8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
23:28 ოთხ. 7 მაისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ძალიან მალე დიდი ხნის ნანატრი მოგზაურობის შესაძლებლობა მოგეცემათ. ხანმოკლე დასვენების მოლოდინი ერთფეროვან დღეებს გააფერადებს და თქვენს ცხოვრებაში მხიარულებას შემოიტანს. მანამდე ეცადეთ, მთელი თავისუფალი დრო ფიზიკურ აქტივობებზე დახარჯოთ — უპირატესობა ცეკვას ან იოგას მიანიჭეთ. მეტი მოძრაობა აუცილებელია, ამიტომ ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა თქვენთვის სასარგებლო იქნება.
კურო
მშვიდი დღეა. სანერვიულო არაფერი გაქვთ, საკმარისია, საღამოს საყვარელ ადამიანებთან ერთად გემრიელ ვახშამზე იზრუნოთ. ოჯახის წევრების შეკრება საერთო მაგიდასთან და თბილი საუბარი დაგეხმარებათ, რომ საკუთარი შვილები და ახლობლები უფრო კარგად გაიცნოთ. თუ გყავთ მეგობრები, რომლებიც დიდი ხანია, არ გინახავთ, ეს დღე მათთან შესახვედრად გამოიყენეთ.
ტყუპი
თუ გრძნობთ, რომ საკუთარ სურვილებში ვერ გარკვეულხართ, ინტუიციას მოუსმინეთ, რომელიც სწორ გზას გაჩვენებთ. შეიძლება ახლობლებს თქვენი ემოციურობა აღიზიანებდეს, ამიტომ ეცადეთ საკუთარ პრობლემებზე მშვიდად და აუღელვებლად ესაუბროთ. ახლობლებთან გულწრფელი საუბარი გამოსავლის პოვნაში დაგეხმარებათ.
კირჩხიბი
ეს დღე კირჩხიბებისთვის უსარგებლოდ ჩაივლის. ნებისმიერი საქმე, რომელსაც წამოიწყებთ, ან არ დასრულდება, ან სრულიად მოულოდნელ შედეგს გამოიღებს. ამ დღეს უმჯობესია, დამკვირვებლის როლს დასჯერდეთ. ასე შეცდომებისა და ზარალის თავიდან აცილებას შეძლებთ.
ლომი
ამ დღეს შეიძლება ახლობელი ადამიანების კონფლიქტს შეესწროთ. ერთ-ერთი შეეცდება, თავის მხარეს გადაგიბიროთ, თუმცა უმჯობესია, ნეიტრალური პოზიცია დაიკავოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ორივე მხარემ თქვენ დაგადანაშაულოთ. უმჯობესია, ამ პრობლემას თავი დააღწიოთ და დრო საკუთარ ინტელექტუალურ განვითარებას დაუთმოთ — ჩაეწერეთ საინტერესო კურსებზე ან ახალი წიგნი შეიძინეთ.
ქალწული
შესაძლოა, ამ დღეს ახლობლების მხარდაჭერა იგრძნოთ. თუ ამის უფლებას მისცემთ, ისინი სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებიან. დახმარებაზე უარს ნუ იტყვით — ის ახლა ნამდვილად გჭირდებათ. იგივე ეხება სხვებსაც — თუ შეამჩნევთ, რომ ვინმეს თქვენი დახმარება სჭირდება, არ დააყოვნოთ. ეს დღე ურთიერთგაგების და ურთიერთდახმარების ენერგიით გაჯერებულია.
სასწორი
თუ გადაწყვიტეთ, რომ კარიერულ წინსვლაზე უნდა იზრუნოთ, შესანიშნავი დღეა პირველი ნაბიჯების გადასადგმელად. თქვენი ინიციატივა ხელმძღვანელობის და კოლეგების მხრიდან დადებითად აღიქმება. ეს განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც ინტელექტუალური შრომით არის დაკავებული — დღეს მათ წარმატებული და ნაყოფიერი დღე ელით. საღამოს სუფთა ჰაერზე სეირნობა დღის მშვენიერი დასასრული იქნება.
მორიელი
ამ დღეს მოულოდნელად გააცნობიერებთ, რომ ყველაფრის კონტროლი შეუძლებელია. ზოგი გარემოება გაიძულებთ, რომ საკუთარ შეხედულებებს და უახლოეს გეგმებს გადახედოთ. შესაძლოა, ეს უდროოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ მომავალში ამ მოვლენებს დიდად დააფასებთ. დღევანდელი დღის დევიზი უნდა იყოს: ყველა ცვლილება უკეთესობისკენაა.
მშვილდოსანი
მშვენიერი დღეა საქმიანი პარტნიორების შესარჩევად. პიროვნული ხიბლი დაგეხმარებათ ახალი ადამიანების გაცნობაში, რომლებიც თქვენი საუკეთესო მეგობრები და საქმიანი პარტნიორები გახდებიან. ეცადეთ პოტენციური მეგობრები თქვენი ექსცენტრიკული საქციელით არ დააფრთხოთ. უმჯობესია, თქვენი უცნაური იუმორის გრძნობა ფრთხილად გამოავლინოთ.
თხის რქა
ვარსკვლავები თხის რქებს ურჩევენ, ამ დღეს საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნონ. თუ ექიმთან ვიზიტი დიდი ხნის წინ დაგეგმეთ, ახლა დროა ანალიზების ჩასაბარებლად მოემზადოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თუ პერიოდულად თავს შეუძლოდ გრძნობთ. იგივე ეხება თქვენს ახლობლებსაც — თუნდაც მცირე გაციება ყურადღებას მოითხოვს და ექიმის კონსულტაცია სასურველია.
მერწყული
ვარსკვლავები მერწყულებს აფრთხილებენ, რომ დღეს ახლობელმა შეიძლება მოცემული სიტყვა დაარღვიოს. ამას ღალატად ნუ ჩათვლით — ახლა ისეთი დროა, რომ სხვადასხვა სფეროში არეულობა შეინიშნება და ბევრ ადამიანს გეგმების შეცვლა უწევს. ყურადღება იმ საქმეებზე გადაიტანეთ, რომლებშიც დარწმუნებული ხართ. მოერიდეთ უცნობი ან ეგზოტიკური კერძების დაგემოვნებას.
თევზები
ამ დღეს შესაძლოა, მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც გეგმავდით, მაგრამ ეცადეთ, მომხდარი რეალისტურად შეაფასოთ. თქვენი რისკი გამართლებულია, ამიტომ თამამად უნდა იმოქმედოთ. ფრთხილად იყავით ტექნიკასთან — დაუდევრობის შემთხვევაში შეიძლება დააზიანოთ. ასევე, თავი შორს დაიჭირეთ ცეცხლისა და აალებადი საგნებისგან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან