3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:00 პარ. 2 მაისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 3 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ხელსაყრელი დღეა ინიციატივის გამოჩენისთვის როგორც სამსახურში, ისე პირად ცხოვრებაში. სავარაუდოდ, თქვენს იდეებს მოწონება ელის, ამიტომ მათი კოლეგებისთვის გაზიარება არ მოგერიდოთ. შესაძლებელია, მხარდაჭერა იმ ადამიანებისგანაც კი მიიღოთ, რომლებიც აქამდე თქვენს კონკურენტებად ითვლებოდნენ. საღამოს დასვენება არ დაივიწყოთ – ყველაზე აქტიურ ვერძებსაც კი სჭირდებათ შესვენება ძალების აღსადგენად.
კურო
შესანიშნავი დროა ბიუჯეტის დაგეგმვისა და მნიშვნელოვანი შესყიდვებისთვის. მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ძალისხმევა შედეგიანი იქნება – შეიძლება მოგებიანი შეთავაზება ან მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ. პირად ცხოვრებაში ეცადეთ, კონფლიქტებს თავი აარიდოთ. ახლობელ ადამიანებს მეტი დრო დაუთმეთ - ერთობლივი საღამოს ორგანიზება ან გულითადი საუბარი თქვენს ურთიერთობებს გაამყარებს.
ტყუპები
ახალი ურთიერთობებითა და ნაცნობობით სავსე დღეა. კომუნიკაბელურობა დაგეხმარებათ, რომ როგორც პროფესიულ, ისე პირად სფეროში სასარგებლო კავშირები დაამყაროთ. შეიძლება შეხვდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ინტერესებს და შეხედულებებს იზიარებენ.
ყურადღება მიაქციეთ დეტალებს – ეს გაუგებრობების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
გულახდილობის ნუ შეგეშინდებათ – ეს თქვენს კავშირებს გააძლიერებს და კიდევ უფრო დაგაახლოებთ. შორეული ქვეყნიდან მოულოდნელი სიახლეები გელით, რამაც შეიძლება გეგმების შეცვლა გაიძულოთ ან სიტუაცია სხვა თვალით დაგანახვოთ. ეცადეთ, სიახლეებს მომზადებული შეხვდეთ – ზოგჯერ ცვლილებებს დადებით შედეგებამდე მივყავართ.
ლომი
პიროვნული ხიბლისა და ენერგიით წყალობით ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. გამოიყენეთ ეს დღე საკუთარი იდეებისა და პროექტების წარმოსაჩენად – თქვენი თავდაჯერება გარშემო მყოფთა ყურადღებას მიიქცევს და შესაძლოა, ახალი შეთავაზებები მიიღოთ.
გირჩევთ, საღამო შემოქმედებით საქმიანობას ან სპორტს დაუთმოთ – ეს ძალების აღდგენაში დაგეხმარებათ. მიეცით საკუთარ თავს დრო, რომ ცხოვრებით ისიამოვნოთ.
ქალწული
შესაფერისი დროა საკუთარი მიზნებისა და პრიორიტეტების გადახედვისთვის. ამ დღეს შეიძლება დაასკვნათ, რომ თქვენი ცხოვრება გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს. დაუთმეთ დრო თვითგანვითარებას – წიგნების კითხვა ან ახალი უნარების შესწავლა კმაყოფილებას მოგანიჭებთ. ექსპერიმენტების ნუ შეგეშინდებათ – ხშირად საუკეთესო შედეგს სწორედ უჩვეულო გზები იძლევა.
სასწორი
ეცადეთ, სადავო საკითხებში კომპრომისი იპოვოთ – ეს კონფლიქტს თავიდან აგარიდებთ და ახლობლებთან კავშირებს გაამყარებს. მოსმენის უნარი თქვენი მთავარი უპირატესობა იქნება და ეცადეთ, საერთო საქმისთვის გამოიყენოთ. იდეალური დღეა კულტურული ღონისძიებებისთვის: წადით მეგობრებთან ერთად გამოფენაზე ან კონცერტზე – ეს არა მხოლოდ განწყობას გაგიუმჯობესებთ, არამედ თვალსაწიერსაც გაგიფართოებთ.
მორიელი
უსმინეთ საკუთარ ინტუიციას – ის როგორც პირად ცხოვრებაში, ისე პროფესიულ სფეროში სწორ გზას დაგანახვებთ. შესაძლოა, მეგობრისგან ან კოლეგისგან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღოთ – ეს დაგეხმარებათ მომავალი ნაბიჯები სწორად განსაზღვროთ. ამ დღეს მოერიდეთ იმპულსურ შენაძენებს და ეცადეთ, ხარჯები წინასწარ დაგეგმოთ. ეს დაგეხმარებათ უსარგებლო ხარჯები თავიდან აიცილოთ.
მშვილდოსანი
ეს დღე იდეალურია მოგზაურობის ან ახალი უნარების ათვისებისთვის. ახალი ცოდნა საინტერესო პერსპექტივებს გაგიხსნით და როგორც კარიერული, ისე პიროვნული ზრდის შანსებს გაზრდის. არც ოჯახის წევრები დაივიწყოთ – მათ ახლა თქვენი ყურადღება და მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდებათ. ერთობლივი ვახშამი ან უბრალოდ მშვიდი საღამოს ურთიერთობის გაღრმავებაში დაგეხმარებათ.
თხის რქა
ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უახლოეს მომავალში მთელი ყურადღება სამუშაოსა და დისციპლინაზე გადაიტანოთ. ამ დღეს ორგანიზებულობა თქვენი მთავარი ძალაა! ხელმძღვანელობამ შეიძლება ახალ პროექტში მიღწეული წარმატებები დააფასოს და თანამშრომლობის ახალ საფეხურზე გადაგიყვანოთ. საღამოს გამონახეთ დრო დასვენებისთვის – ეს დღის ბოლოს ენერგიის აღდგენაში დაგეხმარებათ.
მერწყული
ამ დღეს შთაგონება რაღაც განსაკუთრებულის შექმნაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, თქვენი ორიგინალურობა რთული ამოცანების გადასაჭრელად გამოიყენოთ. თანამოაზრეებთან ურთიერთობა სასარგებლო იქნება. დღის ბოლოს თავს მოდუნების შესაძლებლობა უნდა მისცეთ. მედიტაცია ან სპორტი შინაგანი ჰარმონიის აღდგენაში დაგეხმარებათ.
თევზები
ამ დღეს საკუთარ ინტუიციას უნდა დაუჯეროთ – ის როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში სწორ გზას დაგანახვებთ. მოსალოდნელია სასიამოვნო შეხვედრა წარსულთან. ემოციების გამოხატვის არ შეგეშინდეთ. ფინჯან ჩაისთან ერთად გატარებული საღამო შეიძლება იდეალური მომენტი იყოს საკუთარი გრძნობებისა და სურვილების გასაანალიზებლად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან