16 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 ხუთ. 15 მაისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
დროა, როგორც სამსახურში, ისე ოჯახში დაგროვილი საკითხები საბოლოოდ გადაჭრათ. ნათესავების სიტყვებსა და საქციელში ბევრი რამ არ მოგწონთ, მაგრამ ეცადეთ, ამაში რაციონალური მარცვალი დაინახოთ. გადაწყვეტილების მიღებას ნუ იჩქარებთ და ემოციებით ნუ იმოქმედებთ. ამ დღეს შესაძლოა სამართლებრივ ნორმებთან შეხება მოგიწიოთ. მთავარია, შეცდომები არ დაუშვათ – ფრთხილად იმოქმედეთ და საკუთარ შესაძლებლობებს არ გადააჭარბოთ.
კურო
ამ დღეს იღბალი ზუსტი მეცნიერების მოყვარულ კუროებს გაუღიმებს. მათემატიკოსებსა და ფიზიკოსებს პერსონალური აღმოჩენები და პროფესიული წინსვლა ელოდება. ამ დღეს მხოლოდ საკუთარი ინტუიციის იმედად ნუ იქნებით და დახმარება კოლეგებს სთხოვეთ. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ მდგომარეობას – მოსალოდნელია მცირე დანაკარგი, რაც განწყობას გაგიფუჭებთ. მოერიდეთ ორპირ ქარებს და ჯანმრთელობაზე იზრუნეთ.
ტყუპები
დილიდან სიზარმაცის შემოტევებს ებრძვით - თქვენი ორგანიზმი უბრალოდ ისვენებს და ამგვარად ძალების აღდგენას ცდილობს. ნუ უგულებელყოფთ წვრილმანებს – ისინი შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის, მთავარია, არ იჩქაროთ. ეცადეთ, კოლეგებთან ურთიერთობაში უფრო მეგობრული იყოთ და ყოველგვარ დაპირისპირებას მოერიდოთ.
კირჩხიბი
საკმაოდ მოსაწყენი და ერთფეროვანი დღეა, ამიტომ შეგიძლიათ თავს ცოტაოდენი სიზარმაცის უფლება მისცეთ. სახლში გარკვეული პრობლემებია მოსალოდნელი. მაგალითად, შეიძლება საყოფაცხოვრებო ტექნიკა გაფუჭდეს და დაუგეგმავი შესყიდვები მოგიწიოთ. ზოგი კირჩხიბი საყვარელი ადამიანისთვის დღესასწაულის მოწყობას შეძლებს.
ლომი
ამ დღეს კოლეგებთან მჭიდრო ურთიერთობა გელით. რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტა მოგიწევთ, რაც თქვენგან სიმტკიცეს და გამჭრიახობას მოითხოვს. დაპირისპირებები გარდაუვალია, მაგრამ ეცადეთ, სერიოზულ კონფლიქტებში არ გაეხვიოთ. იზრუნეთ ნერვულ სისტემაზე – ამ დღეს ის განსაკუთრებით დაუცველია. ასევე, თავი შეიკავეთ ალკოჰოლის ჭარბი მიღებისგან.
ქალწული
ხელსაყრელი დროა, რომ მცირე შესვენება გამოაცხადოთ და ყოველდღიურ რუტინას მოსწყდეთ. სავარაუდოდ, გარშემომყოფები თქვენს სიკეთეს ბოროტად იყენებენ. დროა, სხვისი საქმეების კეთება შეწყვიტოთ და საკუთარ თავს მეტი დრო დაუთმოთ. გაატარეთ დრო მეგობრებთან ერთად, დაისვენეთ და თავს უფლება მიეცით, ის აკეთოთ, რაც გსურთ. გამორიცხული არ არის, რომ მალე ახალი მოკავშირეები იპოვოთ და ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ.
სასწორი
ენერგეტიკული თვალსაზრისით, ეს დღე სასწორებისთვის ნაკლებად ხელსაყრელია. გარშემომყოფები თითქოს ენერგიას გაცლიან, ამიტომ მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები და არ გადაიღალოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გადაღლამ შეიძლება იმუნიტეტზეც იმოქმედოს. თუ რაიმე პრობლემა გაქვთ, გირჩევთ, პარტნიორს ამაზე გულწრფელად ესაუბროთ.
მორიელი
იქნებ დროა, სამსახურის შეცვლაზე დაფიქრდეთ – მით უფრო, თუკი ამჟამინდელი საქმიანობა აღარ გაკმაყოფილებთ ან სამომავლო პერსპექტივას ვერ ხედავთ. აუცილებელი არ არის, რომ ახალი სამსახური იმავე სფეროში იყოს – შეგიძლიათ ცხოვრება რადიკალურად შეცვალოთ. მალე ბევრი თავისუფალი დრო გექნებათ, რომელიც შეგიძლიათ მეგობრებსა და ახლობლებს დაუთმოთ.
მშვილდოსანი
ამ დღეს უმჯობესია, თქვენი გეგმები არავის გაანდოთ – შესაძლოა, შურიან ადამიანებს შეხვდეთ, რომლებიც თქვენი გეგმების ჩაშლას შეეცდებიან. ახალი საქმეები სასურველია დღის პირველ ნახევარში დაიწყოთ, როდესაც ჯერ კიდევ ენერგიითა და ენთუზიაზმით ხართ სავსე. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ. დღეს ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან.
თხის რქა
თქვენი ნიჭი და საქმიანი თვისებები აუცილებლად დაფასდება. გამორიცხული არ არის, რომ მოკავშირეები იპოვოთ და ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინოთ. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავალი და წარმატებული შესყიდვები. ხელმძღვანელობა თქვენდამი განსაკუთრებით კეთილგანწყობილია, ასე რომ, თუ დიდი ხანია ხელფასის მომატება ან დაწინაურება გსურდათ, ამ დღეს შანსი გექნებათ – იღბალი თქვენს მხარესაა.
მერწყული
ამ დღეს სამსახურში არაერთი პრობლემა დაგატყდებათ თავზე და ვითარების შესაცვლელად როგორც საკუთარი შეცდომების გამოსწორება, ისე სხვებისთვის დახმარების გაწევა მოგიწევთ. ამ სირთულეების მიუხედავად, ეცადეთ, საღამო ოჯახსა და საყვარელ ადამიანებს დაუთმოთ.
თევზები
ამ დღეს სამსახურში მეტი უნდა იაქტიუროთ, რომ ახალი პროექტის მიმდინარეობა არ შეაფერხოთ. ზოგადად, ეცადეთ, რომ შემოქმედებითი და პროფესიული შესაძლებლობები განავითაროთ და კარიერული მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. არც ჯანმრთელობა დაგავიწყდეთ – სუფთა ჰაერზე იარეთ და მსუბუქი ფიზიკური აქტივობით დაკავდით. ხანმოკლე მოგზაურობა ახალ ემოციებს და შთაბეჭდილებებს მოგიტანთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან