4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:34 შაბ. 3 მაისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ამ დღეს ენერგიისა და თავდაჯერების მოზღვავებას იგრძნობთ. შესანიშნავი დროა ახალი პროექტის დაწყების ან სამსახურში ინიციატივის გამოჩენისთვის. თქვენი ლიდერული თვისებები განსაკუთრებით თვალშისაცემია და კოლეგები მზად არიან, რომ მოგბაძონ. განიხილეთ საკუთარი მოსაზრებები კოლეგებთან ან მეგობრებთან და გაოცდებით იმდენ მხარდამჭერს იპოვით.
კურო
ამ დღეს თქვენი ფინანსური ინტუიცია ძალიან გამძაფრებულია. ხელსაყრელი დროა ხარჯების ანალიზისთვის. შესაძლებელია, ხელსაყრელი წინადადება ან შემოსავლის ახალი წყარო აღმოაჩინოთ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს დანაზოგებს და მოიფიქრეთ როგორ შეიძლება ფინანსური მდგომარეობა გააუმჯობესოთ. გახსოვდეთ, რომ სტაბილურობა მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო დიდი პერსპექტივისთვის ზოგჯერ რისკზე წასვლა ჯობია.
ტყუპები
ამ დღის მთავარი თემა ურთიერთობაა. ნუ გამოტოვებთ შეხვედრებსა და ღონისძიებებს, სადაც გამოცდილების გაზიარება შეიძლება. კომუნიკაციის უნარი სასარგებლო ნაცნობობის დამყარებაში დაგეხმარებათ, რაც მომავალში შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი გახდეს. ნუ ანდობით თქვენს საიდუმლოს ადამიანს, რომელსაც კარგად არ იცნობთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება პრობლემები შეგექმნათ.
კირჩხიბი
ყურადღება მიაქციეთ საკუთარ შინაგან სამყაროსა და ემოციურ მდგომარეობას. ეცადეთ, გამონახოთ დრო მედიტაციის და დასვენებისთვის. ეს შინაგანი წონასწორობისა და ჰარმონიის აღდგენაში დაგეხმარებათ. თქვენს წინაშე ბევრი კარი გაიხსნება, მაგრამ გირჩევთ, ყველა შეთავაზებით ერთდროულად არ ისარგებლოთ. გირჩევთ, თქვენს განცდებზე მეგობარს ან ოჯახის წევრს ესაუბროთ, რომ მხარდაჭერა და გაგება იგრძნოთ.
ლომი
ხელსაყრელი დღეა როგორც ახალი ნაცნობობის, ასევე ძველი კავშირების გამყარებისთვის. შესაძლოა, მონაწილეობა მიიღოთ ღონისძიებაში, სადაც საკუთარი ნიჭისა და უნარების წარმოჩენას შეძლებთ. მარტოხელა ლომები საოცნებო ადამიანთან შეხვედრისთვის უნდა მოემზადონ.
ქალწული
ეცადეთ, დასვენების დრო სრულად გამოიყენოთ. ამ დღეს სრული უფლება გაქვთ, პრობლემები დაივიწყოთ და მხოლოდ ის აკეთოთ, რაც სიხარულს მოგანიჭებთ. გახსოვდეთ, რომ თქვენი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა პროფესიულ საქმიანობაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. მოერიდეთ ხალხის თავშეყრის ადგილებს, სადაც თავს არაკომფორტულად გრძნობთ. უმჯობესია საღამო სახლში გაატაროთ, საინტერესო ფილმს უყუროთ ან წიგნი წაიკითხოთ.
სასწორი
თქვენი შემოქმედებითი უნარების წყალობით საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცევით. შესანიშნავი დროა გრძნობების გამოხატვისთვის. შემოქმედ ადამიანებთან ურთიერთობა ახალ იდეებსა და პროექტებზე შთაგაგონებთ. სავარაუდოდ, დიდი ხნის ოცნებას აისრულებთ, მაგრამ ამისთვის დიდი ძალისხმევის გამოჩენა მოგიწევთ.
მორიელი
თქვენი ინტუიცია ამ დღეს განსაკუთრებით ძლიერია. უსმინეთ შინაგან ხმას და ის რთული ვითარებიდან გამოსავალს დაგანახვებთ. შესაძლოა, ახლობელ ადამიანებთან მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა აუცილებელი გახდეს. ეს გაუგებრობის გარკვევაში დაგეხმარებათ. საყვარელი ადამიანისთვის გულის გადაშლის და გრძნობების გაზიარების ნუ შეგეშინდებათ — ეს უფრო ღრმა და ნდობაზე დამყარებულ ურთიერთობას შექმნის.
მშვილდოსანი
ამ დღეს თავგადასავლებისა და ახალი შთაბეჭდილებების სურვილი დაუფიქრებელი ნაბიჯისკენ გიბიძგებთ, რომელმაც შეიძლება ბევრი პრობლემა მოგიტანოთ. ეცადეთ, ცდუნებებს გაუმკლავდეთ, რადგან მომავალში საკუთარ სისუსტეს დიდხანს ინანებთ. შესანიშნავი დღეა მეგობრებთან ურთიერთობისთვის. თუ მოახერხებთ, ბუნებაში მეტი დრო გაატარეთ — ეს შთაგონებას მოგიტანთ და განწყობას აგიმაღლებთ.
თხის რქა
გირჩევთ, უმნიშვნელო პრობლემები დაივიწყოთ და მთელი ყურადღება სამომავლო გეგმებზე გადაიტანოთ. თქვენი შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა აუცილებლად დაფასდება, ამიტომ პასუხისმგებლობის აღების ნუ შეგეშინდებათ. სავარაუდოდ, საკუთარ შესაძლებლობებს გადაჭარბებულად აფასებთ, ამიტომ ჯობს დახმარება ითხოვოთ. გამოცდილი ადამიანის რჩევები თქვენთვის ღირებული იქნება.
მერწყული
შესაძლოა, ახალი ცოდნის მიღების სურვილი გაგიჩნდეთ. ჩაეწერეთ უცხო ენის კურსებზე ან სემინარებზე, რაც თქვენს ცოდნასა და უნარებს გააფართოებს. საკუთარი ინოვაციური იდეების გაზიარების არ მოგერიდოთ— შესაძლოა, ისინი დიდი ინტერესისა და მხარდაჭერის საგანი გახდეს. საღამოს სახლის გარემო და საყვარელი ადამიანების სიახლოვე დაგამშვიდებთ.
თევზები
დროა, საკუთარ გრძნობებსა და სურვილებში გაერკვეთ. დაფიქრდით, რა არის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი და რა — ვიღაცის მიერ თავზე მოხვეული. ახალი საქმის დაწყებამდე ეცადეთ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ, რათა გაუთვალისწინებელმა შემთხვევამ ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელი არ შეგიშალოთ. არ დაივიწყოთ დასვენება და მოდუნება — ეს შინაგანი წონასწორობის აღდგენაში დაგეხმარებათ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან