15 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:22 ოთხ. 14 მაისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ პროვოკაციებს არ აჰყვეთ, მოთმინება გამოიჩინოთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას არაკეთილგანწყობილი ადამიანების კრიტიკულ შენიშვნებს. უმჯობესია, ყურადღება სამომავლო მიზნებზე და დაუსრულებელ საქმეებზე გადაიტანოთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დღე უსიამოვნო სიურპრიზებით სავსეა, სწორი გადაწყვეტილებების მიღებას შეძლებთ.
კურო
ამინდის ხშირი ცვლა ზოგი კუროს მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს, ამიტომ ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ჯანმრთელობას განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ და არტერიული წნევა ხშირად აკონტროლოთ. უსმინეთ საკუთარ სხეულს და ეცადეთ, მავნე ჩვევებისგან გათავისუფლდეთ. სახლშიც და სამსახურშიც ყველაფერი კარგადაა — შეიძლება, ოჯახის წევრებმა სასიამოვნო სიურპრიზი მოგიმზადონ.
ტყუპები
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მთელი ყურადღება მნიშვნელოვანი ამოცანისკენ გადაიტანოთ, რომელზედაც თქვენი კარიერული წინსვლაა დამოკიდებული. ეცადეთ პრიორიტეტები სწორად დაალაგოთ და ენერგია გონივრულად გადაანაწილოთ. ამ კვირაში მოსალოდნელია მცირე გაუგებრობა, მაგრამ ეცადეთ კომპრომისი იპოვოთ და ახლობელ ადამიანს არ აწყენინოთ. გირჩევთ თავისუფალი დრო საყვარელ საქმეს დაუთმოთ — ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. ხელსაყრელი დღეა ახალი ნაცნობობისთვის, ახალი ადგილების მონახულებისა და მოგზაურობისთვის.
კირჩხიბი
როგორც სამსახურში, ისე შემოქმედებით სფეროში ახალი შესაძლებლობები გელით. ოპტიმიზმი და კომუნიკაბელურობა პიროვნულ განვითარებაში დაგეხმარებათ. შეიძლება რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდეთ – იმაზე, თუ როგორ მოაგვარებთ, ბევრი რამ არის დამოკიდებული. ეს დღე ხელსაყრელია საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის. ფიზიკური აქტივობა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე დადებითად აისახება.
ლომი
ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი შესაძლებლობები გონივრულად მართოთ. უახლოეს დღეებში ბევრი საქმე გექნებათ და მუდმივად მზად უნდა იყოთ. არ დაივიწყოთ იდეა, რომელიც თავში მოგივათ - მან შეიძლება კარგი შემოსავალი მოგიტანოთ. გირჩევთ, ცხოვრების სწრაფი რიტმი გამოწვევად აღიქვათ და არა - ტვირთად. ოპტიმისტურად შეხედეთ მომავალს და საინტერესო პერსპექტივებსაც აუცილებლად დაინახავთ.
ქალწული
შესანიშნავი დროა ქალაქგარეთ დასვენებისთვის — შეგიძლიათ, პიკნიკი მოაწყოთ ან მწვადი შეწვათ. ფინანსურ და ბიზნესის საკითხებზე მუშაობა სამომავლოდ გადადეთ - ამ დღეს სასურველი შედეგის მიღწევა გაგიჭირდებათ. ძველი გამოცდილება ახალი პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და თავს თუ ცუდად გრძნობთ, ექიმთან ვიზიტი არ გადადოთ. ხელსაყრელი დროა შემოქმედების, წიგნების კითხვისა და მედიტაციისთვის.
სასწორი
მოულოდნელმა შემთხვევამ შეიძლება თქვენს გეგმებს ხელს შეუშალოს. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სხვა დროისთვის გადადოთ, რადგან ერთმა შეცდომამ შეიძლება უამრავი პრობლემა გამოიწვიოს. საღამოს დაუპატიჟებელ სტუმრებს უნდა ელოდოთ. ადამიანების დახმარება დიდ დროს წაგართმევთ, თუმცა უდიდეს სიამოვნებასაც მოგანიჭებთ.
მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ, კვების მენიუ შეცვალოთ — ეცადეთ, ცხიმიანი და შემწვარი საკვები გამორიცხოთ, რამდენიმე განტვირთვის დღე მოაწყოთ და პროფილაქტიკური გამოკვლევა ჩაიტაროთ. დროა, საკუთარ ჯანმრთელობას მეტი დრო და ყურადღება დაუთმოთ — სპორტდარბაზში სიარული თქვენს განწყობაზე და სხეულზე დადებითად აისახება. კარგი იქნება, თუ საღამოს სუფთა ჰაერზე, მარტოობაში გაატარებთ და სულიერ წონასწორობას აღიდგენთ.
მშვილდოსანი
მამაკაცი მშვილდოსნებისთვის რთული დღეა. დილიდან შინაგან ეჭვებსა და ცუდ განწყობას ებრძვით. თუ შესაძლებელია, უმჯობესია სახლში დარჩეთ და დაისვენოთ. ქალებისთვის ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული დღეა. გამორიცხული არ არის, რომ საყვარელმა საქმემ ფინანსური სარგებელიც მოგიტანოთ. საკითხი, რომელიც ბოლო დროს გაწუხებთ, შესაძლოა მოულოდნელად თქვენთვის სასარგებლოდ მოგვარდეს.
თხის რქა
მამაკაცი თხის რქებისთვის ცვლილებებისთვის შესაფერისი დროა. შესაძლებელია სამსახურის თუ საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც კი – ახლა ამისთვის საუკეთესო პერიოდია. იმოქმედეთ, ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან. შესანიშნავი დღეა სპორტისთვის და შემოქმედებითი საქმიანობისთვის. საღამოს უმჯობესია განმარტოვდეთ და სიმშვიდით დატკბეთ. მარტოობაში გატარებული დრო ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.
მერწყული
ოპტიმიზმი, ენერგიულობა, მიზანსწრაფულობა, იუმორი და სიკეთე დაგეხმარებათ, რომ სასურველ შედეგს მიაღწიოთ. უსმინეთ საკუთარ გულს და მიზნისკენ სავალ გზას გაჩვენებთ. თუ საკუთარ თავში ეჭვი გეპარებათ და ფიქრობთ, რომ წარმატებას ვერ მიაღწევთ, უბრალოდ დროს დაკარგავთ, მაგრამ თუ მზად ხართ, რომ ოცნებისთვის იბრძოლოთ — ყველაფერი თქვენს ხელშია. თქვენი ინიციატივა უფროსი ნათესავების მოწონებას დაიმსახურებს.
თევზები
ეცადეთ, ამ დღეს ნამდვილად სასარგებლო საქმეებით დაკავდეთ. საოჯახო საქმეების კეთება სტრესისგან გაგათავისუფლებთ და სიხარულს მოგანიჭებთ. თუ სხვების ნამუშევარი არ მოგწონთ, ყველაფერი თავად უნდა აკეთოთ. მცირე ოჯახური წვეულება ან მხიარული ფილმის ერთად ყურება საღამოს საუკეთესო დასასრული იქნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან