20 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:02 ორშ. 19 მაისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
თუ ეჭვები გაგიჩნდათ, უმჯობესია ამ დღეს დაგეგმილი შეხვედრებისა და ღონისძიებების ჩატარებისგან თავი შეიკავოთ. ეცადეთ, ემოციები აკონტროლოთ და მცირე გაუგებრობის გამო კონფლიქტი არ წამოიწყოთ. უხერხული სიტუაციიდან თავის დაღწევას თქვენი გონიერებისა და მოხერხებულობის წყალობით შეძლებთ. მეგობრებთან შეხვედრა და ბუნებაში სეირნობა თქვენს ჯანმრთელობაზე სასიკეთოდ აისახება.
კურო
ამ დღეს გამოცდილი ადამიანების რჩევა ძალიან დაგეხმარებათ. საქმე, რომელიც დიდი ხნის წინ დაიწყეთ, მალე, ქვეყნისთვის სასურველი შედეგით დასრულდება. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც მომავლისთვის გჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში სამსახური დაივიწყეთ და საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ. მარტოხელა კუროს სასიყვარულო ამბავი ელის, რომელსაც რაღაც მიზეზით, ყველასგან საიდუმლოდ შეინახავს.
ტყუპები
ხელსაყრელი დღეა ქალაქგარეთ გასვლისა და ფიზიკური აქტივობისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ძველი წყენა დაივიწყოთ და ეს დღე მთლიანად საკუთარ სურვილებს მიუძღვნათ. თავი შეიკავეთ ახალი ნაცნობობისგან – ჯობია, თავისუფალი დრო სანდო ადამიანებთან ერთად გაატაროთ. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, გარიგება დადოთ, რომელიც მალე მნიშვნელოვან მოგებას მოგიტანთ.
კირჩხიბი
მოთმინება და შრომისმოყვარეობა წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, კოლეგის რჩევები გაითვალისწინოთ და მიხვდებით, რომ ზოგჯერ ის სასარგებლო და გამოსადეგია. ამ დღეს ნებისმიერი პროფილაქტიკური პროცედურა, რომელიც ჯანმრთელობას უკავშირდება, სასარგებლო იქნება. მოსალოდნელია წინასწარმეტყველური სიზმარი – ეცადეთ, კარგად დაიმახსოვროთ და გააანალიზოთ, რადგან სავარაუდოდ, მნიშვნელოვან გაფრთხილება მოიცავს.
ლომი
ნუ გაჩუმდებით იმ საკითხებზე, რომლებიც თქვენს სამსახურებრივ მოვალეობებს ეხება. სადაც არ უნდა იყოთ, ეცადეთ, გარემოების შესაბამისად ისაუბროთ და იმოქმედოთ. ინტელექტუალური დისკუსიებისთვის ხელსაყრელი პერიოდია. ამ დღეს საშუალება გექნებათ, ახალი ადამიანები გაიცნოთ და სასარგებლო კავშირები დაამყაროთ.
ქალწული
ვარსკვლავები ახლო მომავალში მფარველობას გპირდებიან. ერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას – ამან შესაძლოა გადაღლამდე და ტრავმამდე მიგიყვანოთ. ახალი ნაცნობი შეიძლება თქვენი ერთგული მეგობარი გახდეს. მთავარია, საკუთარ თავში არ ჩაიკეტოთ და დიალოგისთვის მზად იყოთ. სავარაუდოდ, ახალი ურთიერთობები ბევრ სასიამოვნო სიურპრიზს მოგიტანთ.
სასწორი
ამ დღეს ახალ ინფორმაციას სწრაფად და ადვილად ითვისებთ, ამიტომ შესაფერისი დროა სწავლისა და ახალი პროფესიის ათვისებისთვის. მოერიდეთ ახლობლებთან კამათს, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წყენა დაგროვდა. უარი თქვით იმ ადამიანებთან ურთიერთობაზე, რომლებიც თქვენს ცხოვრებისეულ პრინციპებს არ ეთანხმებიან. სანამ ინფორმაციას არ გადაამოწმებთ, დებატებში ჩართვისა და ადამიანის კრიტიკისგან თავი შეიკავეთ.
მორიელი
მშვენიერ ხასიათზე ხართ და ყველა საქმე კარგად გამოგდით. ხელსაყრელი დღეა ახალი კავშირების დასამყარებლად. საკუთარი უნარებს გამოვლენის არ მოგერიდოთ – კოლეგები და დამსაქმებლები ამას დააფასებენ. სამუშაო დღე ისე სწრაფად ჩაივლის, რომ ვერც კი შეამჩნევთ. ამ დღეს თქვენს საქმეებში ჩარევა ბევრს მოუნდება და მხოლოდ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, ვის მისცეთ ამის უფლება და ვის არა. ეცადეთ, საღამოს მეგობრებთან შეხვედრის დრო გამონახოთ. ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და საკუთარი თავის შეცნობისთვის. რთული პროექტების დაწყების ნუ შეგეშინდებათ – მიზნის მიღწევას ნებისმიერ შემთხვევაში შეძლებთ. ერთადერთი, რაშიც ამ დღეს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, ადამიანების მიმართ თქვენი ნდობაა, რომელიც შეიძლება ვიღაცამ ბოროტად გამოიყენოს. ფიზიკური აქტივობა დაგეხმარებათ, სტრესისგან გათავისუფლდეთ.
თხის რქა
ამ დღეს შეიძლება ენერგიის ნაკლებობა და სისუსტე იგრძნოთ. თუ შესაძლებელია, სახლში დარჩით – ასე ძალების აღდგენას უფრო სწრაფად შეძლებთ. ეს პერიოდი ხელსაყრელია შემოქმედებითი ადამიანებისთვის – მოულოდნელი გარემოებების წყალობით საკუთარი პოტენციალის სრულად გამოვლენას შეძლებთ. ბიზნესმენებისა და მეწარმეებისთვის ნაკლებად წარმატებული დღეა, ამიტომ ფრთხილად უნდა იმოქმედონ.
მერწყული
თვითშემეცნებისა და პიროვნული ზრდისთვის ხელსაყრელი დროა. შეგიძლიათ დილა მედიტაციასა და სულიერი წონასწორობის აღდგენას დაუთმოთ. უფროს ნათესავებთან მნიშვნელოვან საკითხზე განსხვავებული პოზიციის გამო დაპირისპირება გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ კომპრომისების პოვნა ისწავლოთ და სხვების შეცდომებს უფრო შემწყნარებლურად მოეკიდოთ. გახსოვდეთ, შეცდომებს არ უშვებს მხოლოდ ის, ვინც არაფერს აკეთებს.
თევზები
ნუ დაგავიწყდებათ, რომ გულწრფელი ღიმილი კარგი განწყობის შესანარჩუნებლად და ხალხის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად საუკეთესო გზაა. ფრთხილად იყავით გადაწყვეტილებების მიღებისას. დღის მეორე ნახევარში სამსახურსა თუ კომერციულ საქმიანობასთან დაკავშირებით ახალი იდეები გეწვევათ. იფრთხილეთ საყოფაცხოვრებო საქმეებში – უყურადღებობის გამო შეიძლება მცირე ტრავმა მიიღოთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან