დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:43 კვი. 25 მაისი

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ახლობლის რჩევა დაგეხმარებათ, იპოვოთ პასუხი კითხვაზე, რომლის გადაჭრა დიდ დროს მოითხოვს. დღის პირველი ნახევარი აქტიურად, მოძრაობაში ჩაივლის. საღამოს საშუალება გექნებათ, რომ დამშვიდდეთ და განიტვირთოთ. თქვენს ყურადღებას მიიქცევს ადამიანი, რომელიც მიმდინარე მოვლენებზე ზედმეტად ემოციურად რეაგირებს. ნუ ეცდებით, თქვენი სიმართლე ნებისმიერი გზით დაამტკიცოთ — ეს პრობლემების გარდა, არაფერს მოგიტანთ.

კურო

ამ დღეს კუროებისთვის მთავარი ადგილი ოჯახს უკავია. დღის უმეტეს ნაწილს შვილებთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას ან საყოფაცხოვრებო პრობლემების გადაჭრას დაუთმობთ. შესაძლებელია, სახლში ოთხფეხა მეგობრის მოყვანა გადაწყვიტოთ. უმჯობესია, პროფესიული საკითხების გადაჭრა დილის საათებში მოასწროთ, რადგან დღის მეორე ნახევარში ამისთვის ვეღარ მოიცლით.

ტყუპები

ამ დღეს მხოლოდ საკუთარ ინტუიციასა და გამოცდილებას უნდა დაეყრდნოთ. სხვისი რჩევები დაგაბნევთ და ვერაფერში დაგეხმარებათ. შესანიშნავი დროა ქველმოქმედებისთვის — ეცადეთ, დაეხმაროთ ადამიანს, რომელსაც ეს ნამდვილად სჭირდება. მხოლოდ ფინანსურ დახმარებას არ ვგულისხმობთ — თბილ სიტყვას და ზრუნვასაც კი შეუძლია ადამიანს სერიოზულად დაეხმაროს.

კირჩხიბი

ეს დღე თავგადასავლებითა და საბედისწერო გადაწყვეტილებებით სავსეა. გიჭირთ აკონტროლოთ ყველაფერი, რაც თქვენ გარშემო ხდება — ზოგჯერ მოვლენები ისეთი მრავალფეროვანი და დრამატულია, როგორც რომანში. თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა ისევ გამოჩნდეს ადამიანი, რომელსაც წარსულში თქვენს ცხოვრებაზე მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. თუ არ გსურთ, რომ ახლობელ ადამიანს გული ატკინოთ, ეცადეთ, საუბარში დელიკატურ თემებს არ შეეხოთ.

ლომი

აქტიური და მოვლენებით დატვირთული დღეა. შესაძლოა, ვიღაცამ კამათში, უაზრო დისკუსიაში ან კონფლიქტში ჩაგითრიოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უსიამოვნო ვითარებაში უბრალოდ განზე გადგეთ. მით უმეტეს, რომ საღამოს ნეგატიური ტენდენციები თანდათან შესუსტდება. მეგობრებში ან კოლეგებში მოსალოდნელია ინტერესთა კონფლიქტები.

ქალწული

ამ დღეს მოგიწევთ წვრილმან დეტალებში ქექვა, შეცდომების ანალიზი და მათი კორექტირება. თქვენი სიზუსტე და ყველაფერში გარკვევის სურვილი მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ. ახალი ინიციატივა წარმატებას მოგიტანთ, თუ პარტნიორთან ერთად განახორციელებთ. დაფიქრდით, ვინ შეიძლება თქვენი სანდო თანამგზავრი გახდეს და ფინანსურ საკითხებს ვის ანდობთ. ეცადეთ, საღამოს ფიზიკური აქტივობით დაკავდეთ — ფიტნესი ან სირბილი მხოლოდ სარგებელს მოგიტანთ.

სასწორი

დღეს კარგად გააცნობიერებთ, რამდენად მნიშვნელოვანია შეფასება და მოტივაცია. თუ თქვენი შრომა ღირსეულად არ დაფასდა, მზად ხართ მთელს სამყაროს ომი გამოუცხადოთ. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ისწავლეთ სიამოვნების მიღება პროცესისგან,. შესაძლოა, დღეს შემოქმედებითი პოტენციალის განვითარების შანსი მოგეცეთ. არ არის გამორიცხული, რომ ჰობი თქვენი შემოსავლის წყაროდ იქცეს.

მორიელი

ამ დღეს ვარსკვლავები ყველას დამსახურების მიხედვით მიაგებენ, მათ შორის - მორიელებსაც. ეცადეთ, ყურადღება გაამახვილოთ არა იმაზე, რა მოხდა, არამედ იმაზე, თუ რატომ მოხდა და ობიექტური დასკვნები გამოიტანოთ. საღამოს შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ რამდენიმე ახალი მტერი ან ახალი მეგობარი შეიძინეთ.

მშვილდოსანი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ახალი საქმეები არ დაიწყოთ, სანამ ძველებს არ დაასრულებთ. შესაძლოა, ერთმა მოუგვარებელმა საკითხმა მთელი დღის განწყობა გაგიფუჭოთ. აირჩიეთ მოქმედების სწორი ტაქტიკა და სხვებს ხელიც არ შეუშალოთ. დანარჩენ სფეროებში პროგნოზირებადი დღეა — ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც დაგეგმეთ.

თხის რქა

თხის რქებისთვის დღევანდელი დღე წარმატებით დაიწყება —იღბალი თქვენს მხარესაა და ამით აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. სწრაფი სარგებლის მიღებას ნუ ეცდებით — დიდია რისკი, რომ საბოლოოდ მეტი დაკარგოთ, ვიდრე მოიგოთ.

მერწყული

თუ ვითარება მოითხოვს, ეცადეთ ახალ გარემოებებს მშვიდად მოერგოთ. დღის განმავლობაში შეიძლება სიტუაცია მოულოდნელად თქვენს საზიანოდ შემობრუნდეს. ასეთ დროს უნდა გაჩერდეთ და შემდეგი ნაბიჯი კარგად გაიაზროთ. სჯობს საერთოდ არაფერი გააკეთოთ, ვიდრე საკუთარი თავის წინააღმდეგ იმოქმედოთ.

თევზები

ეს დღე სიმარტივისა და ყოველდღიურობის სიმბოლოა. ყველაფერი გასაგებია, თუკი ყველაფერს თავად არ გაართულებთ. ურთიერთობებში გახსნილობა გადამწყვეტია — ინტრიგები და ანგარება ბუმერანგივით უკან დაგიბრუნდებათ. ცხოვრების ყველა სფეროში მხოლოდ გულწრფელობა და პატიოსნება დაგეხმარებათ.



სიახლეები ამავე კატეგორიიდან

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge