანხმოებები წარმოიშვას. გარდა ამისა, დღევანდელი დღე ბიუროკრატიული საკითხების მოსაგვარებლად არახელსაყრელია.
კურო
ბევრი კურო ამ დღეს მგზავრობაში გაატარებს, თუმცა იმდენად ხელსაყრელი დღეა, რომ დაღლილობას ვერ იგრძნობთ. სასურველია, საღამოს განმარტოვდეთ და შინაგან წინააღმდეგობებში გაერკვეთ, რომლებიც საკმაოდ დაგიგროვდათ. ამ დღის შესანიშნავი დასასრული იქნება თვითანალიზი, რომელიც დაგეხმარებათ, საკუთარი სურვილები და სამომავლო გეგმები ნათლად ჩამოაყალიბოთ.
ტყუპები
ამ დღეს იღბალს ბრმად არ უნდა დაეყრდნოთ. ეცადეთ, საკუთარი ძალები ზუსტად გათვალოთ და ყოველი საკითხი რაციონალურად და საფუძვლიანად შეაფასოთ. გაითვალისწინეთ, რომ საეჭვო წამოწყებები მარცხისთვისაა განწირული. ვარსკვლავები მხარს უჭერენ ადამიანებს, რომლებიც ფრთხილად და გააზრებულად მოქმედებენ. შეადგინეთ გეგმა და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით.
კირჩხიბი
ამ დღეს შეიძლება შენიშვნა მიიღოთ, რომელიც თავიდან უსამართლოდ მოგეჩვენებათ, მაგრამ საბოლოოდ, ძალიან დაგაფიქრებთ. გირჩევთ, გარკვეულ სიტუაციებში საკუთარ ქცევას გადახედოთ – როდესაც საკუთარ აზრს გამოხატავთ, გირჩევთ, სხვების გრძნობები ცოტა მეტად გაითვალისწინოთ.
ლომი
ამ დღეს ყოველდღიური აურზაურისგან თავის დაღწევა და საყვარელი საქმიანობის გაგრძელება გსურთ. ამისთვის საჭიროა ურთიერთობა გარკვეული დროით შეწყვიტოთ და განმარტოვდეთ. ეს წუთები თქვენს ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად აისახება. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ბედისწერის ნიშნებს მეტი ყურადღება მიაქციოთ — დღეს ისინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ქალწული
ამ დღეს შესაძლოა გარშემომყოფებისგან გარკვეული ზეწოლა იგრძნოთ. შეიძლება, ვიღაცამ თქვენთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილების მიღება გთხოვოთ, რაც საგონებელში ჩაგაგდებთ. ეცადეთ, ნებისმიერი ურთიერთობა დროებით შეამციროთ და გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღოთ. ღია ცის ქვეშ მეტი დრო გაატარეთ და აკეთეთ ის, რაც დაგამშვიდებთ.
სასწორი
სავარაუდოდ, საკუთარი ინტერესებისთვის ბრძოლა შედეგიანად დასრულდება, თუმცა დღის მეორე ნახევარში კონფლიქტების გამწვავების საფრთხეც არსებობს. ამის გამო მაღალია შეცდომების ალბათობა, განსაკუთრებით დოკუმენტებთან მუშაობისას. ეცადეთ, საქმით არ გადაიტვირთოთ და საღამო სახლში მშვიდად გაატაროთ. ამჟამად ძალების აღდგენა აუცილებელია.
მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ამ დღეს ყველა მიმართულებით თავშეკავება გამოიჩინოთ. ეს განსაკუთრებით გარშემომყოფებთან ურთიერთობას ეხება. მოერიდეთ ახალი ადამიანების გაცნობას — ამ დღეს ხშირია გაუგებრობა და მოულოდნელი სიტუაციები. მნიშვნელოვანი საქმის კეთების დროს უმჯობესია, საკუთარ ძალებს დაეყრდნოთ და დახმარებას არ დაელოდოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრას სწრაფად და ეფექტურად შეძლებთ, რის შემდეგაც სხვა საქმეებზე გადართვა გაგიადვილდებათ. ეს დღე სასიამოვნო სიახლეებს მოგიტანთ, რომლებიც არა მხოლოდ თქვენ, არამედ თქვენს ახლობლებსაც შეეხება. საღამო შეგიძლიათ ერთად გაატაროთ და კარგი ამბები ოჯახური სუფრით აღნიშნოთ.
თხის რქა
ეს დღე მსუბუქად და სასიამოვნოდ ჩაივლის, მთავარია, საკუთარი შესაძლებლობები სწორად შეაფასოთ. შეგიძლიათ ახალი პროექტები დაიწყოთ და ახალი მიზნები დაისახოთ. დაწყებულის დასასრულებლად როგორც ფიზიკური, ისე ემოციური რესურსი გაქვთ და იღბალიც თქვენს მხარესაა. ამ დღეს იდეებით სავსე ხართ. სწავლა და ახალი ცოდნის მიღება მომავალში დიდ სარგებელს მოგიტანთ და თავად პროცესიც სიამოვნებას მოგანიჭებთ.
მერწყული
პლანეტების განლაგება თქვენთვის არასახარბიელოა. ახალი წამოწყებები წარმატებას არ მოგიტანთ, ასე რომ, სჯობს, სხვა დღისთვის გადადოთ. საზოგადოება თქვენს სიტყვებს მტრულად აღიქვამს, ხოლო კრიტიკა თქვენთვის ძალიან მტკივნეულია. ეცადეთ, ნებისმიერი პრობლემა სიბრძნითა და სიმშვიდით მიიღოთ — ყველაფერი გაივლის, და გამოსავალს აუცილებლად იპოვით. საღამოს შესაძლოა ოჯახშიც გაუგებრობა წარმოიშვას, ამიტომ ჯობს, რომ მტკივნეულ თემებს არ შეეხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა პრობლემას თქვენ დაგაბრალებენ.
თევზები
დღევანდელი დღე დაგანახვებთ, რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს სხვა ადამიანის მხარდაჭერა. შესაძლებელია ჯანმრთელობის მცირე პრობლემები, ამიტომ დღის მეორე ნახევარში სჯობს მნიშვნელოვანი შეხვედრები არ დაგეგმოთ. სამაგიეროდ, სუფთა ჰაერზე გასეირნება ფიზიკურად გაგაძლიერებთ და ფსიქოლოგიურადაც თავდაჯერებას შეგმატებთ. თუ მარტოხელა ხართ, ამ დღეს შეიძლება შეხვდეთ იმას, ვინც ერთი ნახვით მოგხიბლავთ და თქვენს ცხოვრებას შეცვლის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან