12 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:06 კვი. 11 მაისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
სირთულეებთან დამოუკიდებლად გამკლავება უნდა ისწავლოთ და თუკი დახმარების თხოვნაზე უარს მიიღებთ, ეს სხვის ეგოიზმს არ უნდა დააბრალოთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელი ცხოვრების წესს და თქვენს გეგმაში რამდენიმე ახალი სასარგებლო ჩვევა ჩართეთ. უსმინეთ თქვენს შინაგან ხმას, რომელიც გიკარნახებთ, რა მიმართულებით უნდა იმოძრაოთ
კურო
ახლობელი ადამიანების ყურადღება თქვენკენაა მოპყრობილი. თქვენი გარემოცვა თქვენს შესაძლებლობებს კარგად იცნობს, ამიტომ იყავით ის, ვინც ხართ, უსმინეთ საკუთარ სურვილებს და ნუ ეცდებით, ვინმეს რამე დაუმტკიცოთ. უკვე ხომ ბევრჯერ დარწმუნდით, რომ გადაჭარბებული ძალისხმევა ყოველთვის სასურველ შედეგს არ იძლევა.
ტყუპები
შინაგანი ტაქტი და ზომიერების გრძნობა ახლობლებთან ურთიერთობაში დაგეხმარებათ. თუ რაღაცაში არ გეთანხმებათ, ნუ ეცდებით საკუთარი სიმართლე ყვირილით და ზეწოლით დაამტკიცოთ. უმჯობესია, ყურადღება საერთო აზრებზე და ღირებულებებზე გაამახვილოთ. შეეცადეთ, სხვა ადამიანების უარყოფით თვისებებს ნაკლებად კრიტიკულად მიუდგეთ. ბოლოს და ბოლოს, იდეალური არავინაა. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი იდეები და გეგმები, სანამ არ განახორციელებთ.
კირჩხიბი
ბედის მინიშნებებს და ინტუიციას ნუ უგულებელყოფთ — ამ დღეს ის არ გიღალატებთ. ნებისმიერ საკითხში მხოლოდ ციფრებსა და ობიექტურ მონაცემებს არ უნდა ენდოთ და შინაგან ხმასაც უნდა მოუსმინოთ. დაგეგმეთ შეხვედრა ადამიანთან, ვინც დიდი ხანია, არ გინახავთ. ახლა ცოტაოდენი განტვირთვა და დასვენება არ გაწყენდათ. გირჩევთ, თქვენი გეგმების შესახებ არავის უამბოთ, რადგან შეიძლება, ვიღაცამ თქვენი გულწრფელობა საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს.
ლომი
განსხვავებული შეხედულებების გამო მოსალოდნელია კონფლიქტი. როგორც არ უნდა გაღიზიანდეთ, ეცადეთ ხმა არ აიმაღლოთ. კარგი იქნება, თუ ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების სანახავად პატარა ექსკურსიას მოაწყობთ. ემოციებს ნუ აჰყვებით - ამ დღეს მხოლოდ კარგად გააზრებული გადაწყვეტილება უნდა მიიღოთ.
ქალწული
ეცადეთ, დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოთ, თუნდაც ადამიანები და გარემოებები ამაში ხელს გიშლიდნენ. გარისკვის ნუ შეგეშინდებათ — ახლა სწორედ ის დროა, როცა შეგიძლიათ, საკუთარი ბედი შეცვალოთ. პლანეტების მოძრაობა თქვენს ფარულ პოტენციალზე მიანიშნებს. თქვენი წარმატება მალე ყველას დაანახვებს, რომ სწორ გზაზე დგახართ.
სასწორი
ამ ეტაპზე ახალი იდეების გამუდმებული ძიება არაფერში გჭირდებათ. უმჯობესია, რუტინული საქმეებით დაკავდეთ, რომლებიც დიდ ენერგიას არ მოითხოვს. წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით მშვიდი მოქმედება დაგეხმარებათ, რომ ფიქრები მოაწესრიგოთ და გამაღიზიანებელ ფაქტორებს ყურადღება არ მიაქციოთ. ეცადეთ, ბუნებაში მეტი დრო გაატაროთ, ივარჯიშოთ და ჯანსაღად იკვებოთ.
მორიელი
ეს დღე სიურპრიზებით იქნება სავსე. სიახლეების ნუ შეგეშინდებათ, თუმცა ეცადეთ, სერიოზული გადაწყვეტილების მიღებისგან თავი შეიკავოთ. ამ დღეს შესაძლებელია, სირთულეები თავისთავად მოგვარდეს. თავი შეიკავეთ სხვა ადამიანისთვის ცრუ იმედების მიცემისგან და თავადაც სხვის იმედად ნუ იქნებით. წვრილმანი უსიამოვნებების გამო მიზანზე უარს ნუ იტყვით.
მშვილდოსანი
ამ დღეს მშვილდოსნებს საინტერესო საქმიანი წინადადებები და პროექტები ელით. გარშემომყოფები თქვენში პასუხისმგებლობიან თანამშრომელსა და კარგ ხელმძღვანელს ხედავენ, ამიტომაც თქვენთან ურთიერთობას ცდილობენ. უინტერესო შეთავაზებაზე დროს და ენერგიას ანუ დახარჯავთ. მნიშვნელოვანია, მშვიდად იმოქმედოთ, მაშინ სასურველი შედეგი არ დააყოვნებს.
თხის რქა
ამ დღეს მოსალოდნელია ენერგიის მოზღვავება ყველა მიმართულებით — სამსახურშიც, სახლშიც და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაშიც. მზად ხართ, მთები გადააბრუნოთ, მაგრამ ეცადეთ, ცხელ გულზე არაფერი მოიმოქმედოთ - ასამდე დაითვალეთ, სანამ რამეს იტყვით ან გააკეთებთ. უმჯობესია, საყვარელ ადამიანთან სერიოზული საუბარი სხვა დროისთვის გადადოთ და დღეს მშვიდი ატმოსფერო შეინარჩუნოთ.
მერწყული
მცირე ცვლილებები გელით პროფესიულ სფეროში. შესაძლოა, თქვენს კოლექტივს ახალი თანამშრომლები შეემატონ და ამან თქვენში მიძინებული შემოქმედებითი პოტენციალი გააღვიძოს. ეს თქვენთვისაც სასარგებლო იქნება და ხელმძღვანელობისთვისაც. თუ დღეს რაღაც შეგეშლებათ, ნუ ინებრვიულობთ — პრობლემებს სწრაფად მოაგვარებთ.
თევზები
ამ დღეს თევზებისთვის ფიზიკური აქტივობა განსაკუთრებით სასარგებლო იქნება. თუ მარტოხელა ხართ, ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით. კარგი იქნება, თუ დღევანდელ დღეს განტვირთვას დაუთმობთ. სარემონტო ან სამშენებლო სამუშაოების წამოწყება არასასურველია — მაღალია დაზიანების რისკი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან