დღის ჰოროსკოპი

26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

00:16

26 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ვარსკვლავები გირჩევენ, ცხოვრებაზე შეხედულებებს გადახედოთ. საკუთარ თავს ისეთ ჩარჩოებსა და შეზღუდვებს უწესებთ, რომლებშიც ცხოვრება შეუძლებელია. უფლება გაქვთ, რომ თავისუფლად იცხოვროთ და ისუნთქოთ. საღამოს წყლისპირას გასეირნება თქვენს გონებასა და გრძნობებს გამოაცოცხლებს. ცოტა ხნით შეჩერდით და მიმოიხედეთ —იქნებ, მეგობრების შერჩევაში მეტი სიფრთხილე გმართებთ.

კურო

სირთულეებით და გაუგებრობებით სავსე დღეა. შეიძლება ისეთი განცდა დაგეუფლოთ, თითქოს ყველაფერი ხელიდან გივარდებათ. წვრილმანებზე ნუ ინერვიულებთ — გატეხილი ჭურჭელი და გაფუჭებული ტანსაცმელი ყველაზე დიდი პრობლემა არაა. ღრმად ჩაისუნთქეთ და გზა გააგრძელეთ. საღამოს კი კომედიას უყურეთ და მეგობრებთან ერთად დაისვენეთ.

ტყუპები

ხელსაყრელი დღეა შორეული მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. მათ, ვინც ამჟამად გზაშია, წარმატება და იღბალი არ მიატოვებს. თქვენს მგზავრობას რა მიზანიც არ უნდა ჰქონდეს, აუცილებლად მიღწეული იქნება. ვარსკვლავები სასიამოვნო შეხვედრებსა და საინტერესო ურთიერთობებს გპირდებიან. შესაფერისი დროა საქმიანი კავშირების გაფართოებისა და ახალი ურთიერთობების დასამყარებლად.

კირჩხიბი

ამ დღეს კოსმოსიდან ძლიერ ენერგეტიკულ მხარდაჭერას იგრძნობთ. ეცადეთ, საკუთარ თავში იპოვოთ ძალა ახალი საქმეების დასაწყებად. მთავარია, რომ საკუთარი შესაძლებლობები თავად დაიჯეროთ, მაშინ ახალ ამოცანებს ენთუზიაზმით მოჰკიდებთ ხელს. პირად ცხოვრებაში ცვლილებები გელით — მათ ნუ გაურბიხართ, ეცადეთ გაიაზროთ და მიიღოთ.

ლომი

ეცადეთ, არა მარტო სხვებთან, საკუთარ თავთანაც გულწრფელობა გამოიჩინოთ. თქვენი მცდელობის მიუხედავად, ზოგიერთი საკითხის გადადება ან გაუქმება მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში საყვარელი საქმიანობა და ძველი მეგობრები დაგეხმარებიან, ემოციურად განიტვირთოთ და პრობლემები დაივიწყოთ. გირჩევთ, ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ - ამინდის მიხედვით ჩაიცვით და სწორად იკვებეთ.

ქალწული

მშვენიერი დღეა ცხოვრების ყველა სფეროში პარტნიორული ურთიერთობების გასაძლიერებლად. პროფესიულ გარემოში თავი ისე უნდა წარმოაჩინოთ, როგორც დიალოგისთვის მზად მყოფმა ადამიანმა. ეს არ ნიშნავს, რომ პოზიციები ყოველთვის უნდა დათმოთ, თუმცა ოპონენტის მოსმენა მნიშვნელოვანია. წარმატებული მოლაპარაკებები პირად ცხოვრებაზე დადებითად აისახება.

სასწორი

ბოლოდროინდელმა მოვლენებმა თქვენს ყოველდღიურ საქმიანობას გარკვეული დაღი დაასვა, თუმცა დროა, ცხოვრებისადმი დამოკიდებულება შეცვალოთ. იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე, ივარჯიშეთ, მოერიდეთ სწრაფი კვების პროდუქტებს და მენიუში ნახშირწყლების რაოდენობა შეამცირეთ. სპორტი და აქტიური დასვენება განწყობის ამაღლებაში დაგეხმარებათ.

მორიელი

ემოციებს ნუ აჰყვებით და ეცადეთ, საღი გონება შეინარჩუნოთ, რათა ინტრიგების მსხვერპლად არ იქცეთ. უმჯობესია, ადამიანებთან ურთიერთობა შეზღუდოთ - ამ დღეს სხვისი პრობლემების გადაჭრაზე ენერგიის ხარჯვა არ ღირს. დღის მეორე ნახევარში მოგეცემათ შანსი, რომლითაც აუცილებლად უნდა ისარგებლოთ. საყვარელი საქმიანობა დაგეხმარებათ, ემოციურად განიტვირთოთ და სამსახურის პრობლემები დაივიწყოთ.

მშვილდოსანი

გირჩევთ ეს დღე ვარჯიშს და სპორტს დაუთმოთ. ფიზიკურ ფორმაზე ზრუნვა დიდი ხნის წინ უნდა დაგეწყოთ, რადგან თქვენი ჯანმრთელობა პირდაპირ ამაზეა დამოკიდებული. კარგი იქნება, თუ ბავშვებს პირად მაგალითს დაანახვებთ — ეს შეიძლება ოჯახური ტრადიციად იქცეს.

თხის რქა

თხის რქებისთვის, განსაკუთრებით უფროსი თაობის წარმომადგენლებისთვის, ხელსაყრელი დღეა. ყოველდღიური საქმიანობის გამო ბევრს მთავარი — ოჯახი ავიწყდება. სასურველია, რომ დღის მეორე ნახევარში საყვარელ ადამიანებს ოჯახურ ვახშამზე თავი მოუყაროთ და თქვენი განცდები გაუზიაროთ. ეცადეთ, საკუთარი ქმედებები კარგად აწონ-დაწონოთ და გადაწყვეტილება ოჯახის წევრებთან შეთანხმებით

მერწყული

მერწყულებო, პლანეტების მხარდაჭერისა და შინაგანი სიმშვიდის დამსახურებით ამ დღეს ყველა საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. ოჯახში დაძაბულობის განმუხტვას ადვილად შეძლებთ, თუ ურთიერთობაში ცოტაოდენ სიმსუბუქეს და იუმორს შეიტანთ. დიდი შანსია, ამ დღეს ბონუსი ან აღიარება დაიმსახუროთ.

თევზები

შესაძლოა, სარისკო ნაბიჯის გადადგმის ცდუნება გაგიჩნდეთ, მაგრამ ამას უნდა მოერიოთ. ნუ დახარჯავთ დროს და ძალას აზარტულ თამაშებზე, თორემ ფინანსურად დაზარალდებით. ეცადეთ, ყველაფრის მიმართ, რაც თქვენ გარშემო ხდება, პოზიტიური დამოკიდებულება გქონდეთ. ამ დღეს დაუგეგმავ შესყიდვებს უნდა ერიდოთ - შეიძლება შემოსავალს გასავალმა გადააჭარბოს.


სიახლეები ამავე კატეგორიიდან

25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

25 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

24 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

24 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

23 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

22 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

21 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

20 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

19 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

19 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

18 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

18 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

17 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

17 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge