10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
22:58 პარ. 9 მაისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
შესაძლებელია, ამ დღეს თაღლითებს გადააწყდეთ, რომლებიც თქვენს პერსონალურ მონაცემებზე დაუფლებას ეცდებიან. ნურავის გაუმხელთ ახლობლებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინფორმაციას. საზოგადოებრივ ადგილებში თავი შეიკავეთ უცნობ ადამიანებთან დისკუსიისგან. ზოგადად, ეს დღე ტყუილებით სავსეა, ამიტომაც რაც საკუთარი თვალით არ გინახავთ, ნუ დაიჯერებთ.
კურო
ამ დღეს ბევრ კუროს წინასწარმეტყველური სიზმრები ელის, თუმცა პირდაპირი მნიშვნელობით ნუ მიიღებთ. თუ სიზმარში ცუდი რამ დაგესიზმრათ, ეს არ ნიშნავს, რომ რეალურ ცხოვრებაშიც ცუდი მოხდება. დღევანდელი დღე წარმატებული იქნება მათთვის, ვინც ინტუიციას ენდობა — უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, ის არ მოგატყუებთ.
ტყუპი
სასურველია, რომ ეს დღე მცირე ფიზიკური აქტივობით დაიწყოთ. თუ ოჯახურ წვეულებაზე ან გასართობ ღონისძიებაზე დაგპატიჟეს აუცილებლად დათანხმდით. გაერთეთ და ისიამოვნეთ მეგობრების გარემოცვაში და ეს დღე დიდხანს გემახსოვრებათ. თუ სიამაყეს დაივიწყებთ და ავტორიტეტული ადამიანის რჩევებს გაითვალისწინებთ, სადავო საკითხებს ადვილად გადაჭრით. ნუ დაგენანებათ ფული საკუთარი თავისთვის – ამ დანახარჯს მალე აანაზღაურებთ.
კირჩხიბი
სახიფათო დღეა მათთვის, ვინც ექსტრემალურ სპორტს ეწევა. ნუ უგულებელყოფთ უსაფრთხოების წესებს და გამოიყენეთ აუცილებელი აღჭურვილობა. პირად ცხოვრებაში შეიძლება პრობლემები წარმოიშვას, მაგრამ დაელოდეთ, სანამ ვნებები ჩაცხრება და შემდეგ იმოქმედეთ. ემოციურად არასტაბილურად გრძნობთ თავს, ამიტომ ნებისმიერი ფინანსური ოპერაციისგან თავის შეკავებას გირჩევთ.
ლომი
თუ გსურთ, რომ საკუთარი ცხოვრება მოაწესრიგოთ, სახლიდან დაიწყეთ და ყველაფერი ზედმეტი თავიდან მოიშორეთ. ნელ-ნელა იგრძნობთ, როგორ დგება ყველაფერი თავის ადგილზე. მოაწესრიგეთ სამუშაო სივრცე —ამის შემდეგ რთული ამოცანების გადაჭრა გაგიადვილდებათ. გირჩევთ, საკუთარ გარეგნობას მეტი ყურადღება მიაქციოთ. ეწვიეთ სილამაზის სალონს და გარდერობი განაახლეთ – განწყობაც გაგიუმჯობესდებათ და თავსაც უფრო მხნედ იგრძნობთ.
ქალწული
ამ დღეს წარმატებისთვის სამოქმედო გეგმის შედგენა და თანმიმდევრული ქმედებები დაგჭირდებათ. თუ იცით, რა და როგორ უნდა გააკეთოთ, ყველაფერი გამოგივათ. სიურპრიზები მოსალოდნელი არ არის — დღე მშვიდად ჩაივლის. რაც უფრო რაციონალურად მიუდგებით საქმეებს, მით უფრო უკეთესი შედეგები გექნებათ. განსაკუთრებით წარმატებული იქნება დღე მათთვის, ვინც ზუსტი მეცნიერებითაა დაკავებული. უმჯობესია, საღამო ისე დაგეგმოთ, რომ მარტო დარჩენა და რაიმე სასიამოვნო საქმის კეთება შეძლოთ.
სასწორი
ჯერჯერობით თავი შეიკავეთ სიახლეებისგან — ახლა თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სტაბილურობა და გარანტირებული შედეგებია. დიდი ხანია, კულტურულ ღონისძიებებზე არ ყოფილხართ, ამიტომ ეცადეთ საღამოს საინტერესო ადგილზე ვიზიტი დაგეგმოთ. უპირატესობა მშვიდ და მყუდრო ადგილებს მიანიჭეთ, რომ ზედმეტი ემოციური გადატვირთვა არ მიიღოთ.
მორიელი
ვარსკვლავები გირჩევენ რომ შინაური ცხოველის აყვანაზე იფიქროთ. ოთხფეხა მეგობარი თქვენს ცხოვრებას უფრო ხალისიანს და სასიამოვნოს გახდის. ეცადეთ, ბუნებასთან ახლოს იყოთ, სუფთა ჰაერზე, ფეხით ისეირნოთ და მხოლოდ ჯანსაღი პროდუქტები მიიღოთ. დღის მეორე ნახევარში, ვარსკვლავების ხელსაყრელი განლაგების წყალობით ოჯახური პრობლემების მოგვარებას შეძლებთ, რომლებიც ბოლო დროს ცხოვრებას გირთულებდათ.
მშვილდოსანი
ამ დღეს შეიძლება უამრავ ადამიანთან ურთიერთობა მოგიწიოთ და მზად იყავით იმისთვის, რომ მათმა ნაწილმა შეიძლება გაგაღიზიანოთ. ამ დღეს თქვენი მთავარი ამოცანაა სიმშვიდე და დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ. მუშაობა დაგეხმარებათ, რომ უსიამოვნო აზრებისგან გათავისუფლდეთ და ყურადღება სხვა საკითხებზე გადაიტანოთ.
თხის რქა
ამ დღეს ახლობელს თქვენი დახმარება და მატერიალური მხარდაჭერა დასჭირდება. სანამ ვინმეს რამეს დაჰპირდებით, კარგად დაფიქრდით შეძლებთ თუ არა დაპირების შესრულებას. ურთიერთობები რომ არ დააზიანოთ, თავიდანვე განსაზღვრეთ, რაზე ხართ მზად და რაზე — არა. ამ რთულ პერიოდში მოთმინება ძალიან დაგჭირდებათ. შესაძლოა, მაცდური შეთავაზება მიიღოთ, მაგრამ ინფორმაციის შესწავლამდე ნუ დათანხმდებით.
მერწყული
ხვალისთვის ნუ გადადებთ იმის გაკეთებას, რაც დღესვე შეგიძლიათ. პლანეტების კეთილგანწყობა დაწყებული საქმის დასრულებაში დაგეხმარებათ. ეს დღე ბევრი მერწყულისთვის ცვლილებების დღეა — რაც უფრო რადიკალური იქნება ცვლილება, მით მეტ დადებით ემოციას მოგიტანთ. ამ დღეს მნიშვნელოვანია, რომ ღრუბლებიდან მიწაზე დაეშვათ და რეალობას თვალი გაუსწოროთ. მოერიდეთ რისკს იქ, სადაც შედეგის მიღწევა ისედაც შეგიძლიათ.
თევზები
მოერიდეთ ორპირ ქარს და შეზღუდეთ ურთიერთობა ავად მყოფ ახლობლებთან — ახლა ნებისმიერი ვირუსისა თუ გაციების მიმართ ძალიან მგრძნობიარე ხართ. ვარსკვლავები გირჩევენ, იმუნიტეტის გაძლიერებაზე იზრუნოთ. დაიწყეთ მავნე ჩვევებისგან ნელ-ნელა გათავისუფლება. სავარაუდოდ, ფინანსურ შემოსავალს მიიღებთ, მაგრამ ყველაფერი ერთბაშად არ დახარჯოთ. მით უმეტეს, რომ ახლა შესყიდვებისთვის არახელსაყრელი დღეა.
.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან