დღის ჰოროსკოპი

11 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

fun time

23:00 შაბ. 10 მაისი

11 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

14
დაკოპირებულია

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

შესაძლოა, ამ დღეს რაღაც ისეთი მოხდეს, რაც ემოციურ აღმაფრენას გაგრძნობინებთ. ბოლო დღეების შფოთვა უკვალოდ გაქრება და შეძლებთ, ყოველდღიურ საქმეებს მშვიდად მიხედოთ. თქვენი ოპტიმიზმი და მომავლის რწმენა შეიძლება რთულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის იმედის წყაროდ იქცეს. გაუზიარეთ თქვენი გამოცდილება გარშემო მყოფებს — ეს მათთვის საუკეთესო დახმარება იქნება.

კურო

გადაწყვიტეთ, რომ საკუთარი ცხოვრების სრულუფლებიანი ბატონ-პატრონი გახდეთ და ფუჭ საქმეებზე დრო აღარ დახარჯოთ. ამ დღეს თქვენი საქმიანობა საზოგადოებას სარგებელს მოუტანს და შეიძლება ადამიანებმა დახმარებისთვის მოგმართოთ. საკუთარი თავი და ცხოვრებისეული მიზნები არ დაივიწყოთ. ნუ მოდუნდებით — წინ დიდი სამუშაო გელით. თუ მარტოხელა ხართ, პარტნიორის არჩევისას სხვების რჩევით კი არა, საკუთარი ინტუიციით უნდა იმოქმედოთ.

ტყუპები

შესაძლოა, საინტერესო მოგზაურობის შეთავაზება მიიღოთ. შესაძლოა, ცხოვრების გზაზე სირთულეები შეგხვდეთ, მათ დაძლევას შეძლებთ და მალე ცხოვრების ახალ საფეხურზე გადახვალთ. ეცადეთ, რომ მიზანს ერთი ნაბიჯით მიუახლოვდეთ და ფინანსური მდგომარეობა გაიუმჯობესოთ.

კირჩხიბი

ბევრი შრომა მოგიწევთ, რომ კონკურენტები უკან ჩამოიტოვოთ და სამსახურებრივი მდგომარეობა გაიუმჯობესოთ. ეს სწორედ ახლაა საჭირო, რადგან ხელმძღვანელობა მალე ახალი მენეჯერის დანიშვნას გეგმავს. კარიერული წინსვლის ყველა შანსი გაქვთ. თუმცა, გახსოვდეთ, რომ სამსახური ცხოვრების აზრად არ უნდა იქცეს — ყველაზე მთავარი თქვენი ოჯახია.

ლომი

დაბნეულობა, რომელიც ურთიერთობაში წარმოქმნილ გაუგებრობას უკავშირდება, სრულიად ბუნებრივია. დროა, დამნაშავის ძებნა შეწყვიტოთ და მოვლენების მიმდინარეობას მიჰყვეთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ეჭვებისგან უნდა გათავისუფლდეთ და ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ. თქვენი აქტიურობა მალე დაფასდება და დარწმუნდებით, რომ სწორ გზაზე ხართ.

ქალწული

ახლა სწორედ ის დროა, როცა სადმე შორს უნდა წახვიდეთ და ყოველდღიური რუტინისგან განიტვირთოთ. გირჩევთ, საკუთარ გარემოცვაში წესრიგი დაამყაროთ — შეწყვიტეთ ურთიერთობა მასთან, ვინც გამუდმებით წუწუნებს და საკუთარ პრობლემებს თავზე გახვევთ. პირადი საზღვრების დაწესება უნდა ისწავლოთ, რომ არავის ჰქონდეს უფლება, თქვენს პირად ცხოვრებაში თქვენი ნებართვის გარეშე ჩაერიოს.

სასწორი

ზედმეტ ფიზიკურ დატვირთვას მოერიდეთ, თორემ შეიძლება ჯანმრთელობა დაიზიანოთ. ნუ იდარდებთ, თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით არ ხდება — ესე იგი, სხვა სფეროში გაგიმართლებთ. ამ დღეს შეგიძლიათ თავი კაფეში ან რესტორანში საყვარელი დესერტით გაანებივროთ. ეს განსაკუთრებით სასიამოვნო ახლობლების გარემოცვაში იქნება.

მორიელი

თუ მოულოდნელად საცხოვრებელი ადგილის შეცვლის სურვილი გაგიჩნდათ, შესაძლოა, ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყოს. ეცადეთ, გათავისუფლდეთ იმისგან, რაც წინსვლაში ხელს გიშლით და საკუთარი შესაძლებლობების საზღვრები გააფართოოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ცვლილებების გზას დაადგეთ. ცხოვრებაში მცირე განახლება ნამდვილად არ გაწყენთ. თუ რადიკალური ცვლილებების გეშინიათ, მაშინ თუნდაც რომელიმე მავნე ჩვევისგან გათავისუფლდით.

მშვილდოსანი

თქვენი შრომისმოყვარეობა აუცილებლად დაფასდება. შემოქმედებითი პროფესიის წარმომადგენლებმა შეიძლება სამსახურის ახალი შეთავაზებები მიიღონ. მნიშვნელოვანია, გრაფიკი სწორად შეათანხმოთ, რათა საქმიანობაში გაუგებრობები არ წარმოიშვას. თუ პირობები თქვენს მოლოდინს არ შეესაბამება, ნუ ინერვიულებთ — ყველაფერი შეიძლება მოლაპარაკების გზით მოაგვაროთ.

თხის რქა

მოერიდეთ ახლობლებთან დაპირისპირებას, რადგან კონფლიქტის შემთხვევაში შინაგანი ჰარმონიის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება. ვარსკვლავები გპირდებიან, რომ დაპირისპირება დიდხანს არ გაგრძელდება. ამიტომ, როდესაც ვნებათაღელვა ჩაცხრება, დიალოგისთვის უნდა მოემზადოთ. ინტუიცია გიკარნახებთ, სწრაფად როდის იმოქმედოთ და როდის უნდა გააკეთოთ პაუზა, რათა ინიციატივა სხვებს დაუთმოთ.

მერწყული

მერწყულების მეგობართა წრე საგრძნობლად გაფართოვდება. არავის მისცეთ უფლება, რომ თქვენი კეთილგანწყობა და გულღიაობა ეგოისტური მიზნებისთვის გამოიყენოს. თუ საუბარში სიცრუე იგრძნობა, ურთიერთობა სწრაფად დაასრულეთ — არავის მისცეთ უფლება, საეჭვო ისტორიებში ჩაგითრიოთ. უნდა აჩვენოთ, რომ არც ისეთი გულუბრყვილო ხართ და მშვენივრად გესმით, საფრთხე სად იმალება.

თევზები

ახლა თევზებისთვის ყველაზე პრიორიტეტული ახლობლებზე ზრუნვაა. საყვარელ ადამიანებს თქვენი მხარდაჭერა განსაკუთრებით სჭირდებათ. თქვენი სიკეთე ბევრისთვის ნუგეშის წყარო გახდება და ამ ურთიერთობისგან თქვენც კმაყოფილებას იგრძნობთ. ეცადეთ, მოქმედებისთვის საჭირო დრო სწორად შეარჩიოთ და საკუთარ სიმართლეში სხვების დარწმუნება შეძლოთ.




სიახლეები ამავე კატეგორიიდან

10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

10 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

9 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

9 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

8 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

8 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

7 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

7 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

6 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

6 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

5 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

4 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

4 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

3 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

3 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge

2 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

2 რიცხვის ჰოროსკოპი - funtime.ge